პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრობლემებს უქმნის გოგონებს ბავშვობის ასაკში ქორწინება - საქართველოში ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები
რა პრობლემებს უქმნის გოგონებს ბავშვობის ასაკში ქორწინება - საქართველოში ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ად­რე­ულ/ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კვლე­ვა ცოტა ხნის წინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა Pro-mundo-US-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი­სა და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით.

კვლე­ვა­შია ნათ­ქვა­მია, რომ ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრობ­ლე­მა არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნებ­ში, არა­მედ დე­და­ქა­ლაქ­შიც დგას. კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას ორი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს:

„კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გა­მომ­წვევ ფაქ­ტო­რებს შო­რის არის ორი ძი­რი­თა­დი ბლო­კი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ამ სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კის არ­სე­ბო­ბას. პირ­ვე­ლი არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­დუ­ხ­ჭი­რეს­თან, ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ­გაზ­რდებს არ უტო­ვებს დიდ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, იმის­თვის რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფაქ­ტო­რე­ბის მე­ო­რე ბლო­კი - არ­სე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი ნორ­მე­ბი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას ახა­ლი­სებს. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის პრაქ­ტი­კა მეტ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ფარ­თო­დაა ფეს­ვებ­გად­გმუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გენ­დერუ­ლი ნორ­მე­ბი”, - აცხა­დებს გა­ე­რო-ს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის უფ­რო­სი ლელა ბაქ­რა­ძე.

მან­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ქალ­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­სა­ხიჩ­რე­ბის სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კა­ზეც.

„კვლე­ვამ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი ამ პრაქ­ტი­კა­ზე და იკ­ვლია ის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა, სა­დაც მე­დი­ის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, პრაქ­ტი­კა ან აღარ არ­სე­ბობს, ან თუ არ­სე­ბობს ის არის ძა­ლი­ან და­ფა­რუ­ლი იმის გამო, რომ ის იყო ფარ­თოდ გა­შუ­ქე­ბუ­ლი ან ხან­და­ხან არა­სენ­სი­ტი­უ­რად გა­შუ­ქე­ბუ­ლი“ - აცხა­დებს ლელა ბაქ­რა­ძე.

კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავს და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი:

  • მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ორ­სუ­ლო­ბა საფრ­თხეს უქ­მნის გო­გო­ნას უფ­ლე­ბებს, ჯან­მრთე­ლო­ბას, გა­ნათ­ლე­ბას, მისი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბას და არ­თმევს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შანსს;
  • ად­რე­ულ/ბავ­შვო­ბის ასაკ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი, ბი­ჭე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რჩე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის, და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე;
  • გო­გო­ნე­ბის­თვის ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი არ მი­იჩ­ნე­ვა მი­სა­ღე­ბად და ამი­ტომ მო­ზარ­დე­ბის­თვის ერ­თა­დერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ოჯა­ხის შექ­მნა რჩე­ბა;
  • მი­იჩ­ნე­ვა, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მო­ზარ­დი გო­გო­ნას­თვის ოჯა­ხის ყო­ლას­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია;
  • ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გო­გო­ნას მო­ვა­ლე­ო­ბად ოჯა­ხი­სა და ბავ­შვის მოვ­ლა მი­იჩ­ნე­ვა.
  • ოჯა­ხის ფი­ნან­სე­ბის გან­კარ­გვის, გო­გო­ნას გა­ნათ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის და­გეგ­მვის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი ქმა­რი და ქმრის მშობ­ლე­ბი იღე­ბენ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში - სოფო ჯა­ფა­რი­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ან­გა­რიშ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ პროგ­რა­მა­სა თუ პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრელ დო­კუ­მენ­ტში, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო შე­ი­მუ­შა­ვებს.

„სულ ცოტა ხნის წინ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა და 2017 წლი­დან სა­ერ­თოდ იკ­რძა­ლე­ბა 18 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბა. რაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბაა წინა წლე­ბის­გან, როცა 16-დან 18 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებს შე­ეძ­ლოთ და­ქორ­წი­ნე­ბა მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის ან სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სა­ხელ­მწი­ფომ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და შეც­ვა­ლა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­დეს, რათა ერთი მხრივ, ყვე­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს ამ ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და მე­ო­რე მხივ, იმ სა­ზი­ა­ნო ეფექ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც მოჰ­ყვე­ბა ისეთ სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კას, რო­გო­რი­ცაა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს 10 რე­გი­ო­ნის ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, ასე­ვე დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­და. მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ ენა­ზე; ქარ­თუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და სომ­ხუ­რად.

მეგი ნარ­სა­ვი­ძე

AMBEBI.GE

რა პრობლემებს უქმნის გოგონებს ბავშვობის ასაკში ქორწინება - საქართველოში ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები

რა პრობლემებს უქმნის გოგონებს ბავშვობის ასაკში ქორწინება - საქართველოში ჩატარებული კვლევის მძიმე შედეგები

კვლევის თანახმად, ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელებული მოვლენაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევა ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა Pro-mundo-US-თან თანამშრომლობით განახორციელა, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

კვლევაშია ნათქვამია, რომ ადრეული ქორწინების პრობლემა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც დგას. კვლევის ავტორების თქმით, ადრეულ ქორწინებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ ფაქტორებს შორის არის ორი ძირითადი ბლოკი, რომელიც ხელს უწყობს ამ საზიანო პრაქტიკის არსებობას. პირველი არის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია სიდუხჭირესთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობასთან, რომელიც, ფაქტობრივად, ახალგაზრდებს არ უტოვებს დიდ ალტერნატივასა და შესაძლებლობებს, იმისთვის რომ მათ ცხოვრებაში არჩევანი გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორების მეორე ბლოკი - არსებული გენდერული ნორმები, რომელიც ადრეულ ქორწინებას ახალისებს. კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ქორწინების პრაქტიკა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან ფართოდაა ფესვებგადგმული სტერეოტიპული გენდერული ნორმები”, - აცხადებს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის უფროსი ლელა ბაქრაძე.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკაზეც.

„კვლევამ სპეციალურად გააკეთა აქცენტი ამ პრაქტიკაზე და იკვლია ის ეთნიკური უმცირესობა, სადაც მედიის მიერ წარმოდგენილი იყო გარკვეული ინფორმაცია ამ პრაქტიკის შესახებ. კვლევაში მონაწილეთა თქმით, პრაქტიკა ან აღარ არსებობს, ან თუ არსებობს ის არის ძალიან დაფარული იმის გამო, რომ ის იყო ფართოდ გაშუქებული ან ხანდახან არასენსიტიურად გაშუქებული“ - აცხადებს ლელა ბაქრაძე.

კვლევა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და შემდეგი ძირითადი მიგნებებია გამოკვეთილი:

  • მოზარდობის ასაკში ორსულობა საფრთხეს უქმნის გოგონას უფლებებს, ჯანმრთელობას, განათლებას, მისი პოტენციალის განვითარებას და ართმევს უკეთესი მომავლის შანსს;
  • ადრეულ/ბავშვობის ასაკში დაქორწინებული გოგონები, ბიჭებისგან განსხვავებით, რჩებიან განათლების, დასაქმების პერსპექტივისა და სოციალური კავშირების გარეშე;
  • გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი არ მიიჩნევა მისაღებად და ამიტომ მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება;
  • მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია;
  • ადრეული ქორწინების შემთხვევაში, გოგონას მოვალეობად ოჯახისა და ბავშვის მოვლა მიიჩნევა.
  • ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელებისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს კი ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ.

პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - სოფო ჯაფარიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება ნებისმიერ პროგრამასა თუ პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში, რომელსაც სახელმწიფო შეიმუშავებს.

„სულ ცოტა ხნის წინ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და 2017 წლიდან საერთოდ იკრძალება 18 წლამდე მოზარდების დაქორწინება. რაც განსხვავებული მოცემულობაა წინა წლებისგან, როცა 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ დაქორწინება მშობლების ნებართვის ან სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში. სახელმწიფომ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი და შეცვალა კანონმდებლობა. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები გატარდეს, რათა ერთი მხრივ, ყველა ინფორმირებული იყოს ამ ცვლილების თაობაზე და მეორე მხივ, იმ საზიანო ეფექტების თაობაზე, რაც მოჰყვება ისეთ საზიანო პრაქტიკას, როგორიცაა ადრეული ქორწინება“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

თვისებრივი კვლევა საქართველოს 10 რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში, ასევე დედაქალაქში ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება მიმდინარეობდა სამ ენაზე; ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად.

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ