საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10-ლარიან ჯარიმას გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?" - "სტაიანშიკებისგან" შეწუხებული მძღოლები და უკონტროლო ფული
"10-ლარიან ჯარიმას გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?" - "სტაიანშიკებისგან" შეწუხებული მძღოლები და უკონტროლო ფული

თუ თბი­ლი­სის რო­მე­ლი­მე ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე მუ­შა­ობთ ან ცხოვ­რობთ და ამავდრო­უ­ლად, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლიც გყავთ, შე­ამ­ჩნევ­დით, რომ ფი­ნან­სუ­რად სხვებ­ზე მე­ტად ზა­რალ­დე­ბით. იმი­სათ­ვის, რომ სამ­სა­ხურ­ში მი­სულს ხა­სი­ა­თი დი­ლი­დან­ვე არ გა­გი­ფუჭ­დეთ, სა­ჭი­როა თა­ვი­სუ­ფალ სა­პარ­კინ­გე ად­გილ­თან ერ­თად სა­ფუ­ლე­ში, სულ ცოტა, 50 თეთ­რიც იპო­ვოთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გა­გი­მარ­თლათ და უფრო დიდი მო­თხოვ­ნე­ბის მქო­ნე „სტა­ი­ან­ში­კი“ შეგ­ხვდათ, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ არ მოგ­ცეთ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა იმ მი­ზე­ზით, რომ მას თქვე­ნი მან­ქა­ნის დიდ­ხანს იქ დგო­მა "არ აწყობს".

წლე­ბია, თბი­ლის­ში აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ზო­ლი­ა­ნი ჯო­ხი­თა და შუ­ქამ­რეკ­ლი ჟი­ლე­ტით მდგა­რი ე.წ. „სტა­ი­ან­ში­კე­ბი“, რომ­ლე­ბიც გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ (რა­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვინ სთხოვთ), მძღო­ლებს თან­ხას არ­თმე­ვენ. ქა­ლაქ­ში სულ უფრო იზ­რდე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც გა­ჩე­რე­ბის სა­ფა­სუ­რი 1 ლა­რი­დან 5 ლა­რამ­დეც კი მერ­ყე­ობს. უკვე, თით­ქმის, არ­ცერთ „სტა­ი­ან­შიკს“ აღარ ჰყოფ­ნის 20-40 თეთ­რი, რა­საც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უცენ­ზუ­რო­დაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ხში­რად, იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ქა­ლია თუ კაცი.

“ვი­თომ მან­ქა­ნას მა­ყე­ნე­ბი­ნებ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში თი­თიც არ გა­უნ­ძრე­ვია და 20 თეთ­რი რომ მი­ვე­ცი, ეს რა არის, 1 ლარი მო­მე­ციო“ - გვე­უბ­ნე­ბა თა­თია კა­კი­აშ­ვი­ლი.

„მან­ქა­ნის და­ყე­ნე­ბის დროს არ მო­დი­ან ხოლ­მე და არც გას­ვლის დროს. მხო­ლოდ მა­შინ მო­დი­ან, რო­დე­საც უკვე გა­სუ­ლი ვარ და ფული მო­მე­ციო, ითხო­ვენ. ერთხელ იყო, რომ და­ვა­ყე­ნე მან­ქა­ნა და არც კი ვა­პი­რებ­დი გა­დას­ვლას. მა­შინ­ვე მო­ვი­და - „ფული მო­მე­ცი აქ რომ დგა­ხა­რო“. სა­დაც დგო­მა ფა­სი­ა­ნია, იქ ვიცი, რომ უნდა გა­და­ვი­ხა­დო, მაგ­რამ როცა არ არის კერ­ძო პარ­კი­რე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვაა. თან ყო­ველ­თვის მთვრა­ლე­ბი არი­ან“ - ამ­ბობს ლანა ოსიშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში, ერთ-ერთი რეს­პონ­დენ­ტი იმა­საც ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის დროს ე.წ სტა­ი­ან­შიკ­თან ჩხუ­ბი მო­უხ­და, რის გა­მოც პატ­რუ­ლიც კი გა­მო­ი­ძა­ხა:

„ვა­ჟა­სა და ყაზ­ბეგ­ზე ხომ ვერ­სად ვერ ვა­ჩე­რებთ მან­ქა­ნას და წრე­ე­ბის დარ­ტყმის შემ­დეგ, უცებ ბანკ „პროკ­რე­დიტ­თან“ და­ვი­ნა­ხე ად­გი­ლი. გა­ვა­ჩე­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და რომ გად­მო­ვე­დი, მო­ვი­და „სტა­ი­ან­ში­კი“: „დრო­ზე გა­იყ­ვა­ნე მან­ქა­ნა! ეს კერ­ძო ად­გი­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა აქ გა­ჩე­რე­ბა, მე ბან­კში ვმუ­შა­ო­ბო და ა.შ... წადი თუ გინ­და, მე მა­ინც გა­მო­ვი­ძა­ხებ ევა­კუ­ა­ტორს და გა­და­იყ­ვა­ნენ შენს მან­ქა­ნა­სო“. მერე უკვე პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გად­მო­ვი­და, რომ, თით­ქოს, მე ოფის­ში ვიჯ­დე­ბი, ყა­ვას დავ­ლევ, მას კი ოჯა­ხი ჰყავს შე­სა­ნა­ხი და რო­გორ არ მრცხვე­ნია ახალ­გაზ­რდა გო­გოს. მოკ­ლედ, გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი. რა თქმა უნდა, მა­საც და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ და უთხრეს, რომ მქონ­და იქ გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ წას­ვლის წინ მი­თხრეს, რომ მო­ვე­რი­დო მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებს“ - იხ­სე­ნებს თა­ვის ის­ტო­რი­ას თეო მუ­რა­კაშ­ვი­ლი.

„სტა­ი­ან­ში­კებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც რეს­პონ­დენ­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, სა­ჯა­რი­მო ქვით­რებს უკავ­შირ­დე­ბა. მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ყვე­ბა, რომ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა „სტა­ი­ან­შიკს“ „სითი–პარ­კის“ მიერ მათ­თვის და­წე­რი­ლი ჯა­რი­მა ჩუ­მად გა­და­უგ­დია.

„გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა სა­ა­კა­ძე­ზე ძლივსძლი­ვო­ბით. „სტა­ი­ან­ში­კი“ დამ­პირ­და: არ და­ვა­წე­რი­ნებ ჯა­რი­მა­სო, ჯა­რი­მაც არ დამ­ხვედ­რია სა­ქა­რე მი­ნა­ზე. რამ­დე­ნი­მე დღის მერე სითი-პარ­კის სა­იტ­ზე ვნა­ხე, რომ და­უ­წე­რი­ათ და ეტყო­ბა იმან გა­და­აგ­დო“ - თორ­ნი­კე რაზ­მა­ძე.

„იყო შემ­თხვე­ვა, რომ და­ვუ­ტო­ვე მან­ქა­ნა და მი­თხრა, არ და­ვა­ჯა­რი­მე­ბი­ნე­ბო. რომ დავ­ბრუნ­დი, და­ვი­ნა­ხე ქვი­თა­რი ამო­ი­ღო, გა­და­აგ­დო და მი­თხრა - არა­ვინ ყო­ფი­ლაო. თან 50 თეთ­რი რომ მი­ვე­ცი, ჩხუ­ბი და­მი­წყო - 10 ლარს გა­და­გარ­ჩი­ნე და ასე ცო­ტას მაძ­ლე­ვო?“ – ნა­თია ოსა­ნა­ძე.

თით­ქოს ერთი შე­ხედ­ვით, 50 თეთ­რი ან 1 ლარი არ ღირს ჩხუ­ბად და ხა­სი­ა­თის გა­ფუ­ჭე­ბად, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­თან მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა­ში ყო­ველ დი­ლით ფულს იხ­დის, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი კა­ფე­ში, ბან­კში, მა­ღა­ზი­ა­ში ან სხვა მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც შე­ივ­ლის, თვის ბო­ლოს „სტა­ი­ან­ში­კე­ბის­თვის“ გა­დახ­დი­ლი თან­ხა სა­შუ­ა­ლოდ 30 ლარს მა­ინც უტოლ­დე­ბა. მა­შინ როცა, სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლის­თვის მძღო­ლე­ბი გა­და­სა­ხადს - წე­ლი­წად­ში 50 ლარს ისე­დაც იხ­დი­ან, „სტა­ი­ან­ში­კე­ბის“ ქმე­დე­ბე­ბი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბას ლო­გი­კუ­რად იწ­ვევს.

მო­ქა­ლა­ქე­თა პრო­ტეს­ტი კი­დევ უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი ხდე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის“ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ფონ­ზე. ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ე.წ. სტა­ი­ან­ში­კე­ბი თვე­ში, 1 800 000 ლარს ნაღდ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ.

„მარ­ტო ასე­თი მო­საკ­რებ­ლე­ბით, ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, თვე­ში მი­ლი­ონ 800 ათა­სამ­დე ლარი შე­დის ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში. არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, არც სა­გა­და­სა­ხა­დო რე­გუ­ლა­ცია მოქ­მე­დებს და არც ბი­უ­ჯეტ­ში შე­დის ეს ფული“ - აღ­ნიშ­ნავს მეს­ხიშ­ვი­ლი.

იმა­ზე, რომ ამ უკონ­ტრო­ლო "ბიზ­ნესს" ვი­ღაც მფარ­ვე­ლობს დიდი ხა­ნია სა­უბ­რო­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში. ეს ფაქ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ჯერ კი­დევ 8 წლის წინ, სტუ­დია „მო­ნი­ტორ­მა“ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გი­ნა, რომ არ­სე­ბობს ე.წ. ფირ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც „სტა­ი­ან­ში­კებს“ ად­გი­ლებს უსა­ზღვრა­ვენ და ე.წ. დღი­უ­რი გეგ­მის გა­დახ­და­საც ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ. ვინ არი­ან ეს მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი და რა­ტომ არ ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ამ პრობ­ლე­მით, უც­ნო­ბია.

მა­შინ როცა თბი­ლი­სის მერი "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­დეგ პარ­კი­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აა­ნონ­სებს, დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მწვა­ვე პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას თბი­ლი­სის მე­რია ვერ ახერ­ხებს. რო­გორც AMBEBI.GE-ს მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ეს სა­კი­თხი უწყე­ბას არ ეხე­ბა.

„ჩვენ არ გვე­ხე­ბა ეს თემა. ისი­ნი რა ქმე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, იქ­ცე­ვი­ან თუ არა უკა­ნო­ნოდ და ზო­გა­დად რას აკე­თე­ბენ - ეს მე­რი­ის სფე­რო არ არის. ეს, ალ­ბათ, შსს-ს უნდა ჰკი­თხოთ. ჩვენ ამა­ზე ვერ გი­პა­სუ­ხებთ“ - გა­ნა­ცხა­და მე­რი­ის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კი ამ სა­კი­თხის გა­მო­ძი­ე­ბა არც წინა და არც ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ და­უ­წყია. 10 წელ­ზე მე­ტია იმა­ვე პრინ­ციპს მიჰ­ყვე­ბი­ან თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა მე­რე­ბიც - არც გიგი უგუ­ლა­ვას, არც და­ვით ნარ­მა­ნი­ას და ჯერ­ჯე­რო­ბით, არც კახა კა­ლა­ძეს ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა არ უც­დია. სწო­რედ ამი­ტომ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში ამით სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლო­ბენ.

„ჩვენ არ გვახ­სოვს არა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა, არა­ნა­ი­რი საქ­მის წარ­მო­ე­ბა, რომ ეს მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა აღ­მო­ფხვრი­ლი­ყო. რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა არ ტარ­დე­ბა, ე.ი. ეს სის­ტე­მა აწყობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბით შე­იძ­ლე­ბა მა­ნი­პუ­ლი­რებ­დეს, მაგ­რამ მერე როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დის, აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ ეს სა­კი­თხი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღარ არის. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი დიდ კომ­ფორ­ტშია იმის გამო, რომ ძი­რი­თა­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყო და თვი­თო­ნაც იყე­ნებ­და ამ სის­ტე­მას, არ აკ­რი­ტი­კებს მათ და შე­სა­ბა­მი­სად შექ­მნი­ლია ორ­მა­გი კონ­ფორ­ტი.

თუ მძღო­ლი იხ­დის გა­და­სა­ხადს და ყი­დუ­ლობს პარ­კი­რე­ბის აბო­ნე­მენტს, მა­შინ უნდა ქონ­დეს უფ­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას გა­ა­ჩე­როს, სა­დაც გა­მო­ყო­ფი­ლი არის ად­გი­ლი პარ­კი­რე­ბის­თვის. ასეთ ად­გი­ლებ­ში კი არ უნდა ხვდე­ბო­დეს მე­სად­გო­მე­ე­ბის გა­ურ­კვე­ვე­ლი სერ­ვი­სი, რომ­ლე­ბიც და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ მძღო­ლის­გან გა­და­სა­ხადს“ - გა­ნა­ცხა­და ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პლატ­ფორ­მა „hub georgia”-ს დი­რექ­ტორ­მა ვასო ურუ­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის პრობ­ლე­მა არამ­ხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, არა­მედ ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის­თვი­საც, რო­მელ­საც სურს თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის სექ­ტორ­ში ჩა­დოს ინ­ვეს­ტი­ცია და შექ­მნას და­მა­ტე­ბი­თი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი და უკე­თე­სი სერ­ვი­სი.

ფოტო: თბი­ლი­სის ფო­რუ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"10-ლარიან ჯარიმას გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?" - "სტაიანშიკებისგან" შეწუხებული მძღოლები და უკონტროლო ფული

"10-ლარიან ჯარიმას გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?" - "სტაიანშიკებისგან" შეწუხებული მძღოლები და უკონტროლო ფული

თუ თბილისის რომელიმე ცენტრალურ გამზირზე მუშაობთ ან ცხოვრობთ და ამავდროულად, საკუთარი ავტომობილიც გყავთ, შეამჩნევდით, რომ ფინანსურად სხვებზე მეტად ზარალდებით. იმისათვის, რომ სამსახურში მისულს ხასიათი დილიდანვე არ გაგიფუჭდეთ, საჭიროა თავისუფალ საპარკინგე ადგილთან ერთად საფულეში, სულ ცოტა, 50 თეთრიც იპოვოთ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაგიმართლათ და უფრო დიდი მოთხოვნების მქონე „სტაიანშიკი“ შეგხვდათ, შესაძლოა, საერთოდ არ მოგცეთ კონკრეტულ ადგილზე გაჩერების უფლება იმ მიზეზით, რომ მას თქვენი მანქანის დიდხანს იქ დგომა "არ აწყობს".

წლებია, თბილისში აღარავის აკვირვებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზოლიანი ჯოხითა და შუქამრეკლი ჟილეტით მდგარი ე.წ. „სტაიანშიკები“, რომლებიც გაწეული მომსახურების სანაცვლოდ (რასაც ხშირ შემთხვევაში არავინ სთხოვთ), მძღოლებს თანხას ართმევენ. ქალაქში სულ უფრო იზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც გაჩერების საფასური 1 ლარიდან 5 ლარამდეც კი მერყეობს. უკვე, თითქმის, არცერთ „სტაიანშიკს“ აღარ ჰყოფნის 20-40 თეთრი, რასაც რიგ შემთხვევებში უცენზუროდაც აპროტესტებენ. რამდენად აქტიურად გამოხატავენ უკმაყოფილებას ხშირად, იმაზეა დამოკიდებული, ავტომობილის მძღოლი ქალია თუ კაცი.

“ვითომ მანქანას მაყენებინებდა. სინამდვილეში თითიც არ გაუნძრევია და 20 თეთრი რომ მივეცი, ეს რა არის, 1 ლარი მომეციო“ - გვეუბნება თათია კაკიაშვილი.

„მანქანის დაყენების დროს არ მოდიან ხოლმე და არც გასვლის დროს. მხოლოდ მაშინ მოდიან, როდესაც უკვე გასული ვარ და ფული მომეციო, ითხოვენ. ერთხელ იყო, რომ დავაყენე მანქანა და არც კი ვაპირებდი გადასვლას. მაშინვე მოვიდა - „ფული მომეცი აქ რომ დგახარო“. სადაც დგომა ფასიანია, იქ ვიცი, რომ უნდა გადავიხადო, მაგრამ როცა არ არის კერძო პარკირება, ჩვეულებრივი ფულის გამოძალვაა. თან ყოველთვის მთვრალები არიან“ - ამბობს ლანა ოსიშვილი.

AMBEBI.GE-სთან საუბარში, ერთ-ერთი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ მანქანის გაჩერების დროს ე.წ სტაიანშიკთან ჩხუბი მოუხდა, რის გამოც პატრულიც კი გამოიძახა:

„ვაჟასა და ყაზბეგზე ხომ ვერსად ვერ ვაჩერებთ მანქანას და წრეების დარტყმის შემდეგ, უცებ ბანკ „პროკრედიტთან“ დავინახე ადგილი. გავაჩერე ჩვეულებრივად და რომ გადმოვედი, მოვიდა „სტაიანშიკი“: „დროზე გაიყვანე მანქანა! ეს კერძო ადგილია, არ შეიძლება აქ გაჩერება, მე ბანკში ვმუშაობო და ა.შ... წადი თუ გინდა, მე მაინც გამოვიძახებ ევაკუატორს და გადაიყვანენ შენს მანქანასო“. მერე უკვე პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რომ, თითქოს, მე ოფისში ვიჯდები, ყავას დავლევ, მას კი ოჯახი ჰყავს შესანახი და როგორ არ მრცხვენია ახალგაზრდა გოგოს. მოკლედ, გამოვიძახე პატრული. რა თქმა უნდა, მასაც დაელაპარაკნენ და უთხრეს, რომ მქონდა იქ გაჩერების უფლება, მაგრამ წასვლის წინ მითხრეს, რომ მოვერიდო მსგავს სიტუაციებს“ - იხსენებს თავის ისტორიას თეო მურაკაშვილი.

„სტაიანშიკებთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც რესპონდენტებთან საუბრისას გამოიკვეთა, საჯარიმო ქვითრებს უკავშირდება. მძღოლების ნაწილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა „სტაიანშიკს“ „სითი–პარკის“ მიერ მათთვის დაწერილი ჯარიმა ჩუმად გადაუგდია.

„გავაჩერე მანქანა სააკაძეზე ძლივსძლივობით. „სტაიანშიკი“ დამპირდა: არ დავაწერინებ ჯარიმასო, ჯარიმაც არ დამხვედრია საქარე მინაზე. რამდენიმე დღის მერე სითი-პარკის საიტზე ვნახე, რომ დაუწერიათ და ეტყობა იმან გადააგდო“ - თორნიკე რაზმაძე.

„იყო შემთხვევა, რომ დავუტოვე მანქანა და მითხრა, არ დავაჯარიმებინებო. რომ დავბრუნდი, დავინახე ქვითარი ამოიღო, გადააგდო და მითხრა - არავინ ყოფილაო. თან 50 თეთრი რომ მივეცი, ჩხუბი დამიწყო - 10 ლარს გადაგარჩინე და ასე ცოტას მაძლევო?“ – ნათია ოსანაძე.

თითქოს ერთი შეხედვით, 50 თეთრი ან 1 ლარი არ ღირს ჩხუბად და ხასიათის გაფუჭებად, მაგრამ თუკი ადამიანი სამსახურთან მანქანის გაჩერებაში ყოველ დილით ფულს იხდის, დღის განმავლობაში კი კაფეში, ბანკში, მაღაზიაში ან სხვა მსგავს დაწესებულებაშიც შეივლის, თვის ბოლოს „სტაიანშიკებისთვის“ გადახდილი თანხა საშუალოდ 30 ლარს მაინც უტოლდება. მაშინ როცა, საპარკინგე ადგილისთვის მძღოლები გადასახადს - წელიწადში 50 ლარს ისედაც იხდიან, „სტაიანშიკების“ ქმედებები პროტესტის გრძნობას ლოგიკურად იწვევს.

მოქალაქეთა პროტესტი კიდევ უფრო სამართლიანი ხდება „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე. ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. სტაიანშიკები თვეში, 1 800 000 ლარს ნაღდ ფულს გამოიმუშავებენ.

„მარტო ასეთი მოსაკრებლებით, ჩვენი გათვლებით, თვეში მილიონ 800 ათასამდე ლარი შედის ვიღაცის ჯიბეში. არ არის რეგისტრირებული, არც საგადასახადო რეგულაცია მოქმედებს და არც ბიუჯეტში შედის ეს ფული“ - აღნიშნავს მესხიშვილი.

იმაზე, რომ ამ უკონტროლო "ბიზნესს" ვიღაც მფარველობს დიდი ხანია საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. ეს ფაქტი რამდენჯერმე ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადასტურა. ჯერ კიდევ 8 წლის წინ, სტუდია „მონიტორმა“ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ არსებობს ე.წ. ფირმები, რომლებიც „სტაიანშიკებს“ ადგილებს უსაზღვრავენ და ე.წ. დღიური გეგმის გადახდასაც ავალდებულებენ. ვინ არიან ეს მეთვალყურეები და რატომ არ ინტერესდება საგამოძიებო უწყება ამ პრობლემით, უცნობია.

მაშინ როცა თბილისის მერი "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას აანონსებს, დედაქალაქის ერთ-ერთი მწვავე პრობლემის მოგვარებას თბილისის მერია ვერ ახერხებს. როგორც AMBEBI.GE-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ეს საკითხი უწყებას არ ეხება.

„ჩვენ არ გვეხება ეს თემა. ისინი რა ქმედებებს ახორციელებენ, იქცევიან თუ არა უკანონოდ და ზოგადად რას აკეთებენ - ეს მერიის სფერო არ არის. ეს, ალბათ, შსს-ს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ამაზე ვერ გიპასუხებთ“ - განაცხადა მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ამ საკითხის გამოძიება არც წინა და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ დაუწყია. 10 წელზე მეტია იმავე პრინციპს მიჰყვებიან თბილისის სხვადასხვა მერებიც - არც გიგი უგულავას, არც დავით ნარმანიას და ჯერჯერობით, არც კახა კალაძეს ამ საკითხის მოგვარება არ უცდია. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ პოლიტიკურ წრეებში ამით სარგებელს ნახულობენ.

„ჩვენ არ გვახსოვს არანაირი გამოძიება, არანაირი საქმის წარმოება, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრილიყო. რადგან გამოძიება არ ტარდება, ე.ი. ეს სისტემა აწყობს ხელისუფლებას. კონკრეტული პარტია ასეთი შემთხვევებით შეიძლება მანიპულირებდეს, მაგრამ მერე როცა ხელისუფლებაში მოდის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. სახელისუფლებო გუნდი დიდ კომფორტშია იმის გამო, რომ ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და თვითონაც იყენებდა ამ სისტემას, არ აკრიტიკებს მათ და შესაბამისად შექმნილია ორმაგი კონფორტი.

თუ მძღოლი იხდის გადასახადს და ყიდულობს პარკირების აბონემენტს, მაშინ უნდა ქონდეს უფლება ავტომობილი ნებისმიერ ადგილას გააჩეროს, სადაც გამოყოფილი არის ადგილი პარკირებისთვის. ასეთ ადგილებში კი არ უნდა ხვდებოდეს მესადგომეების გაურკვეველი სერვისი, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ მძღოლისგან გადასახადს“ - განაცხადა ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „hub georgia”-ს დირექტორმა ვასო ურუშაძემ.

მისივე თქმით, ეს არის პრობლემა არამხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესსექტორისთვისაც, რომელსაც სურს თბილისში პარკირების სექტორში ჩადოს ინვესტიცია და შექმნას დამატებითი პარკირების ადგილები და უკეთესი სერვისი.

ფოტო: თბილისის ფორუმი

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, BTU-სა და მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევითი ანგარიში გამოქვეყნდა

"ერთის ინფიცირების წყარო უცნობია" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ