საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს
როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს

სა­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პირ­ველ პლე­ა­დას წო­ნის პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებ­და. ლე­ნი­ნი და სტა­ლი­ნი ბუ­ნებ­რი­ვად გამ­ხდრე­ბი იყ­ვნენ და დი­ე­ტა მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბო­დათ. სა­მა­გი­ე­როდ ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მა მათ მემ­კვიდ­რე­ებს გა­უჩ­ნდათ.

რო­გორ ებ­რძოდ­ნენ წო­ნას პო­ლიტ­ბი­უ­როს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და რა კვე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი გა­აჩ­ნდათ. სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს კგბ-ს მე-9 გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, ალექ­სეი სალ­ნი­კო­ვი იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ნი­კი­ტა ხრუ­შოვ­სა და ლე­ო­ნიდ ბრეჟნევს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

ზო­მი­ე­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხრუ­შო­ვი

ნი­კი­ტა ხრუ­შო­ვი ტან­და­ბა­ლი აღ­ნა­გო­ბის გამო საკ­მა­ოდ ჩაფსკვნი­ლი ფი­გუ­რა გახ­ლდათ. 59 წლის ასაკ­ში ექი­მე­ბი მას უკვე დი­ე­ტა­ზე გა­დას­ვლას ურ­ჩევ­დნენ. პო­ლიტ­ბი­უ­როს თავ­კა­ცი კვე­ბის სა­კი­თხში მკაცრ ნორ­მებს არ იცავ­და, მაგ­რამ გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებ­ზე თა­ნახ­მა იყო.

სა­უზ­მედ, რო­მე­ლიც დი­ლის 6 სა­ა­ათ­ზე მზად იყო, ხრუ­შო­ვი 2 ნა­ჭერ გა­ფი­ცხე­ბულ შავ პურს და მა­წონს მი­ირ­თმევ­და. მე­ნი­უს იშ­ვი­ა­თად, ხა­ჭო­საც ამა­ტებ­და.

დღე­ში ორ­ჯერ, 11 და 17 სა­ათ­ზე ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი უნდა და­ე­ლია. ამ წესს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებ­ზეც კი არა­სო­დეს არ­ღვევ­და. წვენ­ზე, რო­მელ­საც წვენ­სა­წუ­რე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მზა­რე­უ­ლე­ბი ხე­ლით ამ­ზა­დებ­დნენ, ის სტუ­მარ­საც ეპა­ტი­ჟე­ბო­და.

წე­სებს იცავ­და, მაგ­რამ დი­ე­ტა­ზე არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. არც სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი ანაღ­ვლებ­და. ცდი­ლობ­და ძა­ლი­ან არ გა­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ მა­ინც მა­ტუ­ლობ­და წო­ნა­ში. ბევ­რჯერ გახ­დო­მა ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი­თაც უც­დია. ხრუ­შოვ­მა წელ­ზე სატ­რი­ა­ლო რგო­ლის, ჰუ­ლაჰუ­პის გა­მო­ყე­ნე­ბაც სცა­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ერთხელ და­ატ­რი­ა­ლა და რო­გორ კი რგო­ლი ძირს და­ე­ცა, გულ­გრი­ლად გა­და­ა­ბი­ჯა, "ეს სა­ჩე­მო არ ყო­ფი­ლაო".

ბრეჟნევს ანო­რექ­სია ტან­ჯავ­და

რო­გორც კრემ­ლის დაც­ვის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი იხ­სე­ნებს, ლე­ო­ნიდ ილი­ჩი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი სხე­უ­ლის პატ­რო­ნი იყო და წო­ნის პრობ­ლე­მა არა­სო­დეს აწუ­ხებ­და. ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა და ცურ­ვა 60 წლის ასაკ­შიც კი მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი წესი იყო. არც გემ­რი­ელ კვე­ბა­ზე ამ­ბობ­და უარს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კბი­ლე­ბის პრობ­ლე­მა გა­უჩ­ნდა და მა­დაც და­ე­კარ­გა.

ის რუ­სუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მოყ­ვა­რუ­ლი იყო. "გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ბლი­ნე­ბი, რო­მელ­შიც ქათ­მის ხორ­ცი, ბრინ­ჯი, სოკო, მწვა­ნი­ლი და კვერ­ცხი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მე­ნი­უ­ში, რო­მელ­საც სა­გან­გე­ბო ბრი­გა­და ამ­ზა­დებ­და, სა­პა­ტიო ად­გი­ლი ეკა­ვა ღო­რის ძვლე­ბის ნა­ხარ­შის სუპს სტა­ფი­ლო­თი და კარ­ტო­ფი­ლით. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი ბორ­ში, რომლსაც მზა­რე­უ­ლი მისი მე­უღ­ლის ვიქ­ტო­რია პეტ­რო­ვას მი­თი­თე­ბე­ბით ამ­ზა­დებ­და", - წერს კრემ­ლის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ვლა­დი­მერ შევ­ჩენ­კო.

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მას ჭარ­ბი წო­ნის მი­მართ ავად­მყო­ფუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნდა. მხო­ლოდ 90 კი­ლოს იწო­ნი­და, მაგ­რამ ბრეჟნევს თავი ძა­ლი­ან მსუ­ქა­ნი ეგო­ნა და წო­ნას მა­ნი­ა­კა­ლურ ბრძო­ლას უცხა­დებ­და. ყო­ველ ლუკ­მას აკონ­ტრო­ლებ­და, პურ­ზე უარს ამ­ბობ­და, მხო­ლოდ კომ­ბოს­ტო­თი და ჩაით ვახ­შმობ­და.

საკ­მა­რი­სი იყო სას­წორს 500 გრა­მით მეტი წონა და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი პა­ნი­კას ეძ­ლე­ო­და და სას­წორს სას­წორ­ზე ცვლი­და.

ბრეჟნ­ვის გამო სას­წო­რე­ბი კგბ-ს მე-9 გან­ყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი გახ­და. შე­წუ­ხე­ბუ­ლი გა­რე­მოც­ვა ფსი­ქი­ატ­რის დას­კვნი­თაც კი და­ინ­ტე­რეს­და. ექი­მე­ბის აზ­რით, გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ნერ­ვუ­ლი ანო­რექ­სი­ის და­წყე­ბი­თი სტა­დია ქონ­და.

სტა­ლი­ნის "არაგ­ვი"

მარ­თა­ლია დი­ე­ტა­ზე არ იყო, მაგ­რამ იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძეს საკ­ვე­ბის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, გურ­მა­ნიც იყო და მზა­რე­უ­ლებს კერ­ძის რე­ცეპ­ტებ­საც კარ­ნა­ხობ­და. პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რი, ანას­ტას მი­ქო­ი­ა­ნი იხ­სე­ნებ­და, რომ სტა­ლინ­მა უც­ნა­უ­რი კერ­ძე­ბის შეკ­ვე­თა იცო­და, ზო­გი­ერთს თვი­თონ­ვე იგო­ნებ­და.

"ერთხელ მზა­რე­უ­ლებს დიდ ქვაბ­ში ბად­რი­ჯა­ნი, პა­მი­დო­რი, კარ­ტო­ფი­ლი, პილ­პი­ლი, დაფ­ნა და ცხვრის ხორ­ცის ნაჭ­რე­ბი ერ­თად მო­ა­ხარ­შვი­ნა. მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ სა­ო­ცა­რი სურ­ნე­ლი დატ­რი­ალ­და. კერძს ცოტა მწვა­ნი­ლი და­ა­მა­ტეს და პირ­ველ თავ­კერ­ძად მოგ­ვარ­თვეს. უგემ­რი­ლე­სი იყო, სტა­ლინ­მა ამ კერძს "არაგ­ვი" და­არ­ქვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს

როგორ ებრძოდნენ წონას საბჭოთა ლიდერები და რა დიეტებს იცავდნენ - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი საინტერესო დეტალებს იხსენებს

საჭოთა მაღალჩინოსნების პირველ პლეადას წონის პრობლემა არ აწუხებდა. ლენინი და სტალინი ბუნებრივად გამხდრები იყვნენ და დიეტა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით სჭირდებოდათ. სამაგიეროდ ჭარბი წონის პრობლემა მათ მემკვიდრეებს გაუჩნდათ.

როგორ ებრძოდნენ წონას პოლიტბიუროს მაღალჩინოსნები და რა კვებითი შეზღუდვები გააჩნდათ. საინტერესო დეტალებს კგბ-ს მე-9 განყოფილების ყოფილი ოფიცერი, ალექსეი სალნიკოვი იხსენებს, რომელიც ნიკიტა ხრუშოვსა და ლეონიდ ბრეჟნევს ემსახურებოდა.

ზომიერების მოყვარული ხრუშოვი

ნიკიტა ხრუშოვი ტანდაბალი აღნაგობის გამო საკმაოდ ჩაფსკვნილი ფიგურა გახლდათ. 59 წლის ასაკში ექიმები მას უკვე დიეტაზე გადასვლას ურჩევდნენ. პოლიტბიუროს თავკაცი კვების საკითხში მკაცრ ნორმებს არ იცავდა, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებზე თანახმა იყო.

საუზმედ, რომელიც დილის 6 სააათზე მზად იყო, ხრუშოვი 2 ნაჭერ გაფიცხებულ შავ პურს და მაწონს მიირთმევდა. მენიუს იშვიათად, ხაჭოსაც ამატებდა.

დღეში ორჯერ, 11 და 17 საათზე ახალგამოწურული წვენი უნდა დაელია. ამ წესს ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრებზეც კი არასოდეს არღვევდა. წვენზე, რომელსაც წვენსაწურების არარსებობის გამო მზარეულები ხელით ამზადებდნენ, ის სტუმარსაც ეპატიჟებოდა.

წესებს იცავდა, მაგრამ დიეტაზე არასოდეს ყოფილა. არც სხეულის ფორმები ანაღვლებდა. ცდილობდა ძალიან არ გასუქებულიყო, მაგრამ ზოგჯერ მაინც მატულობდა წონაში. ბევრჯერ გახდომა ფიზიკური ვარჯიშებითაც უცდია. ხრუშოვმა წელზე სატრიალო რგოლის, ჰულაჰუპის გამოყენებაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ დაატრიალა და როგორ კი რგოლი ძირს დაეცა, გულგრილად გადააბიჯა, "ეს საჩემო არ ყოფილაო".

ბრეჟნევს ანორექსია ტანჯავდა

როგორც კრემლის დაცვის ყოფილი თანამშრომელი იხსენებს, ლეონიდ ილიჩი ახალგაზრდობაში ჩამოსხმული სხეულის პატრონი იყო და წონის პრობლემა არასოდეს აწუხებდა. ფეხით სეირნობა და ცურვა 60 წლის ასაკშიც კი მისი ცხოვრების განუყრელი წესი იყო. არც გემრიელ კვებაზე ამბობდა უარს, თუმცა მოგვიანებით კბილების პრობლემა გაუჩნდა და მადაც დაეკარგა.

ის რუსული სამზარეულოს მოყვარული იყო. "განსაკუთრებით უყვარდა ბლინები, რომელშიც ქათმის ხორცი, ბრინჯი, სოკო, მწვანილი და კვერცხი იყო მოთავსებული. მენიუში, რომელსაც საგანგებო ბრიგადა ამზადებდა, საპატიო ადგილი ეკავა ღორის ძვლების ნახარშის სუპს სტაფილოთი და კარტოფილით. ძალიან უყვარდა უკრაინული ბორში, რომლსაც მზარეული მისი მეუღლის ვიქტორია პეტროვას მითითებებით ამზადებდა", - წერს კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი ვლადიმერ შევჩენკო.

ასაკის მატებასთან ერთად მას ჭარბი წონის მიმართ ავადმყოფური დამოკიდებულება გაუჩნდა. მხოლოდ 90 კილოს იწონიდა, მაგრამ ბრეჟნევს თავი ძალიან მსუქანი ეგონა და წონას მანიაკალურ ბრძოლას უცხადებდა. ყოველ ლუკმას აკონტროლებდა, პურზე უარს ამბობდა, მხოლოდ კომბოსტოთი და ჩაით ვახშმობდა.

საკმარისი იყო სასწორს 500 გრამით მეტი წონა დაეფიქსირებინა, გენერალური მდივანი პანიკას ეძლეოდა და სასწორს სასწორზე ცვლიდა.

ბრეჟნვის გამო სასწორები კგბ-ს მე-9 განყოფილების ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი გახდა. შეწუხებული გარემოცვა ფსიქიატრის დასკვნითაც კი დაინტერესდა. ექიმების აზრით, გენერალურ მდივანს ნერვული ანორექსიის დაწყებითი სტადია ქონდა.

სტალინის "არაგვი"

მართალია დიეტაზე არ იყო, მაგრამ იოსებ ბესარიონის ძეს საკვების მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა, გურმანიც იყო და მზარეულებს კერძის რეცეპტებსაც კარნახობდა. პოლიტბიუროს წევრი, ანასტას მიქოიანი იხსენებდა, რომ სტალინმა უცნაური კერძების შეკვეთა იცოდა, ზოგიერთს თვითონვე იგონებდა.

"ერთხელ მზარეულებს დიდ ქვაბში ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, პილპილი, დაფნა და ცხვრის ხორცის ნაჭრები ერთად მოახარშვინა. მომზადების შემდეგ საოცარი სურნელი დატრიალდა. კერძს ცოტა მწვანილი დაამატეს და პირველ თავკერძად მოგვართვეს. უგემრილესი იყო, სტალინმა ამ კერძს "არაგვი" დაარქვა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები