სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს
რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში 4 ქარ­თვე­ლი ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 34 წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რე­პე­რი კახა აბუ­აშ­ვი­ლიც არის.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა შსს-მ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, ოპე­რა­ცია 16-17 აპ­რილს ჩა­ტარ­და და ოთხი ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი და­ა­კა­ვეს, სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ სა­ლო­ნიკ­ში - ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად „ლაშა რუს­თავ­სკი“; საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მონ­ტო­ბან­ში - ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე კო­ბა­ლა­ძე, იგი­ვე რა­მაზ ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად „სიუ“. სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ ათენ­ში - ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“: 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ შუ­კა­კი­ძე, მეტ­სა­ხე­ლად „ნოდო გლ­დანსკი“ და 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მე­რაბ ასა­ნი­ძე, მეტ­სა­ხე­ლად „ჩი­კო­რა“.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი, ფრან­გი და ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ორ­წლი­ა­ნი, აქ­ტი­უ­რი სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გარ­და, საფ­რან­გეთ­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ასო­ბით ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე, ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რე­ბიც და­ა­კა­ვეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: რე­პე­რი "კაბუ" საფ­რან­გეთ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა

საფ­რან­გეთ­ში სულ და­კა­ვე­ბუ­ლია ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 15 წევ­რი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს 14 და სომ­ხე­თის 1 მო­ქა­ლა­ქე; სა­ბერ­ძნეთ­ში კი - სა­ქარ­თვე­ლოს 23 მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ქურ­დავ­დნენ ბი­ნებ­სა და მა­ღა­ზი­ებს, ასე­ვე, ახ­დენ­დნენ მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას.

საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ კა­ენ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი, ე.წ. „მა­ყუ­რებ­ლე­ბი“. საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რენ­ში კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან გო­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, ასე­ვე, ება­რა ე.წ. „ქურ­დუ­ლი სა­ერ­თო“. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რი­საა 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კახა აბუ­აშ­ვი­ლი, იგი­ვე „კაბუ“, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რომ, ბოლო 3 წლის მან­ძილ­ზე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და. ცოტა ხნის წინ ჟურ­ნალ "სარ­კის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ საფ­რან­გეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­ვი­და, ნარ­კო­ტი­კე­ბის­თვის თა­ვის და­საღ­წე­ვად. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­კურ­ნა­ლა და დღეს უკვე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეით ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ლაშა რუს­თავ­სკი, "კაბუ", "ჩი­კო­რა"... - სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის 34 წევ­რია და­კა­ვე­ბუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.

საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირებს შორის ქართველი მსახიობი, რეპერი კახა აბუაშვილიც არის.

სპეცოპერაციის შესახებ განცხადება შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. უწყების ცნობით, ოპერაცია 16-17 აპრილს ჩატარდა და ოთხი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. „კანონიერი ქურდები“: 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.

შსს-ს ინფორმაციით, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: რეპერი "კაბუ" საფრანგეთში სპეცოპერაციის შედეგად დააკავებულებს შორისაა

საფრანგეთში სულ დაკავებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი, მათ შორის საქართველოს 14 და სომხეთის 1 მოქალაქე; საბერძნეთში კი - საქართველოს 23 მოქალაქე, რომლებიც ქურდავდნენ ბინებსა და მაღაზიებს, ასევე, ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციასა და ფულის გათეთრებას.

საფრანგეთის ქალაქ კაენში დაკავებული არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ე.წ. „მაყურებლები“. საფრანგეთის ქალაქ რენში კი სამართალდამცველებმა დააკავეს 1991 წელს დაბადებული ლევან გოჩიაშვილი, რომელსაც, ასევე, ებარა ე.წ. „ქურდული საერთო“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში დაკავებულ პირებს შორისაა 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“, რომელიც ცნობილია რომ, ბოლო 3 წლის მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა, ნარკოტიკებისთვის თავის დასაღწევად. წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და დღეს უკვე ჯანსაღი ცხოვრების წეით ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო: "ლაშა რუსთავსკი, "კაბუ", "ჩიკორა"... - საზღვარგარეთ ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს