პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავს მწერლები ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან
თელავს მწერლები ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან

21 აპ­რილს „ბიბ­ლუ­სის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში თე­ლავს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბი, ალე­კო შუღ­ლა­ძე და ირმა ტა­ვე­ლი­ძე ეს­ტუმ­რე­ბი­ან და მკი­თხველს შეხ­ვდე­ბი­ან. “ბიბ­ლუ­სი­სა“ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ ამ ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მწერ­ლე­ბი ისა­უბ­რე­ბენ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, უპა­სუ­ხე­ბენ სტუმ­რე­ბის შე­კი­თხვებს და მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მათ­გან მი­ი­ღონ ავ­ტოგ­რა­ფი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში ალე­კო შუღ­ლა­ძის „გა­და­მალ­ვა“ და ირმა ტა­ვე­ლი­ძის 2 წიგ­ნი: „აღ­მო­სავ­ლე­თის გა­მო­გო­ნე­ბა“ და „სტა­ლი­ნის ნაძ­ვე­ბი და სხვა ტექ­სტე­ბი“ -20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა, რაც მკი­თხველს მის­ცემს და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას კი­დევ უფრო უკე­თე­სად გა­ეც­ნონ მათ შე­მოქ­მე­დე­ბას.

2018 წელი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუ­სის­თვის“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის საყ­ვა­რე­ლი კომ­პა­ნია 10 წლის ხდე­ბა და ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რავ სი­ახ­ლე­სა და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს სთა­ვა­ზობს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს. დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეც სწო­რედ ამ სი­ახ­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა მწე­რა­ლი უკვე შეხ­ვდა მკი­თხველს გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ოზურ­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ტურ­ნეს მი­ზა­ნია ერთი მხრივ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა, რომ შეხ­ვდნენ საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებს და მი­ი­ღონ მეტი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ალე­კო შუღ­ლა­ძე და ირმა ტა­ვე­ლი­ძე გა­სულ კვი­რას სწო­რედ ამა­ვე ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეწ­ვივ­ნენ გორს და შეხ­ვდნენ იქა­ურ მკი­თხველს, ამ­ჯე­რად კი თე­ლა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თხოვ­ნით მწერ­ლე­ბი სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ულ ქა­ლაქს ეს­ტუმ­რე­ბი­ან. მათ­თან შეხ­ვედ­რა 21 აპ­რილს, 16:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა თე­ლავ­ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“, რო­მე­ლიც სა­ა­კა­ძი­სა და ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თელავს მწერლები ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან

თელავს მწერლები ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან

21 აპრილს „ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში თელავს თანამედროვე ქართველი მწერლები, ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე ესტუმრებიან და მკითხველს შეხვდებიან. “ბიბლუსისა“ და გამომცემლობა „დიოგენეს“ ამ ერთობლივ ღონისძიებაზე მწერლები ისაუბრებენ საკუთარ შემოქმედებაზე, უპასუხებენ სტუმრების შეკითხვებს და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მათგან მიიღონ ავტოგრაფი. აღსანიშნავია, რომ საღამოს განმავლობაში ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ და ირმა ტაველიძის 2 წიგნი: „აღმოსავლეთის გამოგონება“ და „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, რაც მკითხველს მისცემს დამატებით საშუალებას კიდევ უფრო უკეთესად გაეცნონ მათ შემოქმედებას.

2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 10 წლის ხდება და ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავ სიახლესა და საინტერესო პროექტს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. დიდი ლიტერატურული ტურნეც სწორედ ამ სიახლეების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა მწერალი უკვე შეხვდა მკითხველს გორში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ტურნეს მიზანია ერთი მხრივ თანამედროვე ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონებში მცხოვრები მკითხველისთვის დამატებითი საშუალების მიცემა, რომ შეხვდნენ საყვარელ ავტორებს და მიიღონ მეტი ინფორმაცია თანამედროვე ქართული მწერლობის შესახებ.

ალეკო შუღლაძე და ირმა ტაველიძე გასულ კვირას სწორედ ამავე ტურნეს ფარგლებში ეწვივნენ გორს და შეხვდნენ იქაურ მკითხველს, ამჯერად კი თელავის მოსახლეობის განსაკუთრებული თხოვნით მწერლები სწორედ ამ ისტორიულ ქალაქს ესტუმრებიან. მათთან შეხვედრა 21 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება თელავში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“, რომელიც სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს