მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეღირება ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთები საქართველოში
რა ეღირება ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთები საქართველოში

ლე­გენ­და­რუ­ლი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ენიო მო­რი­კო­ნე მსოფ­ლიო ტურ­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყებს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გუ­შინ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

კომ­პო­ზი­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში “ჩე­ქინ ჯორ­ჯი­ას” ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვა და მისი კონ­ცერ­ტი “ბლექ­სი არე­ნა­ზე” გა­ი­მარ­თე­ბა. ენიო მო­რი­კო­ნე კონ­ცერტს რო­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად გა­მარ­თავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის ასი წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

19 მა­ისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი მა­ესტროს მოღ­ვა­წე­ო­ბის 60-წლი­ა­ნი იუ­ბი­ლის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ტურ­ნეს ნა­წი­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ესტრო მო­რი­კო­ნე პი­რა­დად უდი­რი­ჟო­რებს ორ­კესტრს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს თბი­ლი­სის ოპე­რის გუნ­დი 70-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით.

მო­რი­კო­ნემ მრა­ვალ­წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 600-ზე მეტი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მნა. აქე­დან 500-ზე მეტი კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის. კომ­პო­ზი­ტორს ეკუთ­ვნის ბრწყინ­ვა­ლე სა­უნ­დტრე­კე­ბი ისე­თი ფილ­მე­ბის­თვის, რო­გო­რიც არის “ერთხელ ამე­რი­კა­ში”, “მი­სია”, “ხელ­შე­უ­ხე­ბელ­ნი”, “ერთი მუჭა დო­ლა­რის­თვის” და სხვა. მა­ესტროს მიერ შექ­მნი­ლი მუ­სი­კა ფილ­მის­თვის “კარ­გი, ცუდი, ბო­რო­ტი” მსოფ­ლი­ოს სა­უნ­დტრე­კე­ბის ორა­სე­ულ­შია შე­სუ­ლი.

ენიო მო­რი­კო­ნეს კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა სა­იტ­ზე tkt.ge 20 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ლე­თის ფასს, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 60 ლა­რი­დან და­ი­წყე­ბა და 300 ლა­რამ­დე ეღი­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა ეღირება ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთები საქართველოში

რა ეღირება ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთები საქართველოში

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს საქართველოდან დაიწყებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

კომპოზიტორი საქართველოში “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩამოვა და მისი კონცერტი “ბლექსი არენაზე” გაიმართება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

19 მაისს დაგეგმილი კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60-წლიანი იუბილის ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით.

მორიკონემ მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში 600-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. აქედან 500-ზე მეტი კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორიც არის “ერთხელ ამერიკაში”, “მისია”, “ხელშეუხებელნი”, “ერთი მუჭა დოლარისთვის” და სხვა. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის “კარგი, ცუდი, ბოროტი” მსოფლიოს საუნდტრეკების ორასეულშია შესული.

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა საიტზე tkt.ge 20 აპრილიდან დაიწყება. რაც შეეხება ბილეთის ფასს, მისი ღირებულება 60 ლარიდან დაიწყება და 300 ლარამდე ეღირება.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს