პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, სა­დაც "სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად კუპ­რა­ვა იკი­თხე­ბა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძეც იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მის­ვლის მი­ზე­ზი კუპ­რა­ვას­თვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბაა. სა­რა­ლი­ძის თქმით, კუპ­რა­ვა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა.

"ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი გა­რეთ და­დი­ან, რის გა­მოვ­ლე­ნა­შიც ზვი­ად კუპ­რა­ვა აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბო­და და ახ­ლაც მეხ­მა­რე­ბა. ამის გამო ვარ აქ, რომ მას ასე ვთქვათ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო და არა­მარ­ტო მას და­ვუდ­გე გვერ­დით, არა­მედ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ჭეშ­მა­რი­ტად წარ­მარ­თვას. ორი დამ­ნა­შა­ვე და­დის გა­რეთ და ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოკ­ვე­თონ. მივ­მარ­თავ პრო­კუ­რა­ტუ­რას, დრო­ზე მო­ე­გონ გონს", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი სი­მამ­რთან ერ­თად დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

"უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რო­გორც მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ასე­ვე ბო­რის კა­კუ­ბა­ვა ახ­დენს გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდ ზე­გავ­ლე­ნას. მოწ­მე მ.კ. დღეს უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბის შეც­ვლის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­დან რე­ა­გი­რე­ბას ვერ ვხე­დავ. ასე­ვე ფაქ­ტია, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლი ამ ინ­ცი­დენ­ტის დამ­წყე­ბი პი­რია. ანუ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლი და მისი ცო­ლის დის შვი­ლი და მათ აფა­რებს ხელს გა­მო­ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

"სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელს ზვი­ად კუპ­რა­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კი­თხა­ვენ. რო­გორც და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე კუპ­რა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მას აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ამ­სახ­ვე­ლი კად­რებს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ინა­ხავს, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი სა­რა­ლი­ძის მა­მის კო­მენ­ტა­რი

ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - მირზა სუბელიანი და ბორის კაკუბავა გამოძიებაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ

თბილისის პროკურატურასთან, სადაც "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა იკითხება, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროკურატურასთან მისვლის მიზეზი კუპრავასთვის სოლიდარობის გამოცხადებაა. სარალიძის თქმით, კუპრავა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებული ხარვეზების აღმოჩენაში აქტიურად ეხმარება.

"ჩემი შვილის მკვლელები გარეთ დადიან, რის გამოვლენაშიც ზვიად კუპრავა აქტიურად მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება. ამის გამო ვარ აქ, რომ მას ასე ვთქვათ სოლიდარობა გამოვუცხადო და არამარტო მას დავუდგე გვერდით, არამედ სასამართლო პროცესის ჭეშმარიტად წარმართვას. ორი დამნაშავე დადის გარეთ და ეს აუცილებლად უნდა გამოკვეთონ. მივმართავ პროკურატურას, დროზე მოეგონ გონს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად დიდ ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე.

"უკვე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მირზა სუბელიანი ასევე ბორის კაკუბავა ახდენს გამოძიებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას. მოწმე მ.კ. დღეს უნდა იყოს დაკავებული სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურიდან და ძალოვანი უწყებებიდან რეაგირებას ვერ ვხედავ. ასევე ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის შვილი ამ ინციდენტის დამწყები პირია. ანუ ორგანიზატორები არიან სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი და მათ აფარებს ხელს გამოძიება", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას პროკურატურაში კითხავენ. როგორც დაკითხვაზე შესვლამდე კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამის კომენტარი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს