დღეს საქართველოს სულ 14 სამინისტრო აქვს და შესაბამისად, 14 მინისტი და პრემიერია. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.
მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1995 წელს წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 1998 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსები დარგში მაგისტრატურა დაამთავრა.
პირველი ვიცე-პრემიესი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს1989-1991 წლებში თსუ-ში ფიზიკის ფაკულტეტი აქვს აქვს დამთავრებული.1992-1998 წლებში იმავე უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი სპეცილობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი დაამთავრა. ხოლო 2005-2007 წლებში "Cerma School of Management"-ში ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლა.
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს 1998-2002 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალვრის დიპლომი აქვს მიღებული. 2003-2006 წლებში რუსეთში საერთაშორისო სამართლის ასპირანტურა აქვს დამთავრებული. 2008-2010 წლებში კი ჯანელიძემ კავკასიის ბიზნეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2008-2010 წლებში საფრანგეთში გრენობლის ბიზნეს სკოლაში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა დაამთავრა.
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტი გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი მიიღო.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თსუ დაამთავრა, ასევე ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მათემატიკის დოქტორის მეცნიერებათა ხარისხი მიენიჭა. განაგრძეთ კითხვა