Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნული მუზეუმი „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიაში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიაში

ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­გან­ძუ­რია მუ­ზე­უ­მი, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას უძ­ვე­ლე­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თა და კულ­ტუ­რის მა­გა­ლი­თე­ბით, ექ­სპო­ნა­ტე­ბით შე­მო­უ­ნა­ხავს ის­ტო­რი­ას. ამი­ტო­მაც სტუმ­რო­ბენ ტუ­რის­ტე­ბი და მოგ­ზა­უ­რე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით მსოფ­ლიო მუ­ზე­უ­მებს, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წარ­სუ­ლი ეპო­ქის გა­ცო­ცხლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ. თუმ­ცა იმ ადა­მი­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ ამა თუ იმ მუ­ზე­უ­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა "პა­ლიტ­რა L"-ის­სე­რია „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­ე­უ­მე­ბი“. ამ სე­რი­ა­ში მე- 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი“. 7 მა­ი­სი­დან მისი შე­ძე­ნას პე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუ რით არის სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და რა ელო­დე­ბა წიგ­ნის მკი­თხვე­ლებს ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ტექ­სტის ავ­ტო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი კუ­რა­ტო­რი ნინო ხუნ­და­ძე:

- ეს წიგ­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ არის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი მსოფ­ლი­ოს დიდი მუ­ზე­უ­მე­ბის სე­რი­ი­სა, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. წიგნ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რია, მისი და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე. რო­გორ შე­იქ­მნა მუ­ზე­უ­მი, ვინ იყ­ვნენ მისი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და რო­გორ მი­ი­ღო ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2004 წლი­დან სქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი გახ­და დიდი ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 4 სახლ-მუ­ზე­უ­მის­გან და 2 სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის­გან, წიგნ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია. იმი­ტომ, რომ ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მხო­ლოდ ერთი მუ­ზე­უ­მით, ეს არის მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თა­ი­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორ ევ­რო­პა­ში არის რამ­დე­ნი­მე ასე­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წიგ­ნი არის ილუსტრი­რე­ბუ­ლი და მას­ში უხ­ვად ნა­ხავთ მუ­ზე­უ­მე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ექ­სპო­ნა­ტე­ბის, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბის ფო­ტო­ებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ერ­თო ზო­გა­დი ის­ტო­რი­ის გარ­და წიგნ­ში ასე­ვე თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მე­ბის 28 ექ­სპო­ნა­ტის ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბი­თი ანა­ლი­ზი.

თა­მარ ჟუ­რუ­ლი, „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის“ სე­რი­ის ერთ-ერთი რე­დაქ­ტო­რი:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „პა­ლიტ­რა L“-ის იდეა გახ­ლდათ ამ უნი­კა­ლურ სე­რი­ა­ში, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­საც ჰქო­ნო­და თა­ვი­სი ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი. სე­რი­ის შემ­ქმელ­მა ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ურ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სკა­ლამ“, გა­ეც­ნო რა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­დაგ­ზავ­ნილ მა­სა­ლას _ ფო­ტო­რეპ­რო­დუქ­ცი­ებ­სა და ტექ­სტებს _ მხა­რი და­უ­ჭი­რა ჩვენს იდე­ას და ასე შედ­გა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი, სე­რი­ის მეშ­ვი­დე ტომი _ „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი“.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, სე­რი­ის ავ­ტო­რის, ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნის, ფი­ლიპ და­ვე­რი­ოს აზრი ქარ­თულ გა­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ამ ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო ექ­სპერ­ტმა, ზუს­ტად შე­ა­ფა­სა ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბი და ჩვენს მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცუ­ლი შე­დევ­რე­ბით, ჩვე­ნი განძსა­ცა­ვე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და აღ­ფრთო­ვან­და. მისი სურ­ვი­ლია „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი“ სხვა­დას­ხვა ენა­ზე ითარ­გმნოს და მო­მა­ვალ­ში სე­რი­ის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცეს. ვფიქ­რობთ, ეს „პა­ლიტ­რა L“-ის მიერ მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა ქარ­თულ მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც ღრმად აც­ნო­ბი­ე­რებ­და პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აქ­ტი­უ­რად იყო ჩამ­ბუ­ლი ამ უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნის შექ­მნა­ში.

დროა, მსოფ­ლი­ომ უკეთ გა­იც­ნოს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რე­ბი და თუნ­დაც შო­რი­დან იმოგ­ზა­უ­როს ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბის დარ­ბა­ზებ­ში.

ნეს­ტან მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის“ სე­რი­ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი:

- ჩვე­ნი იდეა ხორ­ცშეს­ხმუ­ლია - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, სე­რია „მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მებს“ შო­რის იმ­კვიდ­რებს ღირ­სე­ულ ად­გილს. იმე­დი მაქვს, რომ მკი­თხვე­ლი გა­ი­ზი­ა­რებს ჩვენს სი­ხა­რულს და სი­ა­მა­ყით გა­ეც­ნო­ბა ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ტომს, რომ­ლის ად­გი­ლიც ვფიქ­რობ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის საყ­ვა­რელ თა­რო­ზეა...

ამ სე­რი­ის ყვე­ლა წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოა, მაგ­რამ მა­ინც ვი­სურ­ვებ­დი, რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყროთ ამ ტომს...ხში­რად გად­მო­ვი­ღოთ თა­რო­დან... გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ ხოლ­მე... კარ­გად შე­ვი­მეც­ნოთ და შე­ვის­წავ­ლოთ ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ეს­თე­ტი­კა, ოს­ტატ­თა ფან­ტა­ზია და კი­დევ მრა­ვა­ლი სხვა სი­კე­თე... ვი­სურ­ვებ­დი იმი­სათ­ვის, რომ აღ­დგეს ის წყვე­ტა ჩვენს წარ­სულ­სა და აწ­მყოს შო­რის, რომლმაც ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბას....

პა­ლიტ­რა ლ-ს კი­დევ მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი აქვს და­გეგ­მი­ლი, ჩვე­ნი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის წარ­მო­სა­ჩე­ნად, რო­მე­ლიც მგო­ნია, სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს.... ჩვენს მო­მა­ვალ ხვა­ლინ­დელ დღეს....

მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ნინო ხუნ­და­ძეს, ამ წიგ­ნის ავ­ტორ­სა და ამ უნი­კა­ლუ­რი სე­რი­ის კონ­სულ­ტანტს, რო­მელ­თა­ნაც ჩვენს გა­მომ­ცემ­ლო­ბას მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს... მად­ლო­ბა პა­ლიტ­რა ლ-ის სა­ო­ცარ გუნდს, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წი­წე­ბით მუ­შა­ობ­და ამ წიგნ­ზე... მად­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ბა­ტონ და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და მუ­ზე­უ­მის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს... შე­უ­ფა­სე­ბე­ლია მათი დახ­მა­რე­ბა.... და სი­ა­მოვ­ნე­ბაა მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა... ამ ტო­მის შე­ძე­ნით - წინ გვე­ლის სი­ა­მა­ყით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმი­სა და შე­მეც­ნე­ბის და­უ­ვი­წყა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიაში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიაში

ნებისმიერი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საგანძურია მუზეუმი, რომელიც თაობიდან თაობას უძველესი ნამუშევრებითა და კულტურის მაგალითებით, ექსპონატებით შემოუნახავს ისტორიას. ამიტომაც სტუმრობენ ტურისტები და მოგზაურები დიდი ინტერესით მსოფლიო მუზეუმებს, სადაც წარმოდგენილი კოლექციების საშუალებით წარსული ეპოქის გაცოცხლების შესაძლებლობა ეძლევათ. თუმცა იმ ადამინებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ამა თუ იმ მუზეუმის მონახულება, განსაკუთრებულად საინტერესოა "პალიტრა L"-ისსერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეეუმები“. ამ სერიაში მე- 7 ტომად გამოიცემა „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“. 7 მაისიდან მისი შეძენას პეციალურ ფასად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იქნება შესაძლებელი.

თუ რით არის საინტერესო და გამორჩეული საქართველოს ეროვნული მუზეუმი და რა ელოდება წიგნის მკითხველებს ამის შესახებ გვესაუბრება ტექსტის ავტორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი ნინო ხუნდაძე:

- ეს წიგნი მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მსოფლიოს დიდი მუზეუმების სერიისა, რომელიც მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წიგნში გადმოცემულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორია, მისი დაარსებიდან დღემდე. როგორ შეიქმნა მუზეუმი, ვინ იყვნენ მისი პირველი კოლექციონერები, როგორ ჩამოყალიბდა და როგორ მიიღო ამჟამინდელი სახე. მოგეხსენებათ, რომ 2004 წლიდან სქართველოს ეროვნული მუზეუმი გახდა დიდი ინსტიტუცია, რომელიც შედგება 4 სახლ-მუზეუმისგან და 2 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისგან, წიგნში აბსოლუტურად ყველა მუზეუმის შესახებ არის ინფორმაცია. იმიტომ, რომ ეროვნული მუზეუმი არ არის წარმოდგენილი, მხოლოდ ერთი მუზეუმით, ეს არის მუზეუმების გაერთაინება, ისევე როგორ ევროპაში არის რამდენიმე ასეთი გაერთიანება. რასაკვირველია, წიგნი არის ილუსტრირებული და მასში უხვად ნახავთ მუზეუმების არქიტექტურის, ექსპონატების, საგამოფენო დარბაზების ფოტოებს. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო ზოგადი ისტორიის გარდა წიგნში ასევე თავმოყრილია სხვადასხვა მუზეუმების 28 ექსპონატის ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი.

თამარ ჟურული, „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიის ერთ-ერთი რედაქტორი:

- მოგეხსენებათ, „პალიტრა L“-ის იდეა გახლდათ ამ უნიკალურ სერიაში, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ჰქონოდა თავისი ღირსეული ადგილი. სერიის შემქმელმა ცნობილმა იტალიურმა გამომცემლობა „სკალამ“, გაეცნო რა საქართველოდან გადაგზავნილ მასალას _ ფოტორეპროდუქციებსა და ტექსტებს _ მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და ასე შედგა არაჩვეულებრივი წიგნი, სერიის მეშვიდე ტომი _ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, სერიის ავტორის, ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს აზრი ქართულ გამოცემასთან დაკავშირებით. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ხელოვნების ამ ერთ-ერთმა საუკეთესო ექსპერტმა, ზუსტად შეაფასა ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურის საუკეთესო ნიმუშები და ჩვენს მუზეუმებში დაცული შედევრებით, ჩვენი განძსაცავებით დაინტერესდა და აღფრთოვანდა. მისი სურვილია „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და მომავალში სერიის ფარგლებში გამოიცეს. ვფიქრობთ, ეს „პალიტრა L“-ის მიერ მსოფლიოში ქართული კულტურის პოპულარიზაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქართულ მუზეუმს, რომელიც ღრმად აცნობიერებდა პროექტის მნიშვნელობას და აქტიურად იყო ჩამბული ამ უნიკალური წიგნის შექმნაში.

დროა, მსოფლიომ უკეთ გაიცნოს ქართული ხელოვნების შედევრები და თუნდაც შორიდან იმოგზაუროს ჩვენი დიდებული მუზეუმების დარბაზებში.

ნესტან მაღალაშვილი, „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების“ სერიის პროექტის მენეჯერი:

- ჩვენი იდეა ხორცშესხმულია - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს“ შორის იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. იმედი მაქვს, რომ მკითხველი გაიზიარებს ჩვენს სიხარულს და სიამაყით გაეცნობა ამ განსაკუთრებულად საინტერესო ტომს, რომლის ადგილიც ვფიქრობ თითოეული ჩვენგანის საყვარელ თაროზეა...

ამ სერიის ყველა წიგნი საინტერესოა, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება მივაპყროთ ამ ტომს...ხშირად გადმოვიღოთ თაროდან... გადავათვალიეროთ ხოლმე... კარგად შევიმეცნოთ და შევისწავლოთ ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების ესთეტიკა, ოსტატთა ფანტაზია და კიდევ მრავალი სხვა სიკეთე... ვისურვებდი იმისათვის, რომ აღდგეს ის წყვეტა ჩვენს წარსულსა და აწმყოს შორის, რომლმაც ზიანი მოუტანა ჩვენს განვითარებას....

პალიტრა ლ-ს კიდევ მრავალი პროექტი აქვს დაგეგმილი, ჩვენი კულტურისა და ისტორიის წარმოსაჩენად, რომელიც მგონია, სარგებლობას მოუტანს თითოეულ ჩვენგანს.... ჩვენს მომავალ ხვალინდელ დღეს....

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნინო ხუნდაძეს, ამ წიგნის ავტორსა და ამ უნიკალური სერიის კონსულტანტს, რომელთანაც ჩვენს გამომცემლობას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს... მადლობა პალიტრა ლ-ის საოცარ გუნდს, რომელიც განსაკუთრებული მოწიწებით მუშაობდა ამ წიგნზე... მადლობა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ბატონ დავით ლორთქიფანიძეს და მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს... შეუფასებელია მათი დახმარება.... და სიამოვნებაა მათთან თანამშრომლობა... ამ ტომის შეძენით - წინ გველის სიამაყით გაჯერებული მშვენიერების აღქმისა და შემეცნების დაუვიწყარი სიამოვნება!

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა