საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს
"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, "ფე­ის­ბუქ­ში" გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დე­დამ შვილს ხელ­ზე ნაკ­ბე­ნი აღ­მო­უ­ჩი­ნა, რის შემ­დე­გაც პე­დი­ატრმა ბავ­შვს 6 სმ სიგ­რძის მატ­ლი ამო­უ­ღო ხე­ლი­დან. იმ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გან­მარ­ტე­ბას წერს და მშობ­ლებს ამ­შვი­დებს:

"თბი­ლის­ში ახა­ლი ჭორი იწყებს გავ­რცე­ლე­ბას, გრძე­ლი ჭია ამო­უ­ღია ბავ­შვის კა­ნი­დან ვი­ღაც იდუ­მალ პე­დი­ატრს, ერთ-ერთ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში. თან, თურ­მე, ასე­თი რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი ყო­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში. წე­სით, ასე­თი შემ­თხვე­ვა რომ მარ­თლა ყო­ფი­ლი­ყო, პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში უნდა გა­ეგ­ზავ­ნა პა­ცი­ენ­ტი, ეს ექი­მებ­მა კი არა ყვე­ლა ბე­ბი­ამ იცის ამ ქვე­ყა­ნა­ში. ერ­თა­დერ­თი ასე­თი "ჭია", რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს დირო­ფი­ლა­რი­ო­ზია, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ჩვენ­თან და ცა­ლო­ბით ვი­ცით. ექი­მე­ბი ყვე­ლა ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს და გა­და­ვა­მოწ­მეთ, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლაო პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში. პოს­ტში ისიც ეწე­რა, ექიმს ვერ ვი­ტყვით, მოკ­ვლე­ვა და­ი­წყე­ბაო. მად­ლო­ბას ნამ­დვი­ლად ვე­ტყო­დით, ასე­თი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ცი­რე­ბი­სათ­ვის.

შე­იძ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში ან სა­ბერ­ძნეთ­ში იყო პა­ცი­ენ­ტი, იქ უფრო ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, ან ინ­დო­ეთ­ში, კი­დევ უფრო ხში­რია. ეს ჭია ძაღ­ლებს და კა­ტებს აქვთ ხოლ­მე და ძი­რი­თა­დად კო­ღო­ებს გა­და­აქვთ ადა­მი­ან­ზე. ასე რომ, ახალ­გაზ­რდა დე­დე­ბო (ჩემ შვილ­საც ეხე­ბა), და­წყნარ­დით, სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია. ისე ბავ­შვებს ბუ­ნე­ბა­ში რომ გა­იყ­ვანთ, რე­პე­ლენ­ტი-მწე­რე­ბის და­მაფრ­თხო­ბე­ლი წა­უს­ვით ხოლ­მე სხე­უ­ლის ღია ად­გი­ლებ­ზე და უფრო მშვი­დად იქ­ნე­ბით, მა­თაც ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხე­ბენ მწე­რე­ბი" - წერს პა­ა­ტა იმ­ნა­ძე.

"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს

"თბილისში ახალი ჭორი ვრცელდება, გრძელი ჭია ამოუღიათ ბავშვის კანიდან..." - პაატა იმნაძე ახალგაზრდა დედებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, "ფეისბუქში" გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედამ შვილს ხელზე ნაკბენი აღმოუჩინა, რის შემდეგაც პედიატრმა ბავშვს 6 სმ სიგრძის მატლი ამოუღო ხელიდან. იმნაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე განმარტებას წერს და მშობლებს ამშვიდებს:

"თბილისში ახალი ჭორი იწყებს გავრცელებას, გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს, ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. თან, თურმე, ასეთი რამდენიმე პაციენტი ყოლია ბოლო პერიოდში. წესით, ასეთი შემთხვევა რომ მართლა ყოფილიყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში უნდა გაეგზავნა პაციენტი, ეს ექიმებმა კი არა ყველა ბებიამ იცის ამ ქვეყანაში. ერთადერთი ასეთი "ჭია", რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს დიროფილარიოზია, ძალიან იშვიათია ჩვენთან და ცალობით ვიცით. ექიმები ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და გადავამოწმეთ, მსგავსი არაფერი ყოფილაო პოლიკლინიკაში. პოსტში ისიც ეწერა, ექიმს ვერ ვიტყვით, მოკვლევა დაიწყებაო. მადლობას ნამდვილად ვეტყოდით, ასეთი იშვიათი დაავადების დიაგნოსცირებისათვის.

შეიძლება საფრანგეთში, იტალიაში ან საბერძნეთში იყო პაციენტი, იქ უფრო ხშირია შემთხვევები, ან ინდოეთში, კიდევ უფრო ხშირია. ეს ჭია ძაღლებს და კატებს აქვთ ხოლმე და ძირითადად კოღოებს გადააქვთ ადამიანზე. ასე რომ, ახალგაზრდა დედებო (ჩემ შვილსაც ეხება), დაწყნარდით, საპანიკო არაფერია. ისე ბავშვებს ბუნებაში რომ გაიყვანთ, რეპელენტი-მწერების დამაფრთხობელი წაუსვით ხოლმე სხეულის ღია ადგილებზე და უფრო მშვიდად იქნებით, მათაც ნაკლებად შეაწუხებენ მწერები" - წერს პაატა იმნაძე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს