პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2-ს შემატებს
Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2-ს შემატებს

Axis Towers თბი­ლი­სის სა­ო­ფი­სე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს 17 200 მ2-ს შე­მა­ტებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნია „აქ­სი­სი­დან“ აც­ნო­ბეს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სერ­ვი­სე­ბის გლო­ბა­ლურ­მა კომ­პა­ნი­ამ Colliers International-მა 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც, მათ შო­რის, თბი­ლი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­ფი­სე ფონ­დი არის მი­მო­ხი­ლუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს A კლა­სის ბიზ­ნეს ცენ­ტრის ფარ­თო­ბის ბა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დის. წლე­ბის მან­ძილ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ო­ფი­სე ად­გი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს ცენ­ტრებ­ში იყო მი­მო­ფან­ტუ­ლი, რაც დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მა­ღა­ლი კლა­სის ოფი­სე­ბის პოვ­ნას არ­თუ­ლებ­და.

Axis Towers BC-ის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გახ­სნაც 2018 წლის ბო­ლოს იგეგ­მე­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის A კლა­სის სა­ო­ფი­სე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს კი­დევ 15 000 კვად­რა­ტულ მეტრზე მეტს შე­მა­ტებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამით, სხვა რამ­დე­ნი­მე მსხვილ პრო­ექტთან ერ­თად, ჯა­მუ­რად, A კლა­სის ბიზ­ნეს ცენ­ტრის ფარ­თო­ბის ბა­ზა­რი 72%-ით იზ­რდე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის მთლი­ა­ნი სა­ო­ფი­სე ფონ­დის მო­ცუ­ლო­ბა მა­ინც და­ბა­ლი რჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია Colliers International - ის კვლე­ვა­ში.

Colliers International Group Inc. მსოფ­ლი­ოს 69 ქვეყ­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 12 000-ზე მეტი გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლით ოპე­რი­რებს.

Axis Towers BC მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სია და მო­ი­ცავს რო­გორც სა­ცხოვ­რე­ბელ, ისე სა­ო­ფი­სე, გა­სარ­თობ, კო­მერ­ცი­ულ და სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ებს.

„ოფის ცენ­ტრი აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო A კლა­სის ბიზ­ნეს ცენ­ტრის ყვე­ლა მა­ხა­სი­ა­თე­ბელს, კერ­ძოდ: სა­ერ­თო ფარ­თი; შე­სა­ბა­მი­სი ლო­კა­ცია - ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი. ეს გამ­ზი­რი იმ­თა­ვით­ვე დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი იყო სა­ო­ფი­სე და სა­ჯა­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის­თვის. A კლა­სის ბიზ­ნეს ცენ­ტრის ამ ლო­კა­ცი­ა­ზე გან­თავ­სე­ბა კი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბაა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი წარ­მო­ად­გენს ის­ტო­რი­უ­ლი ზო­ნის - რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გაგ­რძე­ლე­ბას და ეს ბმა აფარ­თო­ებს ბიზ­ნეს-ტუ­რის­ტულ ზო­ნას;

ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი - იქ­მნე­ბა შე­ნო­ბას­თან მი­სას­ვლე­ლი და­მა­ტე­ბი­თი გზე­ბი;

თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცია და დაც­ვის სის­ტე­მე­ბი;

ნა­თე­ლი ოფი­სე­ბი მა­ღა­ლი ვიტ­რა­ჟუ­ლი ფან­ჯრე­ბით, გა­მორ­ჩე­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ოპ­ტი­მა­ლუ­რი გეგ­მა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე; პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი ვა­კის პარკზე;

თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სის ლენდმარკ შე­ნო­ბა; ბიზ­ნეს-ცენ­ტრის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 300 ად­გი­ლი­ა­ნი ავ­ტო­სად­გო­მი.

ასე­ვე, Axis Towers-ის მი­ნის კოშკში გან­თავ­სდე­ბა 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Pullman, რომ­ლის დი­ზა­ი­ნი, „აქ­სი­სის“ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად, შე­ი­მუ­შა­ვა ცნო­ბილ­მა ფრან­გმა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერ­მა, კრის­ტოფ პი­ლემ. სას­ტუმ­რო მო­ი­ცავს 5 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის 226 ნო­მერს და გათ­ვლი­ლია ბიზ­ნეს ტუ­რის­ტებ­ზე.

მი­ნის კოშ­კის სა­ფა­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Mitsubishi Alpolic A2 ალუ­მი­ნის კომ­პო­ზი­ტუ­რი მა­სა­ლა მა­ღა­ლი ცე­ცხლგამ­ძლე­ო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ექ­სტე­რი­ერ - ინ­ტე­რი­ე­რის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად, ასე­ვე სა­ხუ­რა­ვად და სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლად ით­ვლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია „აქ­სი­სის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2-ს შემატებს

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2-ს შემატებს

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2-ს შემატებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აქსისიდან“ აცნობეს, უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers International-მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდი არის მიმოხილული.

„საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა.

Axis Towers BC-ის მასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს კიდევ 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტს შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილ პროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72%-ით იზრდება, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება“, - ნათქვამია Colliers International - ის კვლევაში.

Colliers International Group Inc. მსოფლიოს 69 ქვეყნაშია წარმოდგენილი და 12 000-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალით ოპერირებს.

Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუნქციებს.

„ოფის ცენტრი აკმაყოფილებს საერთაშორისო A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ: საერთო ფართი; შესაბამისი ლოკაცია - ჭავჭავაძის გამზირი. ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის. A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის - რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას;

ადვილად მისადგომი - იქმნება შენობასთან მისასვლელი დამატებითი გზები;

თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაცია და დაცვის სისტემები;

ნათელი ოფისები მაღალი ვიტრაჟული ფანჯრებით, გამორჩეულ არქიტექტურისა და ოპტიმალური გეგმარებიდან გამომდინარე; პანორამული ხედები ვაკის პარკზე;

თანამედროვე თბილისის ლენდმარკ შენობა; ბიზნეს-ცენტრისთვის გამოყოფილი 300 ადგილიანი ავტოსადგომი.

ასევე, Axis Towers-ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, „აქსისის“ დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე.

მინის კოშკის საფარად გამოყენებულია Mitsubishi Alpolic A2 ალუმინის კომპოზიტური მასალა მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით, რომელიც გამოიყენება ექსტერიერ - ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევე სახურავად და საუკეთესო მასალად ითვლება“, - ნათქვამია „აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი