პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ
ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

„დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში ნი­ნია კა­კა­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რის დამ­ტკი­ცე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ ის პირ­ვე­ლი იყო, ვინც „ოც­ნე­ბის“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ფა­რულ ალი­ანსზე და კო­ა­ლი­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და, რაც დღეს უფრო ცხა­დი გახ­და.

„ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ნი­ნია კა­კა­ბა­ძეს და­ამ­ტკი­ცებ­დნენ, ერთი კვი­რით ადრე, მე ამის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, რად­გან გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ და შე­თან­ხმდნენ, რომ ნი­ნია კა­კა­ბა­ძის კან­დი­და­ტუ­რა ხელ­მე­ო­რედ უნდა დამ­დგა­რი­ყო და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ. ასე­თი გა­რი­გე­ბე­ბი ივა­ნიშ­ვილ­სა და ბო­კე­რი­ას შო­რის ბევ­რია და უფრო მეტი იქ­ნე­ბა, რაც მმარ­თველ გუნდში ღია და­პი­რის­პი­რე­ბას უფრო თვალ­სა­ჩი­ნოს გახ­დის“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თველ გუნდში გა­სა­გე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ოც­ნე­ბა­შიც“ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ელე­მენ­ტა­რუ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა აქვთ. მარ­თა­ლია, მათ ეს­მით, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით მოხ­ვდნენ პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აბ­სო­ლუ­ტურ მო­ნე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან. მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც პრო­ცე­სე­ბი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. გედი ფო­ფხა­ძემ, ნუკ­რი ქან­თა­რი­ამ, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­ავ­ლი­ნეს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ პარ­ტი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბას.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის კო­მენ­ტარს „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

ნინო ბურჯანაძე - ბოკერია, უგულავა და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის პირველი იყო, ვინც „ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ფარულ ალიანსზე და კოალიციაზე საუბრობდა, რაც დღეს უფრო ცხადი გახდა.

„ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძეს დაამტკიცებდნენ, ერთი კვირით ადრე, მე ამის შესახებ ვიცოდი, რადგან გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ხელმეორედ უნდა დამდგარიყო და დაემტკიცებინათ. ასეთი გარიგებები ივანიშვილსა და ბოკერიას შორის ბევრია და უფრო მეტი იქნება, რაც მმართველ გუნდში ღია დაპირისპირებას უფრო თვალსაჩინოს გახდის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში გასაგები და მოსალოდნელი პროცესები მიმდინარეობს.

„ოცნებაშიც“ არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ. მართალია, მათ ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონებად გადაიქცევიან. მით უფრო მაშინ, როდესაც პროცესები არასწორი მიმართულებით მიდის. გედი ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, დავით ჭიჭინაძემ მეტ-ნაკლებად გამოავლინეს თავმოყვარეობა“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ პარტიულ დაპირისპირებას.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები