პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი "ჯარისკაცი მოჩვენებები" სირიაში - "ვაგნერის" დაჯგუფება საომარ ზონაში საქართველოს ცის გავლით ხვდება?
რუსი "ჯარისკაცი მოჩვენებები" სირიაში - "ვაგნერის" დაჯგუფება საომარ ზონაში საქართველოს ცის გავლით ხვდება?

Reuters.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი რუსი მებ­რძო­ლე­ბი - “ვაგ­ნე­რის” დაჯ­გუ­ფე­ბა, სი­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით გა­დაჰ­ყავს. პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამ სპეც­რე­ი­სე­ბის­თვის სი­რი­ის კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნია Cham Wings Airlines-ის ჩარ­ტე­რულ ფრე­ნებს იყე­ნებს, რომ­ლე­ბიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა.

“ამე­რი­კის ხმის” ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ონ­ლა­ინ სის­ტე­მებ­მა, რო­გო­რიც flightradar24-ია, 2017 წლის იან­ვარ­სა და 2018 წლის მარ­ტის ჩათ­ვლით, 50-ზე მეტი ასე­თი სა­ი­დუმ­ლო რე­ი­სი აღ­რი­ცხეს. სი­რი­უ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Cham Wings Airlines-ის "Airbus 320" ტი­პის სა­მო­ქა­ლა­ქო ხო­მალ­დე­ბი რუ­სე­თის ქა­ლაქ როს­ტო­ვის “პლა­ტო­ვის” სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ღა­მით, იმ დროს მიფ­რი­ნა­ვენ, რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში სხვა რე­ი­სე­ბი არ სრულ­დე­ბა.

Reuters.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ერთ-ერთი ასე­თი სა­ი­დუმ­ლო რე­ი­სი “პლა­ტოვ­ში” იან­ვრის ბო­ლოს გა­და­ი­ღო. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტო­ვი­დან აფ­რე­ნი­ლი Cham Wings-ის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, სი­რი­ა­ში ოთხი ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თის, ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გავ­ლით ხვდე­ბი­ან.

“ამე­რი­კის ხმის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­უ­ლი კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნია Cham Wings Airlines და მისი მფლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ისამ შა­მუ­ტი, ბა­შარ ალ-ასა­დის რე­ჟი­მის­თვის აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი­სა და სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტვირ­თის გა­და­ტა­ნის გამო, 2016 წლი­დან აშშ-ს სან­ქცი­ე­ბის ქვეშ არის. ამი­ტო­მაც ავი­ა­კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ხუთი ხო­მალ­დის მფლო­ბე­ლია, რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბი მხო­ლოდ თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთ­ში დაფ­რი­ნავს.

„სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­ა­გა­ცი­ა­ში“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის მარ­თვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, „ამე­რი­კის ხმას“ უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტვირ­თი­სა და პერ­სო­ნა­ლის ტრან­ზი­ტი დიდი ხა­ნია აღარ ხდე­ბა, თუმ­ცა არ და­ა­კონ­კრე­ტეს, ჩვენს სა­ჰა­ე­რო მარ­შრუ­ტებს სი­რი­ის კერ­ძო ავი­ა­კომ­პა­ნია, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნად ხში­რად იყე­ნებს.

"ვაგ­ნე­რის" სი­რი­ა­ში ქარ­თუ­ლი ცის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­ვედ­რას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია. მისი თქმით, ეს ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი სიც­რუ­ეა. ამას­თან მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ "ვაგ­ნე­რის" მე­ომ­რებს სი­რი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად სხვა გზე­ბი აქვთ და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ.

სი­რი­ა­ში მოკ­ლუ­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი რუსი მებ­რძო­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის ცხედ­რებს “გრუზ 200”-ით იღე­ბენ, ადას­ტუ­რე­ბენ, რომ მათი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში გა­დას­რო­ლა სწო­რედ როს­ტო­ვი­დან მოხ­და, სა­დაც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია “ვაგ­ნერს” რამ­დე­ნი­მე საწ­ვრთნე­ლი ბაზა აქვს.

Conflict Intelligence Team-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, „ვაგ­ნე­რის“ დაჯ­გუ­ფე­ბის შე­ნახ­ვა­ზე, რო­მელ­საც სი­რი­ა­ში "რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ვან არ­მი­ა­საც" უწო­დე­ბენ, 2016 წლი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა. “ვაგ­ნე­რის” მებ­რძო­ლე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და აქ მსხვერ­პლიც ძა­ლი­ან დი­დია. რაც შე­ე­ხე­ბა სი­რი­ას, დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რის, დმიტ­რი უტ­კი­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბის კვა­ლი იქ, მას შემ­დეგ ჩანს, რაც რუ­სეთ­მა სი­რი­ას სა­ჰა­ე­რო მხარ­და­ჭე­რის დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა.

პუ­ტი­ნი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­თან და მე­თა­ურ­თან (მარ­ჯვნი­დან პირ­ვე­ლი დმიტ­რი უტ­კი­ნი) ერ­თად

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პუ­ტი­ნის უახ­ლო­ე­სი კად­რის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის ახლო მე­გო­ბარ­მა უტ­კინ­მა, რო­მე­ლიც დაჯ­გუ­ფე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ფსევ­დო­ნი­მი “ვაგ­ნე­რი” მისი საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ირ­ქვა. შემ­დეგ კი ასე უწო­და მის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა­საც, სა­დაც ძი­რი­თა­დად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წა­მო­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა ასე­ვე არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც პირ­ვე­ლი "საბ­რძო­ლო ნათ­ლო­ბა" სწო­რედ კომ­პა­ნი­ა­ში მის­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღო. სი­რი­ა­ში მათ­თვის რამ­დე­ნი­მე საწ­ვრთნე­ლი ბა­ზაც არ­სე­ბობს...

რაც შე­ე­ხე­ბა ბრძო­ლის დროს და­ღუ­პუ­ლებს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ფაქტს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასა­ი­დუმ­ლო­ებს და მათ­ზე არც პა­სუ­ხის­მგრბლო­ბას იღებს, ამი­ტო­მაც ასო­ბით და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რის ოჯა­ხი სა­მარ­თლის პოვ­ნას მე­დი­ის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს. სი­რი­ა­ში და­ღუ­პულ "ჯა­რის­კაც მოჩ­ვე­ნე­ბებს" (რო­გორც მათ და­სავ­ლუ­რი მე­დია უწო­დებს) ძი­რი­თა­დად, ჩუ­მად ასაფ­ლა­ვე­ბენ...

შე­სა­ბა­მი­სი ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცით რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტვირ­თი­სა და პერ­სო­ნა­ლის ტრან­ზი­ტი დიდი ხა­ნია აღარ ხდე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც...

ავტორი:

რუსი "ჯარისკაცი მოჩვენებები" სირიაში - "ვაგნერის" დაჯგუფება საომარ ზონაში საქართველოს ცის გავლით ხვდება?

რუსი "ჯარისკაცი მოჩვენებები" სირიაში - "ვაგნერის" დაჯგუფება საომარ ზონაში საქართველოს ცის გავლით ხვდება?

Reuters.com-ის ინფორმაციით, რუსეთს დაქირავებული რუსი მებრძოლები - “ვაგნერის” დაჯგუფება, სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავს. პუტინის ხელისუფლება, ამ სპეცრეისებისთვის სირიის კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის ჩარტერულ ფრენებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურად არსად ფიქსირდება.

“ამერიკის ხმის” ცნობით, თვითმფრინავების მეთვალყურეობის ონლაინ სისტემებმა, როგორიც flightradar24-ია, 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის მარტის ჩათვლით, 50-ზე მეტი ასეთი საიდუმლო რეისი აღრიცხეს. სირიული ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის "Airbus 320" ტიპის სამოქალაქო ხომალდები რუსეთის ქალაქ როსტოვის “პლატოვის” საერთაშორისო აეროპორტში ღამით, იმ დროს მიფრინავენ, როდესაც აეროპორტში სხვა რეისები არ სრულდება.

Reuters.com-ის ჟურნალისტმა ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო რეისი “პლატოვში” იანვრის ბოლოს გადაიღო. მისივე ინფორმაციით, როსტოვიდან აფრენილი Cham Wings-ის თვითმფრინავები, სირიაში ოთხი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით ხვდებიან.

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, სირიული კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines და მისი მფლობელი ბიზნესმენი ისამ შამუტი, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის აღმოჩენილი ფინანსური დახმარების, დაქირავებული მებრძოლებისა და სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადატანის გამო, 2016 წლიდან აშშ-ს სანქციების ქვეშ არის. ამიტომაც ავიაკომპანიას, რომელიც ხუთი ხომალდის მფლობელია, რეგულარული რეისები მხოლოდ თურქეთსა და სომხეთში დაფრინავს.

„საქაერონავიაგაციაში“, რომელიც საქართველოში საჰაერო მოძრაობის მართვაზეა პასუხისმგებელი, „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტი დიდი ხანია აღარ ხდება, თუმცა არ დააკონკრეტეს, ჩვენს საჰაერო მარშრუტებს სირიის კერძო ავიაკომპანია, რუსეთის მიმართულებით ჩარტერული ფრენებისთვის რამდენად ხშირად იყენებს.

"ვაგნერის" სირიაში ქართული ცის გამოყენებით მოხვედრას, კატეგორიულად უარყოფს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. მისი თქმით, ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. ამასთან მინისტრი აღნიშნავს, რომ "ვაგნერის" მეომრებს სირიაში მოსახვედრად სხვა გზები აქვთ და მათი გამოყენება შეეძლოთ.

სირიაში მოკლული დაქირავებული რუსი მებრძოლების ოჯახის წევრები, რომლებიც დაღუპული მეომრების ცხედრებს “გრუზ 200”-ით იღებენ, ადასტურებენ, რომ მათი კონფლიქტის ზონაში გადასროლა სწორედ როსტოვიდან მოხდა, სადაც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” რამდენიმე საწვრთნელი ბაზა აქვს.

Conflict Intelligence Team-ის მონაცემებით, „ვაგნერის“ დაჯგუფების შენახვაზე, რომელსაც სირიაში "რუსეთის ჩრდილოვან არმიასაც" უწოდებენ, 2016 წლიდან, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა. “ვაგნერის” მებრძოლების აქტიურ მონაწილეობაზე საუბრობენ რუსეთ-უკრაინის ომში და აქ მსხვერპლიც ძალიან დიდია. რაც შეეხება სირიას, დაჯგუფების მეთაურის, დმიტრი უტკინის სამხედროების კვალი იქ, მას შემდეგ ჩანს, რაც რუსეთმა სირიას საჰაერო მხარდაჭერის დახმარება აღუთქვა.

პუტინი სამხედრო დაჯგუფების წევრებთან და მეთაურთან (მარჯვნიდან პირველი დმიტრი უტკინი) ერთად

რუსული მედიის ცნობით, პუტინის უახლოესი კადრის, ევგენი პრიგოჟინის ახლო მეგობარმა უტკინმა, რომელიც დაჯგუფების დამფუძნებელია, ფსევდონიმი “ვაგნერი” მისი საყვარელი გერმანელი კომპოზიტორის პატივსაცემად დაირქვა. შემდეგ კი ასე უწოდა მის სამხედრო დაჯგუფებასაც, სადაც ძირითადად, შეიარაღებული ძალებიდან წამოსული სამხედროები და სპეცრაზმელები ჰყავთ, თუმცა ასევე არიან ისეთებიც, ვინც პირველი "საბრძოლო ნათლობა" სწორედ კომპანიაში მისვლის შემდეგ მიიღო. სირიაში მათთვის რამდენიმე საწვრთნელი ბაზაც არსებობს...

რაც შეეხება ბრძოლის დროს დაღუპულებს, რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს რასაკვირველია, ასაიდუმლოებს და მათზე არც პასუხისმგრბლობას იღებს, ამიტომაც ასობით დაღუპული მეომრის ოჯახი სამართლის პოვნას მედიის დახმარებით ცდილობს. სირიაში დაღუპულ "ჯარისკაც მოჩვენებებს" (როგორც მათ დასავლური მედია უწოდებს) ძირითადად, ჩუმად ასაფლავებენ...

შესაბამისი ქართული სამსახურების განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცით რუსული სამხედრო ტვირთისა და პერსონალის ტრანზიტი დიდი ხანია აღარ ხდება, თუმცა, როგორც ჩანს, არსებობს გამონაკლისებიც...

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?