პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია
"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ისან­ში მდე­ბა­რე 109-ე ბაგა-ბა­ღის ად­გილ­ზე კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბაღი ავა­რი­უ­ლია და ამა­ზე სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნაც არ­სე­ბობს.

“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვე­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა. ძა­ლი­ან გულ­და­სა­წყვე­ტია ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ვის­მენთ, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ არ­სე­ბობს მო­რა­ლი, არ­სე­ბობს ზნე­ო­ბა. რო­გორ უნდა ვი­კად­როთ ისეთ რამ, რომ მო­ტყუ­ე­ბით გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი და შემ­დეგ გა­ვას­ხვი­სოთ. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ეს არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პი­რა­დად ჩემს მი­მართ, იმი­ტომ, რომ არ გვაქვს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად ხე­დავს ჩვენ მიდ­გო­მებს, პო­ლი­ტი­კას, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ტა­რებთ დე­და­ქა­ლაქ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ის გან­ცხა­დე­ბე­ბი რაც მო­ვის­მი­ნეთ, არა­ნა­ირ სი­მარ­თლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. დას­კვნა­ში რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან, პირ­და­პირ არის და­წე­რი­ლი, რომ ეს არის პრობ­ლე­მუ­რი ბაღი და აქ ბავ­შვე­ბის ყოფ­ნა ძა­ლი­ან სა­ში­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ ავი­ღებთ და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ სხვა­დას­ხვა ბა­ღებ­ში რომ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ. მგო­ნი, ამ ბავ­შვე­ბის ამ მშობ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავთ და ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ის მე­სი­ჯე­ბი რაც მო­ვის­მი­ნეთ, ნამ­დვი­ლად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ვი­ყოთ გახ­სნი­ლი, ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­ვერ­თოთ, ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სნათ რას ვა­კე­თებთ. უბ­რა­ლოდ, გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც ვის­მენთ ამ გან­ცხა­დე­ბებს. თუმ­ცა არა­უ­შავს, ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ჩვენ ვი­მოქ­მე­დებთ ისე, რო­გორც ვთვლით სა­ჭი­როდ და რო­გორც უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რო­დის დას­რულ­დე­ბა ბა­ღებ­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ბა­ღის გარ­და, ჩვენ გვაქვს 11 პრობ­ლე­მუ­რი ბაღი, სა­დაც შე­წყდა სწავ­ლა და ბავ­შვე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ბა­ღებ­ში.

„უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 11-ვე ბაღ­ში და წლის ბო­ლოს უნდა იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, არის 5 ბაღი , რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ჭი­როა დე­მონ­ტა­ში და თა­ვი­დან ახა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ წლის ბო­ლოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღეს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლემ, ილია ელოშ­ვილ­მა 109-ე სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლებ­თან სა­ბავ­შვო ბა­ღის ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

მშობ­ლე­ბი უარს აცხა­დე­ბენ შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და მათი ბავ­შვე­ბის სხვა ბა­ღებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე. შეხ­ვედ­რა და­ძა­ბუ­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი იყო. ამას­თან, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი და ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძე.

რო­გორც ილია ელოშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, 109-ე ბაგა-ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბის მშობ­ლებს მან 10-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის შექ­მნა შეს­თა­ვა­ზა. მი­სი­ვე თქმით, ეს ჯგუ­ფი სხვა ბა­ღებ­ში ბავ­შვე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბი­სა და ად­გილ­ზე ახა­ლი ბა­ღის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ამ შე­ნო­ბის ად­გილ­ზე ახა­ლი ბა­ღის და­საპ­რო­ექ­ტებ­ლად ტენ­დე­რი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში უნდა გა­მო­ცხად­დეს.

„და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა ამ ად­გილ­ზე ახა­ლი ბა­ღის შე­ნო­ბის და­საპ­რო­ექ­ტებ­ლად, რა­საც 3-4 თვე დას­ჭირ­დე­ბა და შემ­დეგ ერთი წელი დას­ჭირ­დე­ბა შე­ნო­ბის აშე­ნე­ბას. მე მათ შევ­თა­ვა­ზე ათ­კა­ცი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი გა­მო­ყონ და ამ პრო­ცე­სებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა რა­ი­მე ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აშე­ნე­ბა ამ ად­გილ­ზე. დე­მონ­ტა­ჟი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გვე­უბ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ილია ელოშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით 10 ბაგა-ბა­ღი­დან უკვე მოხ­და ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნა, ეს მე-11 ბა­ღია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

კი­თხვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მშობ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, ელოშ­ვი­ლის გა­ნა­ცხა­და, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, დას­კვნა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს და ამ სა­კი­თხზე ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნდა შე­უ­თან­ხმდნენ.

"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია

"ბაღს ვერავინ შეეხება" - კალაძის ინფორმაციით, 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისანში მდებარე 109-ე ბაგა-ბაღის ადგილზე კორპუსის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაღი ავარიულია და ამაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც არსებობს.

“ერთი ვიცი, რომ ბაღს ვერავინ შეეხება. ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის შეურაცხმყოფელი პირადად ჩემს მიმართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს ეს დამოკიდებულება და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენ მიდგომებს, პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ დედაქალაქში. შესაბამისად, ის განცხადებები რაც მოვისმინეთ, არანაირ სიმართლეს არ შეეფერება. დასკვნაში რომელიც მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, პირდაპირ არის დაწერილი, რომ ეს არის პრობლემური ბაღი და აქ ბავშვების ყოფნა ძალიან საშიშია. შესაბამისად, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვები გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაღებში რომ პრობლემები არ შეექმნათ. მგონი, ამ ბავშვების ამ მშობლების ინტერესებს ვიცავთ და ის დამოკიდებულება და ის მესიჯები რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ჩვენ ეს დამოკიდებულება არ გვაქვს. საზოგადოებასთან მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ გახსნილი, ვცდილობთ ყველაფერში ჩავერთოთ, ყველაფერი ავუხსნათ რას ვაკეთებთ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ვისმენთ ამ განცხადებებს. თუმცა არაუშავს, ყველაფერი ხდება და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და როგორც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როდის დასრულდება ბაღებში სამუშაოები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ბაღის გარდა, ჩვენ გვაქვს 11 პრობლემური ბაღი, სადაც შეწყდა სწავლა და ბავშვები გადანაწილებულია სხვადასხვა ბაღებში.

„უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები 11-ვე ბაღში და წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. გარდა ამისა, არის 5 ბაღი , რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება საჭიროა დემონტაში და თავიდან ახალი პროექტის განხორციელება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს სამუშაოები იყოს დასრულებული“, - განაცხადა კალაძემ.

დღეს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა 109-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან საბავშვო ბაღის ერთ-ერთ დარბაზში შეხვედრა გამართა.

მშობლები უარს აცხადებენ შენობის დემონტაჟის განხორციელებასა და მათი ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილებაზე. შეხვედრა დაძაბული და ხმაურიანი იყო. ამასთან, ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და ბაგა-ბაღების მართვის საგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

როგორც ილია ელოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებს მან 10-კაციანი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. მისივე თქმით, ეს ჯგუფი სხვა ბაღებში ბავშვების გადანაწილებისა და ადგილზე ახალი ბაღის მშენებლობის პროცესს დააკვირდება. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ამ შენობის ადგილზე ახალი ბაღის დასაპროექტებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.

„დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ტენდერის გამოცხადება ამ ადგილზე ახალი ბაღის შენობის დასაპროექტებლად, რასაც 3-4 თვე დასჭირდება და შემდეგ ერთი წელი დასჭირდება შენობის აშენებას. მე მათ შევთავაზე ათკაციანი მობილური ჯგუფი გამოყონ და ამ პროცესებში იყვნენ ჩართულები. გამორიცხულია სხვა რაიმე ტიპის დაწესებულების აშენება ამ ადგილზე. დემონტაჟი აუცილებელია და ამას ექსპერტიზის დასკვნა გვეუბნება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით 10 ბაგა-ბაღიდან უკვე მოხდა ბავშვების გაყვანა, ეს მე-11 ბაღია, სადაც აღნიშნული პროცესი უნდა განხორციელდეს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მშობლებმა მოითხოვონ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, ელოშვილის განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, დასკვნა ლიცენზირებული უნდა იყოს და ამ საკითხზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ