მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."
ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."

უხ­სო­ვარ დრო­ში ხევ­სუ­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე­ლი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ. ხუ­ცე­სი, იგი­ვე ხე­ვის­ბე­რი, წი­ნამ­ძღო­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში, მას­ვე ევა­ლე­ბო­და სა­ო­მა­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის წარ­მარ­თვა და გა­და­წყვე­ტა. ქა­და­გი კი თემ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქუ­რუ­მი იყო, რო­მე­ლიც მრევლსა და ღვთის­შვი­ლებს შო­რის შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ა­საც ას­რუ­ლებ­და. ის უხი­ლავ ციურ ძა­ლებ­თან „ამ­ყა­რებ­და“ კონ­ტაქტს და მათ ნება-სურ­ვილს ხალ­ხს ატყო­ბი­ნებ­და...

ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი კობა არა­ბუ­ლი, ქა­დაგ­თა მის­ტე­რი­ებ­ზე და ფხო­ვის საკ­რა­ლურ დრო­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"მქონ­და სი­ხა­რუ­ლი, რომ მოვსწრე­ბო­დი ხევ­სუ­რე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მის­ტი­ურ ქა­დაგს, რო­მე­ლი­ღაც უც­ნო­ბი დრო­ი­დან შე­მო­სულს ჩვენს დრო­ში: მე მო­მის­წრო მან და მე მო­ვუს­წა­რი მას. ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე და­ვეს­წა­რი მის ტრან­სში გა­დას­ვლას, თით­ქოს ხორ­ცი­ე­ლი არ­სე­ბი­დან გას­ვლას და მი­ახ­ლო­ე­ბას რო­მე­ლი­ღაც სხვა სამ­ყა­როს­თან... მა­შინ მან იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა დიდი მი­წისძვრა და ხალ­ხს მო­უ­წო­და სახ­ლე­ბი­დან გა­რეთ გა­სუ­ლიყ­ვნენ, მიწა მარ­თლაც იძრა და ხალ­ხი გა­დარ­ჩა! მე­ო­რე­ჯერ, როცა სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, კი­დევ ერთხელ ვი­ხი­ლე მისი გარ­და­სახ­ვა: კაცი ჯერ ვულ­კა­ნი­ვით ფეთ­ქავ­და და ოფ­ლის წყალ­ში ცუ­რავ­და, ორი­ვე ხელს ირტყამ­და გულ-მკერ­დზე და ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით ბღა­ო­და - უც­ნო­ბი სი­ტყვე­ბით უც­ნა­ურ ფრა­ზებს წარ­მოთ­ქვამ­და, მერე თან­და­თან შე­წყვი­ტა ხმი­ა­ნი მე­დი­ტა­ცია, თით­ქოს მი­ი­ძი­ნა...

ხუ­ცეს­მა, ხე­ვის­ბერ­მა და­ი­წყო ზოგი რა­მის გან­მარ­ტე­ბა. ქა­და­გი ტრან­სი­დან, თან­და­თან, უკან ბრუნ­დე­ბო­და და ეხ­მა­რე­ბო­და ხე­ვის­ბერს სა­კუ­თა­რი ხილ­ვე­ბის ახ­სნა­ში: ქა­და­გი ხე­დავ­და „სხვა დრო­თა ჩა­მოდ­გო­მის ხი­ფათს“ და რა­ღაც შე­უძ­ლებ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და... ბევ­რი რამ არ იყო სა­ნუ­გე­შო მის ტექ­სტში, ხვა­ლინ­დე­ლი და შო­რე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ჯერ არ­დამ­დგა­რი ბე­დის­წე­რუ­ლი დრო ერ­თი­ა­ნად იხილ­ვე­ბო­და მის ქა­და­გე­ბებ­ში: მა­შინ, მან, მთლი­ა­ნი საყ­მოს, თე­მის აყრა და გა­უ­და­ბუ­რე­ბა იქა­და­გა, ანუ მთლი­ა­ნი ერის გას­ვლა სა­კუ­თა­რი საკ­რა­ლუ­რი წი­ა­ღი­დან...

- რო­გო­რი დარ­ჩა ქა­და­გი თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში?

- ქა­და­გის ეს სტრე­სუ­ლი მე­დი­ტა­ცია შო­კის­მომ­გვრე­ლი სას­წა­უ­ლი იყო ჩემ­თვის. მე, მა­შინ, ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი იქ მყოფ­თა შო­რის: მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ქა­და­გი ალ­დია რა­ტომ­ღაც მე მი­ყუ­რებ­და შუ­ბა­ნის სა­ლო­ცა­ვის გვე­ლი­ვით, უნა­ბის­ფე­რი იდუ­მა­ლი თვა­ლე­ბით და თით­ქოს მიხ­სო­მებ­და... ჩემ­ზე გად­მო­დი­ო­და უც­ნო­ბი ქა­რიზ­მუ­ლი ენერ­გია და ქა­და­გის სა­ი­დუმ­ლო სი­ტყვა­თა მა­გი­ით „მკო­ჭავ­და“. შემ­დეგ მო­მი­ახ­ლოვ­და და ისე­თი რამ მი­თხრა, რისი გა­ცხა­დე­ბის დროც ჯერ არ დამ­დგა­რა.

მის­ტი­კო­სი ქა­და­გის ნა­ქა­და­გა­რი, რო­მე­ლი­მე დრო­ში ცხად­დე­ბა, რო­გორც მითი და მე­ორ­დე­ბა... ხევ­სუ­რი (ფხო­ვე­ლი) ქა­და­გე­ბის ქა­და­გე­ბე­ბიც ასე­თი იყო, ყვე­ლა მოვ­ლე­ნა დრო­ში – მა­ში­ნაც და მე­რეც, მათი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც, ისე ვი­თარ­დე­ბო­და რო­გორც ისი­ნი ხე­დავ­დნენ და, რო­გორც მათ უკარ­ნა­ხეს ცი­დან! მისი გას­ვლაც წუ­თი­სოფ­ლი­დან, მისი „წი­ნას­წარ ხილ­ვა“ იყო და მა­შინ თქვა მან: „ან­გე­ლოზ ახ­დილ“ ადა­მი­ანს ერთი კვი­რა შე­უძ­ლია ფეხ­ზე სი­ა­რუ­ლი. ერთი კვი­რა „ან­გე­ლოზ ახ­დი­ლი“ მკვდა­რი ვი­ყა­ვი თქვენ­თან მე და ეხლა მივ­დი­ვარ, აბა „მეორ მოს­ვლამ­დე“ ძმე­ბო!!!“ -და მარ­თლა გა­ვი­და...

ამ ქა­დაგ­მა რამ­დე­ნი­მე ქა­და­გე­ბა კი­დევ მო­ას­წრო, კი­დევ გა­მო­ა­ცხა­და მი­წისძვრა, მაგ­რამ პა­უ­ზის შემ­დეგ უარ­ყო და ასე­თი რამ თქვა: „მი­წისძვრა გა­და­ი­დო უფ­ლის ნე­ბით, იწყი­ნეს ჩემ­გან სა­ი­დუმ­ლოს გამ­ხე­ლა, მაგ­რამ მი­წისძვრა მა­ინც მოხ­დე­ბა სხვა­გან და სხვა დრო­ში...“ „სხვა­გან სხვა დრო­ში“ მარ­თლაც მოხ­და სპი­ტა­კის სა­ში­ნე­ლი მი­წისძვრა... მან­ვე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა ჩერ­ნო­ბი­ლი: „სა­ში­ნე­ლი ეშ­მა­კის ნა­ორ­თქლი და­ე­ცე­მაო ქვე­ყა­ნას“ და ური­ცხვი უცოდ­ვე­ლი სულ­ნი შევ­ლე­ნო ხვთის კარ­ზე...“ მან იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა: „შუბ­ლზე ეშ­მა­კის ნიშ­ნი­ა­ნი კა­ცის ხელ­ში აღარ იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფო და იქ­ნე­ბა რა­ღაც სხვა...“ და სულ ბო­ლოს, მან ამო­იც­ნო თოვ­ლის ზვავ­ში და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი და ზუს­ტად მი­უ­თი­თა: „წუ­ხელ, ღა­მით, ჩემ­თან მო­ვი­და და­ვი­თი (ე.ი. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი) და მი­თხრა: აქა და აქ ვარ, სხვა­გან ნუ მე­ძე­ბე­ნო“ და მარ­თლაც იქ ნა­ხეს. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ეს ხილ­ვა თე­მის­თვის...

- მხო­ლოდ ეს ქა­და­გი იყო ასე­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი?

- ხევ­სუ­რე­თის თემ­თა ხსოვ­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ოთხი ქა­და­გი (გა­ხუა, ალი­ათ მგე­ლა, თარ­ხა­ნათ გაგა და ჩვენს დრო­ში შე­მოღ­წე­უ­ლი ალ­დია) ქა­და­გებ­და სა­ხი­ფა­თო ჟამ­თა ცვლა­ზე, ანუ ჩვენს დრო­ში, სხვა დრო­თა ჩა­მოდ­გო­მა­ზე. ქა­დაგ­თა სი­ტყვით, ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ან­გე­ლოზ­თა სი­ნერ­გი­ას დე­და­მი­წა­ზე („ხმელ­ზე“) ეშ­მა­კე­ბის ენერ­გია ჭარ­ბობს, ანუ ღვთის კარ­ზე ან­გე­ლოზ­თა უწი­ნა­რეს ეშ­მა­კე­ბი გად­მო­დი­ან და „ხორ­ცი­ელ­თა სად­გომს“ ხი­ფა­თით და ფა­თე­რა­კე­ბით ავ­სე­ბენ. ქა­დაგ­თა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბით სწო­რედ ასე­თი სა­ტა­ნის სა­უ­კუ­ნე დგას ახლა, ამი­ტომ: თარ­ხა­ნათ გა­გას ნა­თელ­ხილ­ვით და­ი­წყე­ბა რა­სა­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა და აყრა დე­და­მი­წა­ზე... მარ­თლაც მთე­ლი ფხო­ვის თემი (და ყო­ვე­ლი თემი ქარ­თველ­თა) იყ­რე­ბა და გა­დის სა­კუ­თა­რი საკ­რა­ლუ­რი წმი­და „კვრი­ვი­დან“... და ადა­მი­ან­თა ყო­ველ ად­გილ­სამ­ყო­ფელს ეშ­მაკ­ნი ეპატ­რო­ნე­ბი­ან! ეს ქა­და­გე­ბა უკვე გა­ცხად­და: ქარ­თვე­ლი ხალ­ხი უკვე გა­ვი­და სა­კუ­თა­რი თემ–სოფ­ლე­ბი­დან (გან­სა­კუთ­რე­ბით მთის რე­გი­ო­ნე­ბი­დან) და სა­კარყმო მიწა–წყა­ლი გა­უ­და­ბურ­და...

ამა­ვე ქა­და­გის ნა­თელ­ხილ­ვის კულ­მი­ნა­ცი­უ­რი ფაზა ასე­თია: „ერი და­პა­ტა­რავ­დე­ბა, შე­ი­კუმ­შე­ბა და კაკ­ლის ხელა გახ­დე­ბა – ერთ ქა­ლაქ­ში შე­გუბ­დე­ბა, ამ დროს წყალ­თა სი­მუ­რი (წარ­ღვნა) ან ეშ­მა­კის ნა­ორ­თქლი (რა­დი­ა­ცია?) და­ფა­რავს და გაქ­რე­ბა...“ – ეს ხი­ფა­თი ეხლა და­უდ­გა ჩვენ ერს, ანუ დგე­ბა ჯერ არ­გა­ცხა­დე­ბულ ქა­და­გე­ბა­თა გა­ცხა­დე­ბის ჟამი...

ამა­ვე ქა­და­გის მე­ო­რე ქა­და­გე­ბა ასე­თია: „მში­ერ-ტიტ­ვე­ლი ერი და ბერი, მტი­რა­ლი დიაც–ყმაწ­ვილ­ნი მო­ე­დი­ნე­ბი­ან ოთხი­ვე არაგ­ვის ხე­ო­ბა­ზე... მაგ­რამ აქ აღარ ხვდე­ბათ მას­პინ­ძე­ლი, ხვდე­ბათ მხო­ლოდ აყ­რი­ლი სოფ­ლე­ბი და ნა­სოფ­ლა­რე­ბი,– ლტოლ­ვი­ლე­ბი შე­დი­ან გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში, ეხებ­ში, ძველ ნა­ხიზ­ნა­რებ­ში... იკ­ვე­ბე­ბი­ან ვე­ლუ­რი ხი­ლით და მცე­ნა­რე­ე­ბით, ბა­ლა­ხის ფეს­ვე­ბით, მაგ­რამ ისი­ნი ვე­ღარ ცნო­ბენ საკ­ვებ მცე­ნა­რე­ებს და იწამ­ლე­ბი­ან, ბევ­რნი მო­ი­წყვლი­ან ავად­მყო­ფო­ბე­ბით და სხვა­დას­ხვა სე­ნით, მაგ­რამ „მთა-ყუ­რეთ“ მა­ინც გა­დარ­ჩე­ბი­ან, რომ კვლავ გამ­რავ­ლდნენ...“

ეხლა ქა­დაგ­თა ეს ქა­და­გე­ბა გა­ცხა­დე­ბის პი­რას დგას: ეტყო­ბა მარ­თლა და­ჭირ­დე­ბა აყ­რილ ქარ­თვე­ლებს მი­ტო­ვე­ბულ ის­ტო­რი­ულ თე­მებ­ში შებ­რუ­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მარ­თლაც არ დახ­ვდე­ბა იქ მას­პინ­ძე­ლი და თავ­შე­სა­ფა­რი, ვი­ნა­ი­დან ჩვენ­მა მთავ­რო­ბებ­მა არა­სო­დეს იზ­რუ­ნეს ამა­ზე, ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს და ვერ გან­ჭვრი­ტეს ეს ბე­დის­წე­რუ­ლი დრო...

- თქვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით სა­ი­დან ჰქონ­დათ მათ კოს­მო­სის ცოდ­ნა?

- ხევ­სურ ქა­დაგ­თა და ხე­ვის­ბერ­თა კას­ტა და კერ­ძოდ, ქა­და­გის ფე­ნო­მე­ნი შე­მო­სუ­ლია მთვა­რის კულ­ტი­დან და ცო­ცხლად შე­ნა­ხუ­ლია ფხო­ვის საკ­რა­ლურ დრო­ში! ქა­და­გი მთვა­რე­უ­ლი მი­სა­ნია და „ინ­ფორ­მა­ცი­ას“ მთვა­რის ზე­მოქ­მე­დე­ბით იღებს ძილ­ში და დი­ლით უცხა­დებს ბე­დის­წე­რის შე­საც­ნო­ბად მი­სულთ: ქა­და­გი ეუბ­ნე­ბა მხო­ლოდ სი­მარ­თლეს, შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლიც რომ იყოს იგი. არის ასე­თი ან­დრე­ზი: რო­დე­საც ქა­დაგ­მა ვინ­მე ფუნ­ჩი­ას სიკ­ვდი­ლი და მისი გვა­რის გა­და­შე­ნე­ბა იქა­და­გა, ფუნ­ჩი­ამ ია­რა­ღი აის­ხა და ქა­და­გის მო­საკ­ლა­ვად წა­ვი­და: „ჩემი მა­წყე­ვა­რი – ჩემს წინო...“ მაგ­რამ გზა­ში ფუნ­ჩი­ას ხიდი ჩა­უ­ტყდა და ადი­დე­ბულ­მა წყალ­მა შთან­თქა. ასე გა­ცხად­და ქა­და­გის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა და დას­რულ­და ფუნ­ჩი­ას გვა­რის ის­ტო­რია......რაც შე­ე­ხე­ბა: ჯვა­რის ხუ­ცეს ხე­ვის­ბერს – იგი მზის მე­დი­უ­მი და ათენ­გე­ნის რი­ტუ­ა­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლია... ამ ორი­ვე ფე­ნო­მე­ნის სა­ხით, ფშავ-ხევ­სურ­თა ხატ-სა­ლო­ცა­ვებ­ში და ფხო­ვის საკ­რა­ლურ დრო­ში, ნათ­ლად ჩანს ქრის­ტემ­დე­ლი და ქრის­ტეს შემ­დგო­მი რე­ლი­გი­ა­თა ანა­ბეჭ­დი...

ფო­ტო­ე­ბი გვერ­დი­დან - ხევ­სუ­რე­თი

მარიამი
0

ალდიას საოცარი ზებუნებრივი ძალების შესახებ მეც მაქვს მოსმენილი მშობლებისგან. ის თურმე ნათლად ხედავდა ადამიანის მომავალ ბედს. მას შეეძლო ეთქვა ნებისმიერისთვის მისი სიკვდილის დღე. ბავშვი რომ იბადებოდა მასთან მიჰყავდათ რომ გაეგოთ რა ბედის იქნებოდა. ჩემი ძმაც წაუყვანიათ ჩემს მშობლებს ალდიასთან და რაც უთხრა მის შესახებ სწორედ ისე წარიმართა მისი ცხოვრება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."

ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."

უხსოვარ დროში ხევსურები ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებით სარგებლობდნენ. ხუცესი, იგივე ხევისბერი, წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ქადაგი კი თემში ერთ-ერთი მთავარი ქურუმი იყო, რომელიც მრევლსა და ღვთისშვილებს შორის შუამავლის ფუნქციასაც ასრულებდა. ის უხილავ ციურ ძალებთან „ამყარებდა“ კონტაქტს და მათ ნება-სურვილს ხალხს ატყობინებდა...

ცნობილი პოეტი კობა არაბული, ქადაგთა მისტერიებზე და ფხოვის საკრალურ დროზე გვესაუბრება:

"მქონდა სიხარული, რომ მოვსწრებოდი ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ ქადაგს, რომელიღაც უცნობი დროიდან შემოსულს ჩვენს დროში: მე მომისწრო მან და მე მოვუსწარი მას. ჯერ კიდევ ბავშვობაში სკოლის მოსწავლე დავესწარი მის ტრანსში გადასვლას, თითქოს ხორციელი არსებიდან გასვლას და მიახლოებას რომელიღაც სხვა სამყაროსთან... მაშინ მან იწინასწარმეტყველა დიდი მიწისძვრა და ხალხს მოუწოდა სახლებიდან გარეთ გასულიყვნენ, მიწა მართლაც იძრა და ხალხი გადარჩა! მეორეჯერ, როცა სტუდენტი ვიყავი, კიდევ ერთხელ ვიხილე მისი გარდასახვა: კაცი ჯერ ვულკანივით ფეთქავდა და ოფლის წყალში ცურავდა, ორივე ხელს ირტყამდა გულ-მკერდზე და ჩახლეჩილი ხმით ბღაოდა - უცნობი სიტყვებით უცნაურ ფრაზებს წარმოთქვამდა, მერე თანდათან შეწყვიტა ხმიანი მედიტაცია, თითქოს მიიძინა...

ხუცესმა, ხევისბერმა დაიწყო ზოგი რამის განმარტება. ქადაგი ტრანსიდან, თანდათან, უკან ბრუნდებოდა და ეხმარებოდა ხევისბერს საკუთარი ხილვების ახსნაში: ქადაგი ხედავდა „სხვა დროთა ჩამოდგომის ხიფათს“ და რაღაც შეუძლებლის შესაძლებლობაზე მიანიშნებდა... ბევრი რამ არ იყო სანუგეშო მის ტექსტში, ხვალინდელი და შორეული მოვლენები, ჯერ არდამდგარი ბედისწერული დრო ერთიანად იხილვებოდა მის ქადაგებებში: მაშინ, მან, მთლიანი საყმოს, თემის აყრა და გაუდაბურება იქადაგა, ანუ მთლიანი ერის გასვლა საკუთარი საკრალური წიაღიდან...

- როგორი დარჩა ქადაგი თქვენს მეხსიერებაში?

- ქადაგის ეს სტრესული მედიტაცია შოკისმომგვრელი სასწაული იყო ჩემთვის. მე, მაშინ, ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი იქ მყოფთა შორის: მეჩვენებოდა, რომ ქადაგი ალდია რატომღაც მე მიყურებდა შუბანის სალოცავის გველივით, უნაბისფერი იდუმალი თვალებით და თითქოს მიხსომებდა... ჩემზე გადმოდიოდა უცნობი ქარიზმული ენერგია და ქადაგის საიდუმლო სიტყვათა მაგიით „მკოჭავდა“. შემდეგ მომიახლოვდა და ისეთი რამ მითხრა, რისი გაცხადების დროც ჯერ არ დამდგარა.

მისტიკოსი ქადაგის ნაქადაგარი, რომელიმე დროში ცხადდება, როგორც მითი და მეორდება... ხევსური (ფხოველი) ქადაგების ქადაგებებიც ასეთი იყო, ყველა მოვლენა დროში – მაშინაც და მერეც, მათი სიკვდილის შემდეგაც, ისე ვითარდებოდა როგორც ისინი ხედავდნენ და, როგორც მათ უკარნახეს ციდან! მისი გასვლაც წუთისოფლიდან, მისი „წინასწარ ხილვა“ იყო და მაშინ თქვა მან: „ანგელოზ ახდილ“ ადამიანს ერთი კვირა შეუძლია ფეხზე სიარული. ერთი კვირა „ანგელოზ ახდილი“ მკვდარი ვიყავი თქვენთან მე და ეხლა მივდივარ, აბა „მეორ მოსვლამდე“ ძმებო!!!“ -და მართლა გავიდა...

ამ ქადაგმა რამდენიმე ქადაგება კიდევ მოასწრო, კიდევ გამოაცხადა მიწისძვრა, მაგრამ პაუზის შემდეგ უარყო და ასეთი რამ თქვა: „მიწისძვრა გადაიდო უფლის ნებით, იწყინეს ჩემგან საიდუმლოს გამხელა, მაგრამ მიწისძვრა მაინც მოხდება სხვაგან და სხვა დროში...“ „სხვაგან სხვა დროში“ მართლაც მოხდა სპიტაკის საშინელი მიწისძვრა... მანვე იწინასწარმეტყველა ჩერნობილი: „საშინელი ეშმაკის ნაორთქლი დაეცემაო ქვეყანას“ და ურიცხვი უცოდველი სულნი შევლენო ხვთის კარზე...“ მან იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა: „შუბლზე ეშმაკის ნიშნიანი კაცის ხელში აღარ იქნება ეს სახელმწიფო და იქნება რაღაც სხვა...“ და სულ ბოლოს, მან ამოიცნო თოვლის ზვავში დაკარგული ადამიანის ადგილი და ზუსტად მიუთითა: „წუხელ, ღამით, ჩემთან მოვიდა დავითი (ე.ი. მიცვალებული) და მითხრა: აქა და აქ ვარ, სხვაგან ნუ მეძებენო“ და მართლაც იქ ნახეს. გამაოგნებელი იყო ეს ხილვა თემისთვის...

- მხოლოდ ეს ქადაგი იყო ასეთი ნიჭით დაჯილდოვებული?

- ხევსურეთის თემთა ხსოვნაში დარჩენილი ოთხი ქადაგი (გახუა, ალიათ მგელა, თარხანათ გაგა და ჩვენს დროში შემოღწეული ალდია) ქადაგებდა სახიფათო ჟამთა ცვლაზე, ანუ ჩვენს დროში, სხვა დროთა ჩამოდგომაზე. ქადაგთა სიტყვით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ანგელოზთა სინერგიას დედამიწაზე („ხმელზე“) ეშმაკების ენერგია ჭარბობს, ანუ ღვთის კარზე ანგელოზთა უწინარეს ეშმაკები გადმოდიან და „ხორციელთა სადგომს“ ხიფათით და ფათერაკებით ავსებენ. ქადაგთა წინასწარმეტყველებით სწორედ ასეთი სატანის საუკუნე დგას ახლა, ამიტომ: თარხანათ გაგას ნათელხილვით დაიწყება რასათა გადაადგილება და აყრა დედამიწაზე... მართლაც მთელი ფხოვის თემი (და ყოველი თემი ქართველთა) იყრება და გადის საკუთარი საკრალური წმიდა „კვრივიდან“... და ადამიანთა ყოველ ადგილსამყოფელს ეშმაკნი ეპატრონებიან! ეს ქადაგება უკვე გაცხადდა: ქართველი ხალხი უკვე გავიდა საკუთარი თემ–სოფლებიდან (განსაკუთრებით მთის რეგიონებიდან) და საკარყმო მიწა–წყალი გაუდაბურდა...

ამავე ქადაგის ნათელხილვის კულმინაციური ფაზა ასეთია: „ერი დაპატარავდება, შეიკუმშება და კაკლის ხელა გახდება – ერთ ქალაქში შეგუბდება, ამ დროს წყალთა სიმური (წარღვნა) ან ეშმაკის ნაორთქლი (რადიაცია?) დაფარავს და გაქრება...“ – ეს ხიფათი ეხლა დაუდგა ჩვენ ერს, ანუ დგება ჯერ არგაცხადებულ ქადაგებათა გაცხადების ჟამი...

ამავე ქადაგის მეორე ქადაგება ასეთია: „მშიერ-ტიტველი ერი და ბერი, მტირალი დიაც–ყმაწვილნი მოედინებიან ოთხივე არაგვის ხეობაზე... მაგრამ აქ აღარ ხვდებათ მასპინძელი, ხვდებათ მხოლოდ აყრილი სოფლები და ნასოფლარები,– ლტოლვილები შედიან გამოქვაბულებში, ეხებში, ძველ ნახიზნარებში... იკვებებიან ველური ხილით და მცენარეებით, ბალახის ფესვებით, მაგრამ ისინი ვეღარ ცნობენ საკვებ მცენარეებს და იწამლებიან, ბევრნი მოიწყვლიან ავადმყოფობებით და სხვადასხვა სენით, მაგრამ „მთა-ყურეთ“ მაინც გადარჩებიან, რომ კვლავ გამრავლდნენ...“

ეხლა ქადაგთა ეს ქადაგება გაცხადების პირას დგას: ეტყობა მართლა დაჭირდება აყრილ ქართველებს მიტოვებულ ისტორიულ თემებში შებრუნება გადარჩენისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მართლაც არ დახვდება იქ მასპინძელი და თავშესაფარი, ვინაიდან ჩვენმა მთავრობებმა არასოდეს იზრუნეს ამაზე, ვერ გააცნობიერეს და ვერ განჭვრიტეს ეს ბედისწერული დრო...

- თქვენი დაკვირვებით საიდან ჰქონდათ მათ კოსმოსის ცოდნა?

- ხევსურ ქადაგთა და ხევისბერთა კასტა და კერძოდ, ქადაგის ფენომენი შემოსულია მთვარის კულტიდან და ცოცხლად შენახულია ფხოვის საკრალურ დროში! ქადაგი მთვარეული მისანია და „ინფორმაციას“ მთვარის ზემოქმედებით იღებს ძილში და დილით უცხადებს ბედისწერის შესაცნობად მისულთ: ქადაგი ეუბნება მხოლოდ სიმართლეს, შემაძრწუნებელიც რომ იყოს იგი. არის ასეთი ანდრეზი: როდესაც ქადაგმა ვინმე ფუნჩიას სიკვდილი და მისი გვარის გადაშენება იქადაგა, ფუნჩიამ იარაღი აისხა და ქადაგის მოსაკლავად წავიდა: „ჩემი მაწყევარი – ჩემს წინო...“ მაგრამ გზაში ფუნჩიას ხიდი ჩაუტყდა და ადიდებულმა წყალმა შთანთქა. ასე გაცხადდა ქადაგის წინასწარმეტყველება და დასრულდა ფუნჩიას გვარის ისტორია......რაც შეეხება: ჯვარის ხუცეს ხევისბერს – იგი მზის მედიუმი და ათენგენის რიტუალის აღმასრულებელია... ამ ორივე ფენომენის სახით, ფშავ-ხევსურთა ხატ-სალოცავებში და ფხოვის საკრალურ დროში, ნათლად ჩანს ქრისტემდელი და ქრისტეს შემდგომი რელიგიათა ანაბეჭდი...

ფოტოები გვერდიდან - ხევსურეთი

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და, ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 429 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა