მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება
არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო ჩა­ნა­წერს, რო­მელ­შიც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და ბუ­ლინ­გის ფაქ­ტი იკ­ვე­თე­ბა. ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია ბავ­შვე­ბის მიერ და მო­ი­ცავს ბავ­შვის მი­მართ სას­ტიკ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მუ­ქა­რას, შე­უ­სა­ბა­მო სი­ტყვებ­სა და ქმე­დე­ბებს (ჩვენ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვავ­რცე­ლებთ კად­რებს)

კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს არას­რულ­წლოვ­ნის სახე, შე­სა­ბა­მი­სად შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაც არ­ღვევს ბავ­შვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას და საფრ­თხეს უქ­მნის მის ფსი­ქო-ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ვი­დეო ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს: მყი­სი­ე­რად აღიკ­ვე­თოს ვი­დეო ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა; და­ი­წყოს შემ­თხვე­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, მოხ­დეს მას­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა; შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა გა­ე­წი­ოს მსხვერ­პლ ბავ­შვს, მათ შო­რის გან­ხორ­ცი­ელ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი სა­მო­მავ­ლოდ მისი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის და მე­ო­რა­დი ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად; გა­ტარ­დეს ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შვე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის კო­რექ­ცი­ის და მათ­თვის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­წყეს საქ­მის შეს­წავ­ლა და გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას, ითა­ნამ­შრომ­ლონ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას­თან. ასე­ვე, უწყე­ბა მი­მარ­თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თავი შე­ი­კა­ვონ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის­გან.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, უწყე­ბა უკვე ატა­რებს მოკ­ვლე­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს (ჩვენ შეგნებულად არ ვავრცელებთ კადრებს)

კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში მითითებულია, რომ ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც ყოვლად დაუშვებელია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება; დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება; შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად; გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაიწყეს საქმის შესწავლა და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ასევე, უწყება მიმართავს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, უწყება უკვე ატარებს მოკვლევას.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს