პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი
წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი

აუზი - ეს ერთ-ერ­თია იმ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, რო­მე­ლიც ქალს გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის თუ სა­ო­ჯა­ხო საქ­მი­ა­ნო­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­ა­თე­ბის შემ­დეგ აუზ­ზე გან­ტვირ­თვა რე­ლაქ­სა­ცი­ის, დას­ვე­ნე­ბი­სა და მო­დუ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ცურ­ვა ორ­გა­ნიზ­მის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა. ის აკა­ჟებს ორ­გა­ნიზმს, ხელს უწყობს თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მთა სრულ­ყო­ფას, აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს, აუმ­ჯო­ბე­სებს გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცი­ის უნარს, ამაღ­ლებს ზო­გად ტო­ნუს­სა და გამ­ძლე­ო­ბას. ამას­თა­ნა­ვე ის სხე­უ­ლის მა­სის ნორ­მა­ლი­ზე­ბის უნი­კა­ლუ­რი გზაა. აუზ­ზე ცურვს ზღვის­გან გან­სხვა­ვე­ბით ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაც აქვს. და­ხუ­რუ­ლი აუზი მზის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან გი­ცავთ.

ეს არის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი­სა, რაც აუზ­ზე ცურ­ვას გა­აჩ­ნია. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­მა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. პრობ­ლე­მე­ბის სა­წყი­სი მი­ზე­ზი კი ქლო­რია, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ზე­ბის დიდი უმე­ტე­სო­ბა­ში წყა­ლი სუფ­თავ­დე­ბა. ქლორს არა­ერ­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა აქვს.

გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს იმ პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც აუზ­ზე ცურ­ვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • თუ თქვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად არ ცუ­რავთ და ახლა იწყებთ ცურ­ვას, მა­შინ დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა, გა­ცივ­დეთ. ეცა­დეთ, სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სი­დან სვე­ლი თმით არ წა­მოხ­ვი­დეთ, ჩა­იც­ვით თბი­ლად, ქა­რის­გან და სი­ცი­ვის­გან გან­სა­კუთ­რე­ბით შუბ­ლი და ყუ­რე­ბი და­ი­ცა­ვით. არ და­გა­ვი­წყდეთ, ყუ­რე­ბის კარ­გად გამ­შრა­ლე­ბაც, რომ წყლის წვე­თე­ბი არ დაგ­რჩეთ.
  • ქლო­რი­ა­ნი წყა­ლი აზი­ა­ნებს და აღი­ზი­ა­ნებს თვა­ლის გარსს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, ან­თე­ბაც გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ იცუ­რეთ ყო­ველ­თვის წყლის სათ­ვა­ლით. ცურ­ვის შემ­დეგ კი სა­სურ­ვე­ლია თვა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წვე­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ.

  • ქლო­რი არც ისე სა­სარ­გებ­ლოა კა­ნის­თვის. ამი­ტომ ცურ­ვის შემ­დეგ ტანი და­ი­ბა­ნეთ არა საპ­ნით, არა­მედ - შხა­პის გე­ლით. რად­გან ის უფრო ნა­ზია და ქლო­რით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ და გა­მომშრალ კანს ზედ­მე­ტად არ აშ­რობს. შხა­პის შემ­დეგ კი სახე, სხე­უ­ლი და ხე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი კრე­მით და­ი­ტე­ნი­ა­ნეთ.
  • თუ თქვე­ნი კანი ზედ­მე­ტად მგრძო­ბი­ა­რე ან ალერ­გი­უ­ლია, მა­შინ ქლო­რი­ან­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მეტი პრობ­ლე­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გა­მოშ­რო­ბაა. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან კონ­სულ­ტა­ცია და მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.
  • თუ თქვენ სუს­ტი ყუ­რე­ბი გაქვთ, შე­იძ­ლე­ბა ან­თე­ბა ყურ­შიც გან­ვი­თარ­დეს. ამი­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცურ­ვის შემ­დეგ ყუ­რე­ბის კარ­გად გამ­შრა­ლე­ბა. თუმ­ცა თუ ტკი­ვი­ლი შე­ნიშ­ნეთ, არ და­ე­ლო­დოთ პრობ­ლე­მის გარ­თუ­ლე­ბას და დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს.
  • ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მა კი, რაც ქლო­რი­ან­მა წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, არის ცის­ტი­ტი. ცის­ტი­ტი შარ­დის ბუშ­ტის კედ­ლის ინ­ფექ­ცი­ურ-ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ველ მე­ო­რე ქალს ერთხელ მა­ინც გა­და­უ­ტა­ნია. გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა, ჭინ­თვე­ბი მო­შარ­დვის სურ­ვი­ლით, მტკივ­ნე­უ­ლი შარ­დვა, ღა­მის ან ად­რი­ა­ნი დი­ლის შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ჭინ­თვა, სა­ზარ­დუ­ლის არე­ში უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა, ხში­რად - ძლი­ე­რი, რომ­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბა ძნე­ლია, შარ­დის უსი­ა­მოვ­ნო სუნი, მუქი ფე­რის ან ფერ­შეც­ვლი­ლი შარ­დი - თუ თქვენ ამ პრობ­ლე­მე­ბი­დან ერთ-ერ­თმა მა­ინც შე­გა­წუ­ხათ, მა­შინ თქვენ ცის­ტი­ტი გე­წყე­ბათ და სა­სურ­ვე­ლია დრო­უ­ლად და­ი­წყოთ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა. თუ სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე ჩა­ე­რე­ვით, შე­იძ­ლე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­რე­შეც და­ა­მარ­ცხოთ და­ა­ვა­დე­ბა. ამა­ში კი მცე­ნა­რე­უ­ლი პე­პა­რა­ტე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­კე­თე­სოა ”ცის­ტი­ქეა”, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს შტოშს, ოხ­რა­ხუშს და ღვი­ას. სა­მი­ვე პრო­დუქ­ტი ხა­სი­ათ­დე­ბა შარ­დმდე­ნი და ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოქ­მე­დე­ბით. შტო­ში ხელს უშ­ლის ბაქ­ტე­რი­ე­ბის მიკვრას სა­შარ­დე გზე­ბის ლორ­წო­ვან გარსზე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნელ­ვა­ნია ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის. შტოშს ამა­ვე დროს აქვს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა. ”ცის­ტი­ქე­ას” აბე­ბი სა­სარ­გებ­ლოა: მო­შარ­დვის ხში­რი ან მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლის შეგ­რძნე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მო­შარ­დვის დროს წვის შეგ­რძნე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლე­ბის და წე­ლის მი­და­მო­ში ტკი­ვი­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ნაწ­ლა­ვუ­რი ფლო­რის და­ბა­ლან­სე­ბის­თვის, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ას დროს იმუ­ნუ­რი ფუნ­ქცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის, ფა­ქი­ზი მოქ­მე­დე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი შარ­დმდე­ნი, ასე­ვე თირკმლის ფუნ­ქცი­ის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი და თირკმლი­სა და შარ­დის ბუშ­ტის კენ­ჭე­ბის დროს სიმპტო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აუზ­ზე ცურ­ვით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი იმ­დე­ნად დი­დია, რომ მას­ზე უარი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა თქვათ. უბ­რა­ლოდ, მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდით მო­სა­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებს და ცურ­ვის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღეთ.

წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი

წადით აუზზე მომზადებული - რა პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ აუზზე ცურვამ და როგორ დავამარცხოთ ისინი

აუზი - ეს ერთ-ერთია იმ ჩამონათვალიდან, რომელიც ქალს განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. დამღლელი სამუშაო დღის თუ საოჯახო საქმიანობით დატვირთული საათების შემდეგ აუზზე განტვირთვა რელაქსაციის, დასვენებისა და მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ცურვა ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აქტივობაა. ის აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. ამასთანავე ის სხეულის მასის ნორმალიზების უნიკალური გზაა. აუზზე ცურვს ზღვისგან განსხვავებით ერთი დიდი უპირატესობაც აქვს. დახურული აუზი მზის მავნე ზემოქმედებისგან გიცავთ.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რაც აუზზე ცურვას გააჩნია. თუმცა აღნიშნულმა შეიძლება გარკვეული პრობლემებიც გამოიწვიოს. პრობლემების საწყისი მიზეზი კი ქლორია, რომლითაც საქართველოში აუზების დიდი უმეტესობაში წყალი სუფთავდება. ქლორს არაერთი უარყოფითი თვისება აქვს.

გთავაზობთ რჩევებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც აუზზე ცურვამ შეიძლება გამოიწვიოს.

  • თუ თქვენ რეგულარულად არ ცურავთ და ახლა იწყებთ ცურვას, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება, გაცივდეთ. ეცადეთ, საცურაო კომპლექსიდან სველი თმით არ წამოხვიდეთ, ჩაიცვით თბილად, ქარისგან და სიცივისგან განსაკუთრებით შუბლი და ყურები დაიცავით. არ დაგავიწყდეთ, ყურების კარგად გამშრალებაც, რომ წყლის წვეთები არ დაგრჩეთ.
  • ქლორიანი წყალი აზიანებს და აღიზიანებს თვალის გარსს და რიგ შემთხვევაში, შეიძლება, ანთებაც გამოიწვიოს. ამიტომ იცურეთ ყოველთვის წყლის სათვალით. ცურვის შემდეგ კი სასურველია თვალის სპეციალური დამატენიანებელი წვეთები გამოიყენოთ.

  • ქლორი არც ისე სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ ცურვის შემდეგ ტანი დაიბანეთ არა საპნით, არამედ - შხაპის გელით. რადგან ის უფრო ნაზია და ქლორით გაღიზიანებულ და გამომშრალ კანს ზედმეტად არ აშრობს. შხაპის შემდეგ კი სახე, სხეული და ხელები სპეციალური კრემით დაიტენიანეთ.
  • თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძობიარე ან ალერგიულია, მაშინ ქლორიანმა წყალმა შეიძლება იმაზე მეტი პრობლემაც გამოიწვიოს, ვიდრე უბრალოდ გამოშრობაა. ამ დროს აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.
  • თუ თქვენ სუსტი ყურები გაქვთ, შეიძლება ანთება ყურშიც განვითარდეს. ამიტომ არის აუცილებელი ცურვის შემდეგ ყურების კარგად გამშრალება. თუმცა თუ ტკივილი შენიშნეთ, არ დაელოდოთ პრობლემის გართულებას და დროულად მიმართეთ სპეციალისტს.
  • ყველაზე მწვავე პრობლემა კი, რაც ქლორიანმა წყალმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ცისტიტი. ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, რომელიც, სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეორე ქალს ერთხელ მაინც გადაუტანია. გახშირებული შარდვა, ჭინთვები მოშარდვის სურვილით, მტკივნეული შარდვა, ღამის ან ადრიანი დილის შეუკავებელი ჭინთვა, საზარდულის არეში უსიამოვნო შეგრძნება, ხშირად - ძლიერი, რომლის დახასიათება ძნელია, შარდის უსიამოვნო სუნი, მუქი ფერის ან ფერშეცვლილი შარდი - თუ თქვენ ამ პრობლემებიდან ერთ-ერთმა მაინც შეგაწუხათ, მაშინ თქვენ ცისტიტი გეწყებათ და სასურველია დროულად დაიწყოთ დაავადებასთან ბრძოლა. თუ სიმპტომების გამოჩენის საწყის ეტაპზევე ჩაერევით, შეიძლება ანტიბიოტიკის გარეშეც დაამარცხოთ დაავადება. ამაში კი მცენარეული პეპარატები დაგეხმარებიან.

ამ შემთხვევაში საუკეთესოა ”ცისტიქეა”, რომელიც შეიცავს შტოშს, ოხრახუშს და ღვიას. სამივე პროდუქტი ხასიათდება შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. შტოში ხელს უშლის ბაქტერიების მიკვრას საშარდე გზების ლორწოვან გარსზე, რაც ძალიან მნიშვნელვანია ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. შტოშს ამავე დროს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ”ცისტიქეას” აბები სასარგებლოა: მოშარდვის ხშირი ან მუდმივი სურვილის შეგრძნების შესამცირებლად, მოშარდვის დროს წვის შეგრძნების შესამცირებლად, მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილების და წელის მიდამოში ტკივილების შესამცირებლად, ნაწლავური ფლორის დაბალანსებისთვის, იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, საშარდე გზების ინფექციას დროს იმუნური ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, ფაქიზი მოქმედების ბუნებრივი შარდმდენი, ასევე თირკმლის ფუნქციის მასტიმულირებელი და თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭების დროს სიმპტომების შემცირებისთვის.

აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, აუზზე ცურვით მიღებული სარგებელი იმდენად დიდია, რომ მასზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ. უბრალოდ, მომზადებული შეხვდით მოსალოდნელ პრობლემებს და ცურვისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"