მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონი მკაცრდება
პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონი მკაცრდება

იც­ვლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი ისე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მას, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას, არას­რულ­წლოვ­ნის ჩაბ­მას პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ან პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სხვა საგ­ნის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბა­სა და გა­სა­ღე­ბა­ში.

“სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში“ შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც დღეს პარ­ლა­მენ­ტმა, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ აქვთ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, იმოქ­მე­დონ იმ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით ხელს უწყო­ბენ პი­რის ჩაბ­მას პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, მათ შო­რის, იმ ბა­რე­ბის, კლუ­ბე­ბის თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც ად­გი­ლი აქვს არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით ადა­მი­ან­თა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში კი, არას­რულ­წლო­ვან­თა ხელ­შე­წყო­ბას, ჩა­ე­ბან პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში.

რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, ზოგ­ჯერ კლუ­ბის/ბა­რის მე­სა­კუთ­რე, მე­ნე­ჯე­რი ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა პირი შე­იძ­ლე­ბა გვევ­ლი­ნე­ბო­დეს პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის ხე­ლის შემ­წყო­ბად, მაგ­რამ მის მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ვერ იწყე­ბა ვერც “სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 253-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მას ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის ან ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის მუ­ქა­რით, შან­ტა­ჟით ან მო­ტყუ­ე­ბით (რად­გან ამ­გვა­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ნა­შა­ულს ად­გი­ლი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლად აცხა­დებს მხო­ლოდ პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის ად­გი­ლის გა­და­ცე­მას (რად­გან, შე­საძ­ლოა, ასე­თი ად­გი­ლე­ბი არც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს სა­კუთ­რივ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ად­გი­ლად, მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს იმი­სათ­ვის, რათა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მუ­ლი პირი და მისი “მომ­სა­ხუ­რე­ბით“ მო­სარ­გებ­ლე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და შე­თან­ხმდნენ ამ­გვარ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

“კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვა, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მის­გან დაც­ვა და პროს­ტი­ტუ­ცი­ი­სათ­ვის ხელ­შე­წყო­ბის პრე­ვენ­ცია, აგ­რეთ­ვე შე­სა­ბა­მის და­ნა­შა­ულ­თა ზუს­ტი კვა­ლი­ფი­კა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონი მკაცრდება

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონი მკაცრდება

იცვლება სისხლის სამართლის ნორმები ისეთი ტიპის დანაშაულებზე, რომელიც ეხება პროსტიტუციაში ჩაბმას, პროსტიტუციის ხელშეწყობას, არასრულწლოვნის ჩაბმას პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც დღეს პარლამენტმა, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განიხილა.

უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის ჩაბმას პროსტიტუციაში, მათ შორის, იმ ბარების, კლუბების თუ სხვა დაწესებულებების წინააღმდეგ, სადაც ადგილი აქვს არაძალადობრივი მეთოდებით ადამიანთა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არასრულწლოვანთა ხელშეწყობას, ჩაებან პროსტიტუციაში.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, ზოგჯერ კლუბის/ბარის მესაკუთრე, მენეჯერი ან მასთან დაკავშირებული სხვა პირი შეიძლება გვევლინებოდეს პროსტიტუციისათვის ხელის შემწყობად, მაგრამ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ვერ იწყება ვერც “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 253-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პროსტიტუციაში ჩაბმას ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით (რადგან ამგვარი მეთოდების გამოუყენებლობის შემთხვევაში, დანაშაულს ადგილი არ აქვს), და ვერც 254-ე მუხლით, რომელიც დანაშაულად აცხადებს მხოლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას (რადგან, შესაძლოა, ასეთი ადგილები არც გამოიყენებოდეს საკუთრივ პროსტიტუციის ადგილად, მაგრამ გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რათა პროსტიტუციაში ჩაბმული პირი და მისი “მომსახურებით“ მოსარგებლე შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ ამგვარ მომსახურებაზე.

“კანონპროექტის მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევა, არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმისგან დაცვა და პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის პრევენცია, აგრეთვე შესაბამის დანაშაულთა ზუსტი კვალიფიკაცია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ