პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე
როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე

ამე­რი­კულ ტე­ლე­კომ­პა­ნია NBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში, რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ პრო­პა­გან­დის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა "ტროლ­მა" - ვი­ტა­ლი ბეს­პა­ლოვ­მა ისა­უბ­რა. მან გუ­ლახ­დი­ლად გა­იხ­სე­ნა “სიც­რუ­ის ფაბ­რი­კის” მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი...

26 წლის ბეს­პა­ლო­ვის თქმით, ის სა­ა­გენ­ტო­ში სა­მუ­შა­ოდ 2014 წელს, ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ის­თვის მი­ვი­და. მისი და­ვა­ლე­ბა კი, უკ­რა­ი­ნა­ზე სა­ი­ტე­ბის გა­და­წე­რა იყო, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც ისე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თით­ქოს რუ­სეთ­ში კი არა, უკ­რა­ი­ნა­ში იყო და­წე­რი­ლი.

ბეს­პა­ლო­ვი ამ­ბობს, რომ კო­ლე­გებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და და მათი კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყო, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი, თე­მე­ბი, პა­თო­სი ისე შე­ეც­ვა­ლათ, ფაქ­ტე­ბი ისე და­ე­მა­ხინ­ჯე­ბი­ნათ, რომ ძი­რი­თა­დი ტექ­სტი ორი­გი­ნა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ, მათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­ვად და “ქვე­და შტო­ე­ბის” დახ­მა­რე­ბით ავ­რცე­ლებ­დნენ. ასე იქ­მნე­ბო­და ტრო­ლი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს აყა­ლი­ბებ­და.

“ჩემი თემა უკ­რა­ი­ნა­ში პრო­რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა იყო, თუმ­ცა, სხვე­ბი ამე­რი­კის სა­კი­თხზე იყ­ვნენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი და მას­ზე “ამ­ზა­დებ­დნენ სტა­ტი­ებს”... ფაქ­ტობ­რი­ვად, ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბას ვახ­დენ­დით, ეს იყო ჩვე­ნი სა­მუ­შაო... ეს სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს, რო­გორც ტი­პუ­რი IT კომ­პა­ნია. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ დღი­სა და ღა­მის ცვლა­ში. 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ათა­სო­ბით პრო­ვო­კა­ცი­ულ პოს­ტებს აქ­ვეყ­ნე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ისე რომ რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ და რაც მთა­ვა­რია, არც იყო ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­დაც იჯე­რებ­დნენ", - იხ­სე­ნებს ბეს­პა­ლო­ვი.

"ყო­ფი­ლი ტრო­ლის" თქმით, სტა­ტი­ას თა­ვი­სე­ბუ­რი “და­მუ­შა­ვე­ბა” სჭირ­დე­ბო­და, ხან­და­ხან ფაქ­ტებს ტო­ვებ­დნენ, თუმ­ცა სა­ჭი­რო იყო რამ­დე­ნი­მე სი­ტყვის შეც­ვლა - "მა­გა­ლი­თად, “ტე­რო­რის­ტებს” ვცვლი­დით მე­ამ­ბო­ხე­ე­ბით, “უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ას” კი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დი­ით”... ამას­თან, თუ სტა­ტი­ა­ში ეწე­რა “ყი­რი­მის ანექ­სია", ჩვენ მას “რუ­სე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბად” ვცვლი­დით, ყი­რი­მის პრო­უკ­რა­ი­ნულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას “ფა­შის­ტურ ხუნ­ტას” ვე­ძახ­დით. სე­პა­რა­ტის­ტებ­ზე და­დე­ბი­თად ვსა­უბ­რობ­დით. მთა­ვა­რი იყო პრო­რუ­სუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის სწო­რად დას­მა...“ - ყვე­ბა ვი­ტა­ლი ბეს­პა­ლო­ვი.

მი­სი­ვე თქმით, “ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კა­ში” მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, თვე­ში 1300-2000 დო­ლა­რამ­დე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ასე­ვე ხსნი­და ყალბ პრო­ფი­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. “ამი­ტომ მე არას­დროს ვენ­დო­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი თუ რო­გორ კეთ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვა­დაც გა­მი­კე­თე­ბია და ვიცი, რა რო­გორ ხდე­ბა...” - გა­ნა­ცხა­და ბეს­პა­ლოვ­მა NBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, მათ გვერ­დით ფა­რუ­ლად მუ­შა­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ერთ სარ­თულ­ზე ყალ­ბი ამ­ბე­ბის მო­გო­ნე­ბა-და­მუ­შა­ვე­ბის ავ­ტო­რე­ბი იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბულ­ნი, მე­ო­რე­ზე კი, ბლო­გე­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ასე­ვე არ­სე­ბობ­და გრა­ფი­კო­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გრა­ფი­კულ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ქმნი­და - მათ “დე­მო­ტი­ვა­ტო­რე­ბი” ერ­ქვათ და სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ. “ტრო­ლე­ბის ქარ­ხა­ნა­ში” სხვა სა­ხელ­მწი­ფო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და, უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­შა­ობ­და, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

“ამე­რი­კა­ში “ყო­ფილ ტრო­ლად” მო­მიხ­სე­ნი­ე­ბენ და არა ჟურ­ნა­ლის­ტად. რუ­სეთ­ში კი მა­ტყუ­ა­რა და მო­ღა­ლა­ტე ვარ. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ შევ­წყვი­ტო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ცე­მა, მე­კი­თხე­ბი­ან ხომ არ გავ­გიჟ­დი, მინ­და, რომ მომ­კლან? ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ არ აქვს მნიშნვნე­ლო­ბა რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს ამა­ზე, ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლად დარ­ჩე­ბა” - ამ­ბობს ბეს­პა­ლო­ვი.

"ყო­ფი­ლი ტრო­ლი" უარ­ყოფს, რომ აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხზეც მუ­შა­ობ­და, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მისი “მი­მარ­თუ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტი იყო...” თუმ­ცა, ბეს­პა­ლო­ვის თქმით, იცის, რომ სა­ა­გენ­ტო­ში უცხო­ურ მე­დი­ა­ზეც მუ­შა­ობ­დნენ.

რუ­სულ­მა მე­დი­ამ ამე­რი­კულ არხთან ბეს­პა­ლო­ვის ინ­ტერ­ვი­უს სა­პა­სუ­ხოდ, მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია "ტრო­ლის" მიერ მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­ვუშ­კი­ნას 55-ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა­ზე და "და­ას­კვნა" რომ აქ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბაა, სა­დაც "რა­ღაც სა­ა­გენ­ტო" წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობს... თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ბეს­პა­ლო­ვის ინ­ტერ­ვი­უს შე­დე­გად ატე­ხი­ლი ხმა­უ­რის შემ­დეგ, მას “ქი­რავ­დე­ბა“ აწე­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე

როგორ იქმნება “რუსული ტროლები” - ყოფილი "ტროლი" “სიცრუის მანქანაში” მუშაობის დეტალებზე

ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში, რუსული ინტერნეტ პროპაგანდის შესახებ ყოფილმა "ტროლმა" - ვიტალი ბესპალოვმა ისაუბრა. მან გულახდილად გაიხსენა “სიცრუის ფაბრიკის” მუშაობის სპეციფიკა და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი...

26 წლის ბესპალოვის თქმით, ის სააგენტოში სამუშაოდ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ჟურნალისტის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიისთვის მივიდა. მისი დავალება კი, უკრაინაზე საიტების გადაწერა იყო, რომლის შინაარსიც ისეთი უნდა ყოფილიყო, თითქოს რუსეთში კი არა, უკრაინაში იყო დაწერილი.

ბესპალოვი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად უკრაინის კონფლიქტის თემაზე მუშაობდა და მათი კონკრეტული დავალება იყო, უკრაინაში მიმდინარე ამბები, თემები, პათოსი ისე შეეცვალათ, ფაქტები ისე დაემახინჯებინათ, რომ ძირითადი ტექსტი ორიგინალისგან განსხვავებული არ ყოფილიყო. შემდეგ, მათ სოციალურ ქსელებში თავად და “ქვედა შტოების” დახმარებით ავრცელებდნენ. ასე იქმნებოდა ტროლი, რომელიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებდა.

“ჩემი თემა უკრაინაში პრორუსული ნარატივების ფორმირება იყო, თუმცა, სხვები ამერიკის საკითხზე იყვნენ ორიენტირებულნი და მასზე “ამზადებდნენ სტატიებს”... ფაქტობრივად, ტყუილის ტირაჟირებას ვახდენდით, ეს იყო ჩვენი სამუშაო... ეს სააგენტო მუშაობს, როგორც ტიპური IT კომპანია. თანამშრომლები მუშაობენ დღისა და ღამის ცვლაში. 24-საათიანი მუშაობის პერიოდში ათასობით პროვოკაციულ პოსტებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში, ისე რომ რეალური მტკიცებულებები არ აქვთ და რაც მთავარია, არც იყო ამის საჭიროება. ადამიანები ისედაც იჯერებდნენ", - იხსენებს ბესპალოვი.

"ყოფილი ტროლის" თქმით, სტატიას თავისებური “დამუშავება” სჭირდებოდა, ხანდახან ფაქტებს ტოვებდნენ, თუმცა საჭირო იყო რამდენიმე სიტყვის შეცვლა - "მაგალითად, “ტერორისტებს” ვცვლიდით მეამბოხეებით, “უკრაინულ არმიას” კი “ნაციონალური გვარდიით”... ამასთან, თუ სტატიაში ეწერა “ყირიმის ანექსია", ჩვენ მას “რუსეთის გაერთიანებად” ვცვლიდით, ყირიმის პროუკრაინულ ხელმძღვანელობას “ფაშისტურ ხუნტას” ვეძახდით. სეპარატისტებზე დადებითად ვსაუბრობდით. მთავარი იყო პრორუსული აქცენტების სწორად დასმა...“ - ყვება ვიტალი ბესპალოვი.

მისივე თქმით, “ტროლების ფაბრიკაში” მომუშავე ადამიანები, თვეში 1300-2000 დოლარამდე გამოიმუშავებდნენ. ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ ასევე ხსნიდა ყალბ პროფილებს სოციალურ ქსელში, რომლის მთავარი ფუნქცია ინტერნეტსივრცეში პრორუსული განწყობის გაძლიერება იყო. “ამიტომ მე არასდროს ვენდობი სოციალურ ქსელის ინფორმაციას, რადგან სამი თვის განმავლობაში ვუყურებდი თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი, თავადაც გამიკეთებია და ვიცი, რა როგორ ხდება...” - განაცხადა ბესპალოვმა NBC-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მათ გვერდით ფარულად მუშაობდნენ სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებული ადამიანებიც. ერთ სართულზე ყალბი ამბების მოგონება-დამუშავების ავტორები იყვნენ განლაგებულნი, მეორეზე კი, ბლოგერები და სოციალური მედიის სპეციალისტები. ასევე არსებობდა გრაფიკოსების განყოფილება, რომელიც გრაფიკულ გამოსახულებებს ქმნიდა - მათ “დემოტივატორები” ერქვათ და სტატიების მომზადებისას აქტიურად იყენებდნენ. “ტროლების ქარხანაში” სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა, უამრავი ჟურნალისტი მუშაობდა, რომლებმაც მოგვიანებით საგამოძიებო პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

“ამერიკაში “ყოფილ ტროლად” მომიხსენიებენ და არა ჟურნალისტად. რუსეთში კი მატყუარა და მოღალატე ვარ. ბევრი მეგობარი მეუბნება, რომ შევწყვიტო ინტერვიუების მიცემა, მეკითხებიან ხომ არ გავგიჟდი, მინდა, რომ მომკლან? ისინი ამბობენ, რომ არ აქვს მნიშნვნელობა რამდენი ადამიანი გაიგებს ამაზე, ყველაფერი უცვლელად დარჩება” - ამბობს ბესპალოვი.

"ყოფილი ტროლი" უარყოფს, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზეც მუშაობდა, მან განაცხადა, რომ მისი “მიმართულება უკრაინის კონფლიქტი იყო...” თუმცა, ბესპალოვის თქმით, იცის, რომ სააგენტოში უცხოურ მედიაზეც მუშაობდნენ.

რუსულმა მედიამ ამერიკულ არხთან ბესპალოვის ინტერვიუს საპასუხოდ, მოიძია ინფორმაცია "ტროლის" მიერ მითითებულ მისამართზე, სანკტ-პეტერბურგში, სავუშკინას 55-ში მდებარე შენობაზე და "დაასკვნა" რომ აქ ერთი ჩვეულებრივი 4-სართულიანი შენობაა, სადაც "რაღაც სააგენტო" წლების მანძილზე მუშაობს... თუმცა, საინტერესოა ის, რომ ბესპალოვის ინტერვიუს შედეგად ატეხილი ხმაურის შემდეგ, მას “ქირავდება“ აწერია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე