პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბახტაძე - მოსახლეობაში ჭარბვალიანობა ისეთ მასშტაბებშია გადაზრდილი, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, რომ ეს აღმოიფხვრას
მამუკა ბახტაძე - მოსახლეობაში ჭარბვალიანობა ისეთ მასშტაბებშია გადაზრდილი, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, რომ ეს აღმოიფხვრას

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა არის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მა, უფრო მე­ტიც, ვფიქ­რობ, ეს გა­დაზ­რდი­ლია ისეთ მას­შტა­ბებ­ში, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ეს პრობ­ლე­მა იქ­ნას აღ­მო­ფხვრი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ Facebook Live-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის შე­ფა­სე­ბით, გა­სუ­ლი კვი­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

„ჩვენ­მა ინი­ცი­ა­ტი­ვებ­მა და რე­ფორ­მებ­მა, რისი გა­ტა­რე­ბაც გვსურს, გა­მო­იწ­ვია საკ­მა­ოდ ჯან­სა­ღი დის­კუ­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რა­საც მი­ვე­სალ­მე­ბი. რო­დე­საც არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დის­კუ­სი­ის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­წყე­ბა, ვი­ნა­ი­დან თუ დის­კუ­სია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს უფრო მას­შტა­ბუ­რი, უფრო გლო­ბა­ლუ­რი და მისი გა­დაჭ­რა შე­იძ­ლე­ბა უფრო მტკივ­ნე­უ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვე­სალ­მე­ბი იმ დის­კუ­სი­ას, რაც და­ი­წყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მაქვს ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა არის საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მა, უფრო მე­ტიც, ვფიქ­რობ, ეს გა­დაზ­რდი­ლია ისეთ მას­შტა­ბებ­ში, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ეს პრობ­ლე­მა იქ­ნას აღ­მო­ფხვრი­ლი. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა არის არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მიდ­გო­მის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა დაგ­როვ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ შე­მო­სავ­ლის და­დას­ტუ­რე­ბას არა­ვინ არ ითხოვ­და იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი პრაქ­ტი­კაა ევ­რო­პის­თვის, სა­ით­კე­ნაც ჩვენ მი­ვის­წრაფ­ვით და ამ პრობ­ლე­მას სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაჭ­რის გზე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი, ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტზე მუ­შა­ობს.

„მე გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს და იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მა­ის­ში ეს დო­კუ­მენ­ტი შევა ძა­ლა­ში, რა­საც ჰქვია „პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის პო­ლი­ტი­კის“ შე­მო­ღე­ბა. ამას ფი­ნან­სის­ტე­ბი უწო­დე­ბენ Responsible Finance policy-ს, რო­მე­ლიც არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში და ყვე­ლა წამ­ყვან ეკო­ნო­მი­კა­ში, სა­დაც იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გან­კარ­გვა­დი შე­მო­სავ­ლი­დან იხ­დი­დეს იმ რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხებს, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ე.წ. სწრა­ფი და ონ­ლა­ინ სეს­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია. ამის გარ­და, ამ დო­კუ­მენ­ტში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­ფიქ­სი­როთ ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რი­თაც გვექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ექ­ნე­ბა იმის გან­ცდა, რომ არა­თუ ჩვენ შე­ვამ­ცი­რებთ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ მო­მა­ვალ­ში გა­მოვ­რი­ცხავთ და გა­ვა­კე­თებთ სრულ­ფა­სო­ვან პრე­ვენ­ცი­ას, რომ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბამ იმ დო­ნეს არ მი­აღ­წი­ოს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ასე­თი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მამუკა ბახტაძე - მოსახლეობაში ჭარბვალიანობა ისეთ მასშტაბებშია გადაზრდილი, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, რომ ეს აღმოიფხვრას

მამუკა ბახტაძე - მოსახლეობაში ჭარბვალიანობა ისეთ მასშტაბებშია გადაზრდილი, რასაც სჭირდება სისტემური მიდგომა, რომ ეს აღმოიფხვრას

მოსახლეობაში ჭარბვალიანობა არის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა, უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს გადაზრდილია ისეთ მასშტაბებში, რომელსაც სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა იქნას აღმოფხვრილი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook Live-ის მიმდინარეობის დროს განაცხადა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, გასული კვირა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში ძალიან საინტერესო იყო.

„ჩვენმა ინიციატივებმა და რეფორმებმა, რისი გატარებაც გვსურს, გამოიწვია საკმაოდ ჯანსაღი დისკუსია საზოგადოებაში, რასაც მივესალმები. როდესაც არსებობს პრობლემა, აუცილებელია, დისკუსიის, კომუნიკაციის დაწყება, ვინაიდან თუ დისკუსია არ მიმდინარეობს პრობლემა შეიძლება გახდეს უფრო მასშტაბური, უფრო გლობალური და მისი გადაჭრა შეიძლება უფრო მტკივნეული იყოს. შესაბამისად, მივესალმები იმ დისკუსიას, რაც დაიწყო საზოგადოებაში. მაქვს ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. მოსახლეობაში ჭარბვალიანობა არის საკმაოდ მტკივნეული პრობლემა, უფრო მეტიც, ვფიქრობ, ეს გადაზრდილია ისეთ მასშტაბებში, რომელსაც სჭირდება სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა, რომ ეს პრობლემა იქნას აღმოფხვრილი. ჭარბვალიანობა არის არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითი, როდესაც ჭარბვალიანობა დაგროვდა საზოგადოებაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შემოსავლის დადასტურებას არავინ არ ითხოვდა იმ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს მიუღებელი პრაქტიკაა ევროპისთვის, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით და ამ პრობლემას სჭირდება კონკრეტული გადაჭრის გზები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს.

„მე გავაკეთებ ყველაფერს და იმედს გამოვთქვამ, რომ მაისში ეს დოკუმენტი შევა ძალაში, რასაც ჰქვია „პასუხისმგებლიანი დაფინანსების პოლიტიკის“ შემოღება. ამას ფინანსისტები უწოდებენ Responsible Finance policy-ს, რომელიც არის აპრობირებული ყველა წამყვან ქვეყანაში და ყველა წამყვან ეკონომიკაში, სადაც იქნება დაფიქსირებული სესხის მომსახურების კოეფიციენტები. არ შეიძლება, რომ ადამიანი თავისი განკარგვადი შემოსავლიდან იხდიდეს იმ რაოდენობის თანხებს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობაშია დაფიქსირებული. ე.წ. სწრაფი და ონლაინ სესხების შემთხვევაში ეს პრობლემა კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია. ამის გარდა, ამ დოკუმენტში აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ ის პროცედურები, რითაც გვექნება იმის საშუალება და საზოგადოებას ექნება იმის განცდა, რომ არათუ ჩვენ შევამცირებთ ჭარბვალიანობას საზოგადოებაში, არამედ მომავალში გამოვრიცხავთ და გავაკეთებთ სრულფასოვან პრევენციას, რომ ჭარბვალიანობამ იმ დონეს არ მიაღწიოს, რომ ეს შეიძლება გახდეს ასეთი სისტემური პრობლემა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები