პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ
მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

სი­რი­ა­ში რიგ ობი­ექ­ტებ­ზე სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­რი­ზის გან­ცხა­დე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბა ეჭვს იწ­ვევს, - ამის შე­სა­ხებ „ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის“ ლი­დერ­მა მა­რინ ლე პენ­მა ტე­ლე­არხ BFM-TV-ს ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

„მთა­ვა­რი კი­თხვა ის არის, სა­ერ­თოდ და­ბომ­ბა თუ არა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ქარ­ხა­ნა, სა­დაც ქი­მი­ურ ია­რაღს აწარ­მო­ებ­დნენ და ინა­ხავ­დნენ. მე საღი აზ­რით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. რო­დე­საც ბომ­ბა­ვენ ქარ­ხა­ნას, სა­დაც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი ინა­ხე­ბა, ესე იგი მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მოკ­ვლის რის­კზე მი­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მა­რინ ლე პენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თვი­თონ სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­ბომბვის შე­დე­გად მსხვერ­პლი არ არის.

„ჩვენ ბევრ სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბი­ან, მაგ­რამ ამას უკვე მი­ვეჩ­ვი­ეთ. ბევ­რი ასე­თი ის­ტო­რია მოგ­ვის­მე­ნია, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კე­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან. და­წყე­ბუ­ლი აშშ-ს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნით კო­ლინ პა­უ­ე­ლით, რო­მე­ლიც ერაყ­ში მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, რაც ერაყ­ში შეჭ­რის სა­ბა­ბი გახ­და. ასე რომ, ყვე­ლა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რა­საც აშშ-სგან ვი­ღებთ, კი­თხვის ნი­შანს ვსვამ“, - აღ­ნიშ­ნა „ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის“ ლი­დერ­მა.

მა­რინ ლე პე­ნის გან­ცხა­დე­ბით, აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ერ­თობ­ლი­ვი დარ­ტყმე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გე­ნენ.

„ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი და­არ­ღვია. ეს სა­კა­მა­თოც კი არ არის“, - დას­ძი­ნა მან.

მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

მარინ ლე პენი - მთავარი კითხვაა, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ

სირიაში რიგ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების შესახებ ოფიციალური პარიზის განცხადებების უტყუარობა ეჭვს იწვევს, - ამის შესახებ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ტელეარხ BFM-TV-ს ეთერში განაცხადა.

„მთავარი კითხვა ის არის, საერთოდ დაბომბა თუ არა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარხანა, სადაც ქიმიურ იარაღს აწარმოებდნენ და ინახავდნენ. მე საღი აზრით ვხელმძღვანელობ. როდესაც ბომბავენ ქარხანას, სადაც ქიმიური იარაღი ინახება, ესე იგი მახლობლად მცხოვრები ათასობით ადამიანის მოკვლის რისკზე მიდიან“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მისივე თქმით, თვითონ სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსახლეობას შორის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის.

„ჩვენ ბევრ სხვადასხვა ისტორიას გვიყვებიან, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ. ბევრი ასეთი ისტორია მოგვისმენია, რომელსაც წლების განმავლობაში ამერიკელები გვიყვებიან. დაწყებული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანით კოლინ პაუელით, რომელიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე საუბრობდა, რაც ერაყში შეჭრის საბაბი გახდა. ასე რომ, ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც აშშ-სგან ვიღებთ, კითხვის ნიშანს ვსვამ“, - აღნიშნა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა.

მარინ ლე პენის განცხადებით, აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი დარტყმები საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენენ.

„ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ეს საკამათოც კი არ არის“, - დასძინა მან.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?