პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს
"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­სუ­ხობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე გვან­ცა ივა­ნიშ­ვილ­ზე ქორ­წინ­დე­ბა.

ბახ­ტა­ძემ სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან ფე­ის­ბუქ-ჩარ­თვის დროს უპა­სუ­ხა აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა რომ სა­სი­ძო ხართ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რას იტყვით ამა­ზე?" - მის­წე­რა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ბახ­ტა­ძეს, რა­ზეც მი­ნისტრს გა­ე­ცი­ნა და უპა­სუ­ხა:

"გა­სა­გე­ბია რომ, ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეწე­ვა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას, მაგ­რამ იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რად რომ თვი­თო­ნაც კი და­ი­ჯე­რა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბი. ცნო­ბის­თვის, მინ­და გი­თხრათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ცერთ შვილს არ ვიც­ნობ, და მე ზო­გა­დად დამ­რჩა გან­ცდა, რომ ზო­გი­ერ­თმა ჯგუფ­მა სცა­და იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შემ­დეგ, რაც ჩვენ გა­ვაჟ­ღე­რეთ, გა­და­ე­ფა­რათ ეს დის­კუ­სი­ე­ბი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბით... სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დია ამის გან­სჯა, თუმ­ცა ვფიქ­რობ ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს და აა­ნა­ლი­ზებს ამ ჭო­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას" - გან­მარ­ტა ბახ­ტა­ძემ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე "ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სი­ძოდ" მო­იხ­სე­ნია თა­ვის ფე­ის­ბუქ-პოს­ტში და მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გვან­ცა ივა­ნიშ­ვი­ლი და ბახ­ტა­ძე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, წლე­ბის წინ, როცა ბახ­ტა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო. ეს ხმე­ბი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა მას შემ­დეგ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წა­ვი­და და მის შემ­ცვლე­ლად სხვა­დას­ხვა კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო ბახ­ტა­ძეც. ის თა­ვად ივა­ნიშ­ვილ­მა ასე შე­ა­ფა­სა: "კარ­გი ბი­ჭია მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე. სხვა­თა შო­რის, მე არ გან­ვი­ხი­ლავ­დი მას კან­დი­და­ტად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ერთ ვა­რი­ან­ტად ესეც დარ­ჩეს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს

"ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ..." - რას პასუხობს ფინანსთა მინისტრი გავრცელებულ ხმებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილზე გვანცა ივანიშვილზე ქორწინდება.

ბახტაძემ საკუთარი კაბინეტიდან ფეისბუქ-ჩართვის დროს უპასუხა აღნიშნულ შეკითხვას, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში მისწერა.

"მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რომ სასიძო ხართ ბიძინა ივანიშვილის, რას იტყვით ამაზე?" - მისწერა ინტერნეტმომხმარებელმა ბახტაძეს, რაზეც მინისტრს გაეცინა და უპასუხა:

"გასაგებია რომ, ეს ადამიანი საზოგადოებაში ეწევა იაფფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ იმდენად ინტენსიურად რომ თვითონაც კი დაიჯერა იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ, და მე ზოგადად დამრჩა განცდა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა სცადა იმ ინიციატივების შემდეგ, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, გადაეფარათ ეს დისკუსიები იაფფასიანი ჭორებით... საზოგადოებისთვის მიმინდია ამის განსჯა, თუმცა ვფიქრობ ყველა კარგად ხედავს და აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას" - განმარტა ბახტაძემ.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე "ივანიშვილის სასიძოდ" მოიხსენია თავის ფეისბუქ-პოსტში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვანცა ივანიშვილი და ბახტაძე დაქორწინებას აპირებენ.

აღსანიშნავია რომ, წლების წინ, როცა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის მეგობარი იყო. ეს ხმები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა და მის შემცვლელად სხვადასხვა კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბახტაძეც. ის თავად ივანიშვილმა ასე შეაფასა: "კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს".