საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვარის შეცვლა გამკაცრდა - ვის დაუწესდება შეზღუდვები და ვინ შეძლებს ახალი გვარის აღებას
გვარის შეცვლა გამკაცრდა - ვის დაუწესდება შეზღუდვები და ვინ შეძლებს ახალი გვარის აღებას

პარ­ლა­მენ­ტმა, მე­სა­მე მოს­მე­ნით, მხა­რი და­უ­ჭი­რა “სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც გვა­რის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იზღუ­დე­ბა და პრო­ცე­დუ­რე­ბი მკაცრ­დე­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა 79 ხმით და­ამ­ტკი­ცეს. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცია, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვა­რის სურ­ვი­ლი­სა­მებრ შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის, ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი კა­ნო­ნი იმ­დე­ნად ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა, რომ ერთ პირს ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა სა­ფუძ­ვლით გვა­რის შეც­ვლა 25-ჯერ და მეტ­ჯერ შე­უძ­ლია. “სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კი, პირს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა გვა­რი მხო­ლოდ ერთხელ შე­იც­ვა­ლოს.

სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქეს მო­უ­წევს, ერთხელ გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი და მი­ი­ღოს: მშო­ბელ­თა შე­ერ­თე­ბუ­ლი გვა­რი, პირ­და­პი­რი აღ­მა­ვა­ლი შტოს ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვის გვა­რი მე­ო­თხე თა­ო­ბის (ბე­ბი­ის/პა­პის ბე­ბია და პაპა) ჩათ­ვლით, სა­კუ­თა­რი და პირ­და­პი­რი აღ­მა­ვა­ლი შტოს ერთ-ერთი ნა­თე­სა­ვის (ბე­ბი­ის/პა­პის ბე­ბი­ი­სა და პა­პის ჩათ­ვლით) გვა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გვა­რი, ფაქ­ტობ­რი­ვი აღ­მზრდე­ლის გვა­რი ან ის­ტო­რი­უ­ლი გვა­რი.

რო­გორც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გვა­რის შეც­ვლის ის შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 2017 წლის 28 მარ­ტამ­დე ანუ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე ჰქონ­და ად­გი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, რო­მელ­თაც 2017 წლის 28 მარ­ტის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლეს გვა­რი, მათ­ზე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ზო­გა­დი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად გავ­რცელ­დე­ბა.

შე­ზღუდ­ვა არც იმ შემ­თხვე­ვებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, რო­დე­საც პი­რებს სურთ მე­უღ­ლის გვა­რის მი­ღე­ბა ან სა­კუ­თა­რი და მე­უღ­ლის გვა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გვა­რის ტა­რე­ბა, რის შე­სა­ხე­ბაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტში უნდა მი­ი­ღონ. გარ­და ამი­სა, გვა­რის შეც­ვლის ჯე­რა­დო­ბის შე­ზღუდ­ვა არ იმოქ­მე­დებს იმ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­დე­საც გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტში პირი გა­და­წყვეტს და­ი­ტო­ვოს ქორ­წი­ნე­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი მე­უღ­ლის გვა­რი ან სა­კუ­თა­რი და მე­უღ­ლის გვა­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გვა­რი.

ამას­თან, პირს ყო­ველ­თვის შე­ეძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი ქორ­წი­ნე­ბამ­დე­ლი გვა­რი, ასე­ვე შვი­ლად აყ­ვა­ნი­სას მი­ი­ღოს მშვი­ლებ­ლის გვა­რი, მა­მო­ბის დად­გე­ნი­სას მი­ი­ღოს მა­მის გვა­რი, აგ­რეთ­ვე მი­ი­ღოს სხვა სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს მიერ მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გვა­რი (თუ პი­რის და­ბა­დე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო აქტი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს მიერ ამ პი­რის­თვის სხვა გვა­რის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ მან მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა).

ამას­თან, “სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შეც­ვლის მსურ­ვე­ლი 16 წელს მიღ­წე­უ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პი­რა­დად მი­მარ­თოს სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურს ან სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, იკ­რძა­ლე­ბა სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შეც­ვლის მო­თხოვ­ნით სა­ა­გენ­ტო­სათ­ვის, სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­სათ­ვის ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მარ­თვა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხე­ლი­სა და გვა­რის შეც­ვლა, გვა­რის დად­გე­ნა, გვა­რის კა­ნო­ნი­ე­რად აღი­ა­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ერთ-ერთი შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას:

- გან­ცხა­დე­ბა 16 წელს მიღ­წე­უ­ლი პი­რი­სათ­ვის სა­ხე­ლის ან/და გვა­რის შეც­ვლა­ზე/გვა­რის დად­გე­ნა­ზე/გვა­რის კა­ნო­ნი­ე­რად აღი­ა­რე­ბა­ზე არ არის წარ­დგე­ნი­ლი სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურ­ში ან სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მიერ;

- და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ან რე­ად­მი­სი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­პორ­ტა­ცი­ის/რე­ად­მი­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან არ გა­სუ­ლა 5 წელი;

- და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, მათ შო­რის, თუ ის იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ან უცხო ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ან სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის (ინ­ტერ­პო­ლის) მიერ, მო­ცე­მულ გა­რე­მო­ე­ბა­თა აღ­მო­ფხვრამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გვარის შეცვლა გამკაცრდა - ვის დაუწესდება შეზღუდვები და ვინ შეძლებს ახალი გვარის აღებას

გვარის შეცვლა გამკაცრდა - ვის დაუწესდება შეზღუდვები და ვინ შეძლებს ახალი გვარის აღებას

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა 79 ხმით დაამტკიცეს. ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენცია, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა.

მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი არ არის, ამჟამად მოქმედი კანონი იმდენად ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთ პირს ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეუძლია. “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს.

სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქალაქეს მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.

როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28 მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის შესაბამისად გავრცელდება.

შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ. გარდა ამისა, გვარის შეცვლის ჯერადობის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა).

ამასთან, “სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სახელისა და გვარის შეცვლის მსურველი 16 წელს მიღწეული პირი ვალდებული იქნება პირადად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ცვლილების თანახმად, იკრძალება სახელისა და გვარის შეცვლის მოთხოვნით სააგენტოსათვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო დაწესებულებისათვის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელი იქნება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას:

- განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ;

- დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;

- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, მოცემულ გარემოებათა აღმოფხვრამდე.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ