საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე
"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

სი­რი­ის კრი­ზი­სის გამო მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფასი გა­ი­ზარ­და - ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე 1 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 72-73 დო­ლა­რი ღირს, კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბამ­დე კი, 67-68 დო­ლა­რი იყო. გაძ­ვი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ არ შე­ხე­ბია და საწ­ვა­ვის ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც სიმ­შვი­დეა, უფრო მე­ტიც, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა გა­ი­ზარ­და კი­დეც: ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ცნო­ბით, 2018 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 27%-ით გა­ი­ზარ­და.

ნავ­თოპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რუ­სე­თი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში 48 ათა­სი ტონა ბენ­ზი­ნი შე­მო­ვი­და, ხოლო დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტმა – 48,7 ათა­სი ტონა შე­ად­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი და მოხ­მა­რე­ბა 2018 წლის I კვარტლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვი­თაც მო­მა­ტე­ბუ­ლია.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ აი­სა­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე.

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი - ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე: ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა მა­ტუ­ლობს და ეს კარ­გია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი და და­ბალ­კუ­ბა­ტუ­რი­ა­ნი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იმ­პორ­ტი იზ­რდე­ბა და ამან საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა უნდა შე­ამ­ცი­როს, პი­რი­ქით ხდე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი რუ­სე­თი­დან, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვენ­თვის ლო­ჯის­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ ხელ­საყ­რე­ლია. კომ­პა­ნი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ე­ბენ ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტს რუ­სე­თი­დან, რად­გან მათ­თვის რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის ხა­რის­ხიც მი­სა­ღე­ბია და ფა­სიც, თუმ­ცა ამ ბა­ზარ­ზე რუ­მი­ნე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და ბულ­გა­რე­თიც აქ­ტი­უ­რო­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი, რუ­სე­თი ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი მომ­წო­დე­ბე­ლია. სხვა­თა შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი დათ­მო და გა­სულ წელს ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შე­მომ­ტა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­მი­ნე­თი იყო, შემ­დეგ მო­დი­ო­და რუ­სე­თი, მერე - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და ბულ­გა­რე­თი. ისიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლოს“, - აღ­ნიშ­ნა მთვრა­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბამ და სი­რი­ის კრი­ზის­მა საწ­ვა­ვის ფას­ზე უკვე იმოქ­მე­და, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში - ამის თქმა ძა­ლი­ან რთუ­ლია:

„ყო­ველ­თვის, რო­დე­საც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი იწყე­ბა, ეს პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ნავ­თო­ბის ფას­ზე. მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბას და ექ­სპორ­ტს ომის გამო შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­ე­შა­ლოს, ფა­სე­ბის ზრდას იწ­ვევს. პრო­ცე­სე­ბის ეს­კა­ლა­ცი­ამ ნავ­თო­ბის გაძ­ვი­რე­ბა ახ­ლაც გა­მო­იწ­ვია. პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რა მოხ­დე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ან რა ფასი ექ­ნე­ბა ნავ­თობს, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ­ჟა­მად სი­რი­ის კრი­ზი­სი ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზია, რო­მელ­მაც ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფას­ზე იმოქ­მე­და და თუ ეს კრი­ზი­სი გაგ­რძელ­დე­ბა, საწ­ვა­ვის ფა­სიც მო­ი­მა­ტებს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

"აზერბაიჯანმა პოზიციები დათმო, სამაგიეროდ, რუსეთი და რუმინეთი გააქტიურდნენ" - რა ცვლილებებია საქართველოს საწვავის ბაზარზე

სირიის კრიზისის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა - ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 72-73 დოლარი ღირს, კრიზისის გამწვავებამდე კი, 67-68 დოლარი იყო. გაძვირება საქართველოს ჯერ არ შეხებია და საწვავის ქართულ ბაზარზეც სიმშვიდეა, უფრო მეტიც, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში საწვავის მოხმარება გაიზარდა კიდეც: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2018 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა.

ნავთოპროდუქტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან განხორციელდა. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში 48 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა შეადგინა. საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება 2018 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვითაც მომატებულია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე საქართველოში და როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე.

ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე: ბოლო წლებში საქართველოში საწვავის მოხმარება მატულობს და ეს კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი იზრდება და ამან საწვავის მოხმარება უნდა შეამციროს, პირიქით ხდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საწვავის იმპორტი რუსეთიდან, რადგან ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ლოჯისტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელია. კომპანიები აქტიურად აწარმოებენ ნავთობის იმპორტს რუსეთიდან, რადგან მათთვის რუსული ნავთობის ხარისხიც მისაღებია და ფასიც, თუმცა ამ ბაზარზე რუმინეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთიც აქტიურობენ. ჯერჯერობით კი, რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. სხვათა შორის, აზერბაიჯანმა ქართულ ბაზარზე პოზიციები დათმო და გასულ წელს ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი შემომტანი საქართველოში რუმინეთი იყო, შემდეგ მოდიოდა რუსეთი, მერე - აზერბაიჯანი და ბულგარეთი. ისიც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ყველაფერი შეიცვალოს“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობამ და სირიის კრიზისმა საწვავის ფასზე უკვე იმოქმედა, რა იქნება მომავალში - ამის თქმა ძალიან რთულია:

„ყოველთვის, როდესაც ახლო აღმოსავლეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი იწყება, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის ფასზე. მოლოდინი იმისა, რომ ნავთობის მოპოვებას და ექსპორტს ომის გამო შეიძლება ხელი შეეშალოს, ფასების ზრდას იწვევს. პროცესების ესკალაციამ ნავთობის გაძვირება ახლაც გამოიწვია. პროგნოზირება, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, ან რა ფასი ექნება ნავთობს, ძალიან რთულია. ამჟამად სირიის კრიზისი ერთადერთი მიზეზია, რომელმაც ნავთობპროდუქტების ფასზე იმოქმედა და თუ ეს კრიზისი გაგრძელდება, საწვავის ფასიც მოიმატებს. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო