კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბახტაძე - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ
მამუკა ბახტაძე - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ

ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბას ნამ­დვი­ლად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ლომ­ბარ­დებს აქვთ უფ­ლე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­რან­ტი­ად მი­ი­ღონ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ უწყე­ბის „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბახ­ტა­ძის თქმით, ლომ­ბარ­დე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ბევ­რი კი­თხვაა დაგ­რო­ვი­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ახა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბია და­სამ­კვიდ­რე­ბე­ლი“.

„ბიზ­ნე­სის წა­ხა­ლი­სე­ბას ნამ­დვი­ლად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ლომ­ბარ­დებს აქვთ უფ­ლე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­რან­ტი­ად მი­ი­ღონ. მე მო­ვის­მი­ნე რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბა, რომ თუ ადა­მი­ა­ნი ლომ­ბარ­დში თა­ვის სახ­ლს გა­რან­ტის სა­ხით მი­ი­ტანს და იქე­დან ფულს აი­ღებს, ამით მას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს. ჩვენ ჩვენს თავს ხომ არ მო­ვა­ტყუ­ებთ? რო­მელს გაქვთ იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ და­ლომ­ბარ­დე­ბუ­ლი სახ­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა შე­იძ­ლე­ბა სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?! - ობი­ექ­ტუ­რო­ბა არ უნდა დავ­კარ­გოთ და სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში უნდა ჩავ­ხე­დოთ. ასე­თი ტი­პის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სხვა ძა­ლი­ან პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვფიქ­რობ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი. ცალ­სა­ხად უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი იმ აქ­ტი­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც არ უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს სა­ლომ­ბარ­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ჩემი მო­საზ­რე­ბით, ეს უნდა შე­ე­ხოს არა მხო­ლოდ უძ­რავ, არა­მედ, მოძ­რავ ქო­ნე­ბა­საც, მან­ქა­ნებს და ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მაგ­რამ ეს კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გი უნდა იყოს. ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბაა, ეს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დგას ლომ­ბარ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქვს ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვაქვს ახა­ლი თა­მა­შის წე­სე­ბი და­სამ­კვიდ­რე­ბე­ლი ისე­თი, სა­დაც ასე­თი გან­ცდე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა და ეს ხელს შე­უ­წყობს ჯან­სა­ღი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ის არ­გუ­მენ­ტე­ბიც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა მო­სას­მე­ნად, რომ თურ­მე ბი­ნას თუ ჩა­დებ ლომ­ბარ­დში, ეს სას­ტარ­ტო კა­პი­ტა­ლად გა­მოდ­გე­ბა. ეს ჩემი აზ­რით, სა­სა­ცი­ლოც აღარ არის“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მამუკა ბახტაძე - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ

მამუკა ბახტაძე - ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ

ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

ბახტაძის თქმით, ლომბარდების მუშაობის შესახებ მოსახლეობაში ბევრი კითხვაა დაგროვილი და ამ მიმართულებით „ახალი თამაშის წესებია დასამკვიდრებელი“.

„ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს აქვთ უფლება, უძრავი ქონება გარანტიად მიიღონ. მე მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის შეფასება, რომ თუ ადამიანი ლომბარდში თავის სახლს გარანტის სახით მიიტანს და იქედან ფულს აიღებს, ამით მას შესაძლებლობა ექნება ბიზნესი დაიწყოს. ჩვენ ჩვენს თავს ხომ არ მოვატყუებთ? რომელს გაქვთ იმის წარმოდგენა, რომ დალომბარდებული სახლიდან მიღებული თანხა შეიძლება სასტარტო კაპიტალად იქნეს გამოყენებული?! - ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ და სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ. ასეთი ტიპის ტრანზაქციები ემსახურება სხვა ძალიან პრობლემურ საკითხებს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯებია გადასადგმელი. ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს სალომბარდო საქმიანობაში. ჩემი მოსაზრებით, ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ უძრავ, არამედ, მოძრავ ქონებასაც, მანქანებს და ავტომობილებს, მაგრამ ეს კონსულტაციის შედეგი უნდა იყოს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ეს პრობლემა, რომელიც დგას ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით, აქვს ობიექტური საფუძველი, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი თამაშის წესები დასამკვიდრებელი ისეთი, სადაც ასეთი განცდები საზოგადოებაში არ იქნება და ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამყარებას. ის არგუმენტებიც არასასიამოვნოა მოსასმენად, რომ თურმე ბინას თუ ჩადებ ლომბარდში, ეს სასტარტო კაპიტალად გამოდგება. ეს ჩემი აზრით, სასაცილოც აღარ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები