მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან
კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან

რუ­სულ ვებ-პორ­ტალ­ზე "პრა­იმ კრა­ი­მი", სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლის შე­სა­ხებ, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კახა აბუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე „კაბუ“ ე.წ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან“ ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

კა­ბუს­თან ერ­თად ერთ-ერთ სუ­რათ­ზე არის ნო­დარ შუ­კა­კი­ძე, იგი­ვე "ნოდო გლ­დანსკი" რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში, ქა­ლაქ სა­ლო­ნიკ­ში და­ა­კა­ვეს.

კი­დევ ერთ ფო­ტო­ზე, კახა აბუ­აშ­ვილ­თან ერ­თად ასე­ვე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ირაკ­ლი ლეჟა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "ლა­ზა­რეა" ასა­ხუ­ლი. ბო­ლოს ლეჟა­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2016 წელს, მისი უკ­რა­ი­ნი­დან დე­პორ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და. უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი უკ­რა­ი­ნი­დან მა­შინ მე­ო­რედ გა­ა­ძე­ვეს. ირაკ­ლი ლეჟა­ვა კი­ევ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირაკ­ლი ლეჟა­ვას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს გამო, სამი წლის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვივ­ნენ "რუს­თა­ვი 2"-ის "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბე­ბი - ვასო ფხა­კა­ძე და ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი. მათ სა­ბერ­ძნე­თის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნეს და­ბა­დე­ბის დღე.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ქარ­თველ რე­პერს, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ­აშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. სა­იტ­ზე ფო­ტო­ე­ბი 2017 წელ­საა ატ­ვირ­თუ­ლი, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რო­დის და სად არის ისი­ნი გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფო­ტო­ე­ბი ერთი და იმა­ვე წვე­უ­ლე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ევ­რო­პის ორ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა შსს-მ დღეს გა­ავ­რცე­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“, მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მათ შო­რის - კახა აბუ­აშ­ვი­ლი.

წყა­რო: primecrime.ru

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან

კაბუ ე.წ "კანონიერ ქურდებთან" ერთად - ფოტოები "პრაიმ კრაიმის" საიტიდან

რუსულ ვებ-პორტალზე "პრაიმ კრაიმი", სადაც თავმოყრილია მონაცემები მსოფლიოს ყველა ქვეყნის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლის შესახებ, გამოქვეყნებულია ფოტოები, სადაც კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ ერთად არის გადაღებული.

კაბუსთან ერთად ერთ-ერთ სურათზე არის ნოდარ შუკაკიძე, იგივე "ნოდო გლდანსკი" რომელიც სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის ფარგლებში საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში დააკავეს.

კიდევ ერთ ფოტოზე, კახა აბუაშვილთან ერთად ასევე "კანონიერი ქურდი" ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარეა" ასახული. ბოლოს ლეჟავას შესახებ ინფორმაცია 2016 წელს, მისი უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ გავრცელდა. უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინიდან მაშინ მეორედ გააძევეს. ირაკლი ლეჟავა კიევში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ლეჟავასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო, სამი წლის წინ სკანდალში გაეხვივნენ "რუსთავი 2"-ის "კომედი შოუს" მსახიობები - ვასო ფხაკაძე და ვახო ბიჭიკაშვილი. მათ საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად აღნიშნეს დაბადების დღე.

რაც შეეხება თავად ქართველ რეპერს, შსს-ს ინფორმაციით, აბუაშვილი საფრანგეთში დააკავეს. საიტზე ფოტოები 2017 წელსაა ატვირთული, თუმცა უცნობია, როდის და სად არის ისინი გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტოები ერთი და იმავე წვეულებაზეა გადაღებული.

ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება შსს-მ დღეს გაავრცელა. დაკავებულებს შორის არის 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მათ შორის ლაშა შუშანაშვილი. ამასთან, დაკავებულები არიან სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის - კახა აბუაშვილი.

წყარო: primecrime.ru

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს