19 წლის გერი ჰარდვიკი 77 წლის ალმედაზეა დაქორწინებული, წყვილმა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება გაცნობიდან 2 კვირაში მიიღო.
Sun წერს, რომ გერი და ალმედა უკვე 2 წელია ერთად არიან და ამბობენ, რომ ძლიერი გრძნობა პირველი ნახვისთანავე გაჩნდა. წყვილი აშშ-ში, ტენესის შტატში ცხოვრობს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
„როდესაც ვინმე გიყვარს, ასაკი არაფერს ნიშნავს. უკვე 2 წელია დაქორწინებული ვარ ადამიანზე, რომელიც ძალიან მიყვარს,“ - ამბობს ალმედა.
ერთმანეთი პიცერიაში გაიცნეს.
„დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მასთან ერთად მინდოდა ცხოვრების გატარება. ასაკს ოდნავაც არ შევუშინებივარ,“ - აღნიშნავს ალმედა.
53 წლიანი შუალედის მიუხედავად, მათ ერთი და იგივე ინტერესები და ჰობი აქვთ.
გერის თქმით, ახალგაზრდა ქალები არასოდეს მოსწონდა - მაშინაც კი, როდესაც 13-14 წლის იყო.
„ყოველთვის მომწონდა ასაკოვანი ქალები. როდესაც ჩემი სიყვარულის შესახებ ბებიას ვუამბე, რომელმაც გამზარდა, არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება მისთვის მისაღები აღმოჩნდა,“ - განაცხადა გერიმ.
თუმცა, მათი კავშირით ყველა არ არის კმაყოფილი, მათ შორის - ალმედას შვილი, რომელმაც დედასთან ურთიერთობა გერის გაცნობის შემდეგ შეწყვიტა.
თავდაპირველად, ბებიის დაოჯახება რთულად მისაღები აღმოჩნდა ალმედას შვილიშვილებისთვის, აარონისა და ინდიანასთვის, 22 წლის აარონი ბებიის ქმარზე უფროსია. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბებიასთან ურთიერთობა აღადგინეს და გერისთანაც უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ბებიის ბედნიერება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.