პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა და Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მე­სა­მე წე­ლია ნა­ყო­ფი­ე­რად გრძელ­დე­ბა და წელს უკვე ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ფარ­გლებ­ში ორი წე­ლია წარ­მა­ტე­ბით არ­სე­ბობს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიერ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სეგ­მენ­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ნო­მი­ნა­ცია „წლის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი კომ­პა­ნია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში“ – რო­მე­ლიც ხელს უწყობს ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სფე­რო­ში, ამ სეგ­მენ­ტის კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბას და წა­ხა­ლი­სე­ბას. ხოლო, 2017 წლის და­ჯილ­დო­ე­ბის­თვის ბან­კმა შე­ი­მუ­შა­ვა კი­დევ ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცია „სა­უ­კე­თე­სო ქალი მე­წარ­მე ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ა­ში“, რო­მელ­მაც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ამ ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ქალი მე­წარ­მე­ე­ბის მხრი­დან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რია სწო­რედ ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქა­ლე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის შე­იქ­მნა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რა მი­უ­ძღვნეს ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას. Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ებს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით დატ­ვირ­თულ სა­კონ­კურ­სო წელს ჰპირ­დე­ბი­ან. და­ჯილ­დო­ე­ბის ახა­ლი ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი, ჟი­უ­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ყვე­ლა სი­ახ­ლე, რაც 2018 წლის სა­კონ­კურ­სო წელს შე­ე­ხე­ბა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ ყო­ველ­წლი­ურ ტუ­რიზ­მის და მას­პინ­ძლო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაჟ­ღერ­დე­ბა.

ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის კონ­ფე­რენ­ცია Welcome to Georgia! ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯი­ლო­დე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 2016 წლი­დან იმარ­თე­ბა და წარ­მო­ად­გენს უნი­კა­ლურ ბიზ­ნეს პლატ­ფორ­მას კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის, ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს სექ­ტო­რის სი­ახ­ლე­ე­ბის გა­გე­ბი­სათ­ვის. კონ­ფე­რენ­ცია მიზ­ნად ისა­ხავს ერ­თად შეკ­რი­ბოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­დუსტრი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­აც­ნონ თა­ვი­ან­თი კომ­პა­ნია ფარ­თო სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ას, მო­ი­პო­ვონ სა­სარ­გებ­ლო კონ­ტაქ­ტე­ბი და და­ამ­ყა­რონ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან.

მე­ო­თხე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია პრო­ექ­ტის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. თბი­ლი­სის მე­რია კი მხარ­დამ­ჭე­რი. გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი - ალი­ანს ჯგუ­ფი. პრო­ექ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რი - ბი­დიო სა­ქარ­თვე­ლო.მე­სა­მე ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის კონ­ფე­რენ­ცია მო­ი­ცავს: პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სი­ებს; B2B შეხ­ვედ­რებს და სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, პრაქ­ტი­კულ მა­გა­ლი­თებს ბაზ­რის წამ­ყვა­ნი მიმ­წო­დებ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან და გა­ეც­ნონ ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

მე­სა­მე ტუ­რიზ­მის და მას­პინ­ძლო­ბის კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა 2018 წლის ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში სას­ტუმ­რო ბილტმორ თბი­ლის­ში. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გა­მოგ­ვყე­ვით ფე­ის­ბუქ­ზე ან ეწ­ვი­ეთ პრო­ექ­ტის ვებ-გვერდს - www.awards-tourism.com.

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა მესამე წელია ნაყოფიერად გრძელდება და წელს უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს „საქართველოს ბანკის“ მიერ მცირე და საშუალო სეგმენტისთვის სპეციალურად შექმნილი ნომინაცია „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ – რომელიც ხელს უწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, ამ სეგმენტის კომპანიების მოტივირებას და წახალისებას. ხოლო, 2017 წლის დაჯილდოებისთვის ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“, რომელმაც დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია ამ ინდუსტრიაში ჩართული ქალი მეწარმეების მხრიდან. აღნიშნული კატეგორია სწორედ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე ქალების მოტივირებისა და წახალისებისთვის შეიქმნა და მონაწილეობას იღებდნენ ქალბატონები, რომელთაც თავიანთი კარიერა მიუძღვნეს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს კიდევ უფრო საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე, რაც 2018 წლის საკონკურსო წელს შეეხება, პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან იმართება და წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გააცნონ თავიანთი კომპანია ფართო სამიზნე აუდიტორიას, მოიპოვონ სასარგებლო კონტაქტები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წამყვანი კომპანიის წარმომადგენელთან.

მეოთხე წელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტის თანაორგანიზატორია. თბილისის მერია კი მხარდამჭერი. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი - ბიდიო საქართველო.მესამე ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და გაეცნონ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ უახლეს ინფორმაციას.

მესამე ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის ივნისის დასაწყისში სასტუმრო ბილტმორ თბილისში. დამატებითი ინფორმაციისთვის გამოგვყევით ფეისბუქზე ან ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს - www.awards-tourism.com.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი