სათამაშო (აზარტული) ბიზნესმა ბიუჯეტში 332 მილიონი ლარი გადაიხადა, ეს იმ ფონზე, როდესაც ამ ბიზნესის ბრუნვამ შარშან 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ ციფრებიდან ჩანს, რომ აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოსახლეობისთვის სახიფათო, ქვეყნის ეკონომიკისთვის კი ზიანის მომტანი.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154, 5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით - 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი ბიუჯეტში ბიზნესმა 58 მილიონი ლარი გადაიხადა. ჯამში, გასულ წელს სათამაშო ბიზნესიდან ქვეყნის მთავარ ხაზინაში 332 მილიონი ლარი შევიდა, ანუ მთლიანი ბრუნვის 5,8%.
როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით. სანებართვო მოსაკრებელის მოცულობა ასე გამოიყურება: სათამაშო აპარატზე 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე; სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 5 000 000 ლარამდეა; აზარტული კლუბის მაგიდაზე 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე; ტოტალიზატორზე - 30 000-დან 300 000 ლარამდე. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებელს, მისი მოცულობა 250 000-დან 300 000 ლარამდეა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2017 წლის მდგომარეობით 136 სუბიექტზე გაცემული იყო და მოქმედებდა 256 სათამაშო ბიზნესის ნებართვა, მათ შორის: ტოტალიზატორის მოწყობის - 91 ნებართვა, სამორინეს მოწყობის - 21 ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობები ეწყობოდა - 16 ნებართვის ფარგლებში განაგრძეთ კითხვა