სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით
პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი იყო მისი წა­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და მისი დე­დის ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა იო­სებ ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გი­ნოს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­არ­წმუ­ნებს ამ პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ში და მის მი­მართ უმ­კაც­რე­სი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მას წა­რედ­გი­ნა იმის გამო, რომ მან მკვლე­ლო­ბა ბავ­შვე­ბის თვალ­წინ ჩა­ი­დი­ნა", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ციშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ერთ-ერთ ვერ­სი­ას, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სახ­ლში, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ბენ­ზი­ნი და­ას­ხა და ცე­ცხლის გა­ჩე­ნას გეგ­მავ­და, პრო­კუ­რო­რის თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი სი­თხე, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტი­ზა უტარ­დე­ბა.

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი სი­თხე. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ის ნივ­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც შე­საძ­ლოა დას­ხმუ­ლი იყოს ეს სი­თხე. ეს სი­თხე ბენ­ზი­ნია, ნავ­თი თუ დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი, ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, მო­ტი­ვი იყო გარ­დაც­ვლი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი­სა და მისი დე­დის ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა.

იო­სებ ხუ­ციშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ ითხოვს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა თე­მურ ბაქ­რა­ძემ იცო­და ვე­ფხია ბაქ­რა­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს თა­ვის დრო­ზე არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16–დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი თე­მურ ბაქ­რა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 15 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით

პროკურორის კომენტარი ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით

პროკურორის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობის მოტივი იყო მისი წანააღმდეგობა ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობებთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვება.

"პროკურატურა ძალადობრივი დანაშაულის მიმართ მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდება ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლოს წარუდგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაარწმუნებს ამ პირის ბრალეულობაში და მის მიმართ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაში. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა მას წარედგინა იმის გამო, რომ მან მკვლელობა ბავშვების თვალწინ ჩაიდინა", - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ერთ-ერთ ვერსიას, რომ ბრალდებულმა სახლში, სადაც დანაშაული მოხდა ბენზინი დაასხა და ცეცხლის გაჩენას გეგმავდა, პროკურორის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარკვეული სითხე, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია გარკვეული სითხე. ასევე ამოღებულია ის ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დასხმული იყოს ეს სითხე. ეს სითხე ბენზინია, ნავთი თუ დიზელის საწვავი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. რაც შეეხება მოტივს, მოტივი იყო გარდაცვლილის წინააღმდეგობა ბრალდებულისა და მისი დედის ურთიერთობებთან დაკავშირებით", - აღნიშნა პროკურორმა.

იოსებ ხუციშვილის თქმით, სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ორივე ბრალდებულის მიმართ ითხოვს. როგორც პროკურორმა განმარტა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა თემურ ბაქრაძემ იცოდა ვეფხია ბაქრაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს თავის დროზე არ შეატყობინა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს