სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგზემა - პირველი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
ეგზემა - პირველი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ეგ­ზე­მა კა­ნის მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი არა­გა­დამ­დე­ბი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა გა­მო­ნა­ყა­რი, წვის შეგ­რძნე­ბა და ქა­ვი­ლი ახა­სი­ა­თებს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას სხვა­დას­ხვა გა­მონყრის სა­ხით. რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ და­ა­ვა­დე­ბას, რო­გორ უნდა ვმარ­თოთ, ამა­ზე დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ამ და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ბუშ­ტუ­კე­ბია, მაგ­რამ ბუშ­ტუ­კე­ბი ჰერ­პეს­საც ახა­სი­ა­თებს. მათ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ ეგ­ზე­მის სა­ლო­კა­ლი­ზა­ციო არე მის­თვის ხე­ლის მტევ­ნის ზე­და­პი­რი და ფე­ხის წვი­ვია. ეს ამ და­ა­ვა­დე­ბის კლა­სი­კუ­რი ნი­შა­ნი და მისი საყ­ვა­რე­ლი სლო­კა­ლი­ზა­ციო ად­გი­ლია. ახა­სი­ა­თებს ან­თე­ბა, სი­წით­ლე, შე­სი­ე­ბა, ქა­ვი­ლი, წვა და ბუშ­ტუ­კე­ბი. ახ­ლავს ხში­რი და ძლი­ე­რი ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მარ­ტო ბუშ­ტუ­კი იყოს, ან ნა­კაწ­რი, მხო­ლოდ ქერ­ქი, სი­წით­ლე, ან ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და რამ­დე­ნი­მე მხო­ლოდ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გაჩ­ნდეს, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სად მა­ინც იმ უბ­ნებ­ზე, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რეთ.

- რა იწ­ვევს ზო­გა­დად ამ და­ა­ვა­დე­ბას?

- ეგ­ზე­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა იყოს რო­გორც გა­რე­გა­ნი, ასე­ვე მე­ქა­ნი­კუ­რი, ქი­მი­უ­რი და სხვა ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რი. მა­გა­ლი­თად, ჯინ­სის შე­საკ­რა­ვი უმე­ტე­სად, მე­ტა­ლის ღი­ლია, მისი მუც­ლის არე­ზე მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, კონ­ტაქ­ტუ­რი დერ­მა­ტი­ტი გაჩ­ნდეს, რა დრო­საც სა­ჭი­როა დერ­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეგ­ზე­მის გან­ვი­თა­რე­ბა. თუმ­ცა ამ და­ა­ვა­დე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი და­უ­დე­გე­ნე­ლია, ცნო­ბი­ლია, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი იყოს, ერთი _ ნე­ი­რო­გე­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა, სტრე­სი, გე­ნე­ტი­კურ წი­ნას­წარ გან­წყო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს (შე­საძ­ლოა, ჰქონ­და ბე­ბი­ას, ბა­ბუ­ას, რო­მე­ლი­მე წი­ნა­პარს) მოქ­მე­დებს ასე­ვე ალერ­გი­უ­ლი გან­წყო­ბა (გა­ზა­ფხუ­ლო­ბით მცე­ნა­რე­ებ­ზე რომ ემარ­თე­ბათ). არ­სე­ბობს კი­დევ პრო­ფე­სი­უ­ლი ეგ­ზე­მა, ეს ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ ქარ­ხა­ნა­ში, სა­წყობ­ში, შე­ხე­ბა აქვთ ხსნა­რე­ბე­თან, ქი­მი­ურ აგენ­ტებ­თან, შე­საძ­ლოა, კანი გა­უ­წით­ლდეთ, ალერტგი­უ­ლი რე­აქ­ცია, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი და­ე­წყოთ. თუ ამან სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, პრო­ფე­სი­უ­ლი ეგ­ზე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხდე­ბა.

- და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი დრო­თა გან­მავ­ლობ­ში ეგ­ზე­მა­ში გა­და­დის?

- დიახ და ამას პრო­ფე­სი­ულ ეგ­ზე­მას ეძა­ხი­ან, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბი მას თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ის შე­დე­გად იძე­ნენ. ნებ­სმი­ერ ფორ­მას თა­ვი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს. თუ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცა, მერე ქრო­ნი­კულ სა­ხეს იძენს. სა­ერ­თოდ, და­ა­ვა­დე­ბა თუ 6 კვი­რის მე­რეც გრძელ­დე­ბა, მერე უკვე ქრო­ნი­კუ­ლად ით­ვლე­ბა.

- ჯინ­სის შარ­ვლის მე­ტა­ლის ღი­ლით გა­მოწ­ვე­ულ ქსო­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბას რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ. რას­თან გვაქვს საქ­მე?

- მას მე­ტა­ლის დერ­მა­ტი­ტი ჰქვია (ალერ­გი­უ­ლი კონ­ტაქ­ტუ­რი დე­რამ­ტი­ტი). მე­ტა­ლის დერ­მა­ტი­ტი ზოგს ოქ­რო­ზე აქვს, ზოგს ნი­კელ­ზე, სა­ათ­ზე, ღილ­ზე. როცა თუ სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს ამ ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, კონ­ტაქ­ტურ დერ­მა­ტი­ტში, ეგ­ზე­მა­ში გა­და­დის. ერთხელ შარ­ვა­ლი შე­ვი­კა­რით მე­ტა­ლის ღი­ლით, კანი გა­ღი­ზი­ან­და, კი­დევ გვქონ­და კონ­ტაქ­ტი და უკვე სი­წით­ლე გაჩ­ნდა, ან­თე­ბა წარ­მო­იქ­მნა. ასე­ვეა პრო­ფე­სი­უ­ლი ეგ­ზე­მაც - სი­წით­ლე ქერ­ქს იჩენს. თუ წინა მა­გა­ლით­ში მე­ტა­ლის ღი­ლია პრობ­ლე­მა, აქ მათი სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ფი­კა (მე­ქა­ნუ­ი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი - ხსნა­რი, ზეთი ერ­თვე­ბა).

- საკ­ვე­ბი არ პრო­ვო­ცი­რებს?

- ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, არის პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­ტი­გენ­ტი, რო­მე­ლე­ბიც კვე­ბას იმი­ტომ უკავ­ში­რებს ამას, რომ ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა ალერ­გი­უ­ლი იყოს. მა­გა­ლი­თად, ტკბი­ლე­უ­ლი ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ში ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევ­დეს, მოქ­მე­დებს ასე­ვე - თხი­ლი, ნი­გო­ზი, კვერ­ცხი, თაფ­ლი, შო­კო­ლა­დი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყვე­ლაფ­რი მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ხდე­ბა. მაგ­რამ ვის­ზეც არ მოქ­მე­დებს, მას დი­ე­ტა, ცხა­დია, არ სჭირ­დე­ბა.

- რო­გორ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ ეგ­ზე­მას და სა­ერ­თოდ იკურ­ნე­ბა თუ არა?

- და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ფორ­მა­სა და სტა­დი­ა­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ხან­გრძლი­ვი რე­მი­სია (დრო­ე­ბი­თი გაქ­რო­ბა). პრობ­ლე­მას დრო­უ­ლად უნდა მივ­ხე­დოთ, რომ ქრო­ნი­კულ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს. ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა უნდა მოხ­დეს და ასეთ დროს და­ავ­დე­ბის მარ­თვა და გარ­კვე­უ­ლი ეფექ­ტის მიღ­წე­ვა გა­რეგ­ნუ­ლი თე­რა­პი­ით ხდე­ბა, აბე­ბის გა­რე­შე. წა­ის­ვათ ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ად­გი­ლობ­რი­ვი ერთი კვი­რის მნა­ძილ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბულ უნდა იქ­ნას ჰორ­მო­ნა­ლუ­რი მა­ლა­მო (კვი­რა­ზე მეტ ხანს არ შე­იძ­ლე­ბა) ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­სა­ბა­ნი, ჰი­გი­ე­ნუ­რი, დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ეს საპრო­ფილ­ქტი­კო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, იმის შანსს გვაძ­ლევს, რომ მო­მა­ვალ­ში და­ა­ვა­დე­ბა არ გამ­წვავ­დეს და სა­ე­როდ ეგ­ზე­მის შე­სა­ხებ და­ვი­ვი­წყოთ. ისე, რაც უფრო რთუ­ლი ფორ­მაა, პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა მე­ტად რთულ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გა­ნი თე­რა­პი­ის და­ნიშ­ვნა გვი­წევს, სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლის პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­ბის ერაა. არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტე­ბი - აბე­ბი, სა­ინ­ფუ­ზიო სა­ი­ნექ­ციო ხსნა­რე­ბი, რო­მელ­თა ერ­ჯე­რა­დი მი­ღე­ბი­სას სრუ­ლი რე­მი­სია აქვთ პა­ცი­ენ­ტებს.

- ქრო­ნი­კულ ეგ­ზე­მას რა მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს?

- შე­იძ­ლე­ბა სიმპტო­მე­ბი იყოს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, იყოს ქა­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის ძილ­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რი კუ­თხი­თაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ფსი­ქო­ლო­გი­ურ პო­რობ­ლე­მას შექ­მნის, ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ ფონ­ზე იმოქ­მე­დებს, ფარ­თო­ბის ზრდაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია - ხე­ლის მტევ­ნი­დან შე­ი­ძე­ბა მკლა­ვის მი­და­მო­ში გა­და­ვი­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს, რაც დიდი დის­კომ­ფორ­ტია, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე ერ­თად აი­სა­ხე­ბა. ექიმ­თან ვი­ზიტს ზოგი დრო­უ­ლად ახერ­ხებს, ზოგი უკვე ქრო­ნი­კუ­ლი სტა­დი­ით მო­დის, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შია. ნუ, ქრო­ნი­კუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტია, მეტი ვადა სჭირ­დე­ბა, რომ რე­მი­სია მი­ვი­ღოთ, იქაც ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. სა­ერ­თოდ კი, ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან ავი­რი­დოთ, ამის­თვის სა­სურ­ვე­ლია, და­სა­წყის­ში მოხ­დეს სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის ალაგმვა.

- რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ზო­გა­დად ეგ­ზე­მის­გან?

- ჩა­მოთ­ვლი­ლი რო­მე­ლი­მე სიმპტო­მის შემ­ჩნე­ვის­თა­ნა­ვე სა­სურ­ვე­ლია ვი­ზი­ტი ექიმ-დერ­მა­ტო­ლოგ­თან, რაც მო­იც­ვას დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას, სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბი­სა და შემ­დგო­მი პრე­ვენ­ცი­ის გან­სა­ზღვრას, ეს გა­ნა­პი­რო­ბებს და­ა­ვა­დე­ბის ხან­გრძლივ რე­მი­სი­ა­სა და გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ეგზემა - პირველი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ეგზემა - პირველი სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ეგზემა კანის მწვავე ან ქრონიკული არაგადამდები ანთებითი დაავადებაა, რომელსაც სხვადასხვა გამონაყარი, წვის შეგრძნება და ქავილი ახასიათებს. შეიძლება გამოხატული იყოს სხეულის ნებისმიერ ადგილას სხვადასხვა გამონყრის სახით. რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას, როგორ უნდა ვმართოთ, ამაზე დერმატო-ვენეროლოგი გიორგი არველაძე გვესაუბრება.

- ამ დაავადების პირველი კლასიკური გამოვლინება ბუშტუკებია, მაგრამ ბუშტუკები ჰერპესსაც ახასიათებს. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ეგზემის სალოკალიზაციო არე მისთვის ხელის მტევნის ზედაპირი და ფეხის წვივია. ეს ამ დაავადების კლასიკური ნიშანი და მისი საყვარელი სლოკალიზაციო ადგილია. ახასიათებს ანთება, სიწითლე, შესიება, ქავილი, წვა და ბუშტუკები. ახლავს ხშირი და ძლიერი ქავილის შეგრძნება. თუმცა შეიძლება მარტო ბუშტუკი იყოს, ან ნაკაწრი, მხოლოდ ქერქი, სიწითლე, ან ყველაფერი ერთად და რამდენიმე მხოლოდ. შესაძლებელია სხვადასხვა ადგილას გაჩნდეს, მაგრამ უპირატესად მაინც იმ უბნებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

- რა იწვევს ზოგადად ამ დაავადებას?

- ეგზემის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც გარეგანი, ასევე მექანიკური, ქიმიური და სხვა შინაგანი ფაქტორი. მაგალითად, ჯინსის შესაკრავი უმეტესად, მეტალის ღილია, მისი მუცლის არეზე მუდმივი კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლოა, კონტაქტური დერმატიტი გაჩნდეს, რა დროსაც საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა თავიდან ავიცილოთ ეგზემის განვითარება. თუმცა ამ დაავადების ზუსტი მიზეზი დაუდეგენელია, ცნობილია, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი იყოს, ერთი _ ნეიროგენული დარღვევა, სტრესი, გენეტიკურ წინასწარ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს (შესაძლოა, ჰქონდა ბებიას, ბაბუას, რომელიმე წინაპარს) მოქმედებს ასევე ალერგიული განწყობა (გაზაფხულობით მცენარეებზე რომ ემართებათ). არსებობს კიდევ პროფესიული ეგზემა, ეს ყველაზე საინტერესოა - ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ქარხანაში, საწყობში, შეხება აქვთ ხსნარებეთან, ქიმიურ აგენტებთან, შესაძლოა, კანი გაუწითლდეთ, ალერტგიული რეაქცია, ანთებითი პროცესი დაეწყოთ. თუ ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, პროფესიული ეგზემის ჩამოყალიბება ხდება.

- და ანთებითი პროცესი დროთა განმავლობში ეგზემაში გადადის?

- დიახ და ამას პროფესიულ ეგზემას ეძახიან, რადგანაც ადამიანები მას თავიანთი პროფესიის შედეგად იძენენ. ნებსმიერ ფორმას თავისი მიმდინარეობა აქვს. თუ ყურადღება არ მიექცა, მერე ქრონიკულ სახეს იძენს. საერთოდ, დაავადება თუ 6 კვირის მერეც გრძელდება, მერე უკვე ქრონიკულად ითვლება.

- ჯინსის შარვლის მეტალის ღილით გამოწვეულ ქსოვილის დაზიანებას რომ მივუბრუნდეთ. რასთან გვაქვს საქმე?

- მას მეტალის დერმატიტი ჰქვია (ალერგიული კონტაქტური დერამტიტი). მეტალის დერმატიტი ზოგს ოქროზე აქვს, ზოგს ნიკელზე, საათზე, ღილზე. როცა თუ სისტემატური ხასიათი აქვს ამ ნივთების გამოყენებას, კონტაქტურ დერმატიტში, ეგზემაში გადადის. ერთხელ შარვალი შევიკარით მეტალის ღილით, კანი გაღიზიანდა, კიდევ გვქონდა კონტაქტი და უკვე სიწითლე გაჩნდა, ანთება წარმოიქმნა. ასევეა პროფესიული ეგზემაც - სიწითლე ქერქს იჩენს. თუ წინა მაგალითში მეტალის ღილია პრობლემა, აქ მათი სამსახურის სპეციფიკა (მექანუიკური ფაქტორები - ხსნარი, ზეთი ერთვება).

- საკვები არ პროვოცირებს?

- ინდივიდუალურია, არის პაციენტების კონტიგენტი, რომელებიც კვებას იმიტომ უკავშირებს ამას, რომ ზოგადად, შეიძლება ალერგიული იყოს. მაგალითად, ტკბილეული ასეთ ადამიანებში ქავილის შეგრძნებას იწვევდეს, მოქმედებს ასევე - თხილი, ნიგოზი, კვერცხი, თაფლი, შოკოლადი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაფრი მაინც ინდივიდუალურად ხდება. მაგრამ ვისზეც არ მოქმედებს, მას დიეტა, ცხადია, არ სჭირდება.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ეგზემას და საერთოდ იკურნება თუ არა?

- დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმასა და სტადიაზე. თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით შესაძლებელია ხანგრძლივი რემისია (დროებითი გაქრობა). პრობლემას დროულად უნდა მივხედოთ, რომ ქრონიკულში არ გადაიზარდოს. ადრეული დიაგნოსტირება უნდა მოხდეს და ასეთ დროს დაავდების მართვა და გარკვეული ეფექტის მიღწევა გარეგნული თერაპიით ხდება, აბების გარეშე. წაისვათ ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი ერთი კვირის მნაძილზე გამოყენებულ უნდა იქნას ჰორმონალური მალამო (კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება) ასევე სპეციალური დასაბანი, ჰიგიენური, დერმატოლოგიური მოვლის საშუალებები. ეს საპროფილქტიკო ღონისძიებები, იმის შანსს გვაძლევს, რომ მომავალში დაავადება არ გამწვავდეს და საეროდ ეგზემის შესახებ დავივიწყოთ. ისე, რაც უფრო რთული ფორმაა, პრობლემის დაძლევა მეტად რთულდება. ამ შემთხვევაში შინაგანი თერაპიის დანიშვნა გვიწევს, სხვადასხვა სირთულის პრეპარატის გამოყენება. დღესდღეობით მსოფლიოში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებიბის ერაა. არსებობს პრეპარატები - აბები, საინფუზიო საინექციო ხსნარები, რომელთა ერჯერადი მიღებისას სრული რემისია აქვთ პაციენტებს.

- ქრონიკულ ეგზემას რა მოსალოდნელი შედეგი შეიძლება ჰქონდეს?

- შეიძლება სიმპტომები იყოს შემაწუხებელი, მაგალითად, იყოს ქავილი, რომელიც ხელს შეუშლის ძილში, ვიზუალური კუთხითაც ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ პორობლემას შექმნის, ფსიქოემოციურ ფონზე იმოქმედებს, ფართობის ზრდაც მოსალოდნელია - ხელის მტევნიდან შეიძება მკლავის მიდამოში გადავიდეს და გაძლიერდეს, რაც დიდი დისკომფორტია, ადამიანის ფსიქიკასა და ცხოვრების ხარისხზე ერთად აისახება. ექიმთან ვიზიტს ზოგი დროულად ახერხებს, ზოგი უკვე ქრონიკული სტადიით მოდის, მაგრამ გამოსავალი სწორი მკურნალობის შემთხვევაშია. ნუ, ქრონიკულის შემთხვევაში ფაქტია, მეტი ვადა სჭირდება, რომ რემისია მივიღოთ, იქაც ანალოგიურად ხდება ყველაფერი. საერთოდ კი, ეს გართულებები თავიდან ავირიდოთ, ამისთვის სასურველია, დასაწყისში მოხდეს სწორი მკურნალობა და ამ ყველაფრის ალაგმვა.

- როგორ დავიცვათ თავი ზოგადად ეგზემისგან?

- ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის შემჩნევისთანავე სასურველია ვიზიტი ექიმ-დერმატოლოგთან, რაც მოიცვას დიაგნოსტირებას, სათანადო მკურნალობისა და შემდგომი პრევენციის განსაზღვრას, ეს განაპირობებს დაავადების ხანგრძლივ რემისიასა და გამწვავების თავიდან აცილებას.