თეთრი სატაცური, ყაბაყის ყვავილი, ალისფერი ლობიო, ყვითელი პომიდორი - ეს ბოსტნეულის იმ სახეობების ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოში მოთხოვნა მზარდია, თუმცა მათი წარმოება ან არ ხდება, ან ძალიან მცირე რაოდენობით. ზოგიერთი იმპორტით შემოდის, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება.
ბოსტნეულის იშვიათ სახეობებზე მოთხოვნა საქართველოში ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების პარალელურად გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ ბოსტნეულის იმ იშვიათ სახეობებს გთავაზობთ, რომელთაც საქართველოში ნაკლებად შეხვდებით (იხილეთ ფოტოგალერეა)
თეთრი სატაცური (White Asparagus) - სატაცური საკმაოდ ძველი და საინტერესო ბოსტნეულია, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები და შუმერები მოიხმარდნენ. ამ მცენარის 200-მდე სახეობა არსებობს და აქედან 3 სახეობა გვხვდება საქართველოში. საქართველოში სატაცური სეზონური პროდუქტია, რომელიც საკმაოდ მწირი რეცეპტების ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა დელიკატესის სტატუსი ნამდვილად გააჩნია.
ყვითელი ყაბაყი (Yellow Zucchini) - ყაბაყი გოგრის ნაირსახეობაა, მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. მომწიფებული ყაბაყი ყვითელი, მწვანე ან თეთრი ფერის კანით არის დაფარული განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები