იტალიის სასამართლომ მღვდელს, რომელმაც ეპარქიის ფონდების კუთვნილი 500,000 ევრო კაზინოებში დახარჯა, 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ქონების გაფლანგვისთვის სასამართლომ 48 წლის დონ ფლავიო გობოს განაჩენი გასულ კვირას გამოუტანა. ვენეციის პროვინციაში მოღვაწე მღვდელი აზარტული თამაშებით ბოლო 2 წელია გატაცებულია, ის საკუთარი მრევლის მიერ დაფინანსებული ფონდებიდან ხარჯავდა ფულს.
გობომ საკუთარი დანაშაული სასამართლო სხდომაზე აღიარა და განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა. თავდაპირველად საკუთარ ფულს ხარჯავდა.
პროკურატურის მოთხოვნით, მღვდელი ასევე გაივლის სპეციალური მკურნალობის კურსს დამოკიდებულების მოსახსნელად.