მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა
ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა

პო­ლი­ცი­ამ სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბის დაც­ვა გა­აძ­ლი­ე­რა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუ­წყე­ბა სა­ა­გენ­ტო ТАСС ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, რო­მელ­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ბა­რი­კა­დე­ბად სკა­მებს, სა­ნაგ­ვე ბუნ­კე­რებს იყე­ნე­ბენ.

„ჩვენს ბრძო­ლას ქსე­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. ჩვენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად უნდა გავჩნდეთ ხან აქ, ხან - იქ, რათა პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბი გავ­ფან­ტოთ, ვა­ი­ძუ­ლოთ, და­ი­ღა­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და ფა­ში­ნი­ან­მა.

ამას­თან, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ერევ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის ვა­ლე­რი ოსი­პი­ა­ნის წე­რი­ლი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­ხია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვა და კენ­ჭისყრა არის და­გეგ­მი­ლი. გუ­შინ კო­ა­ლი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა პრე­მი­ე­რის პოსტზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სერჟ სარ­გსი­ა­ნი წა­რად­გი­ნეს.

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა, რო­მელ­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ მის­ვლა და მისი ბლო­კი­რე­ბა სცა­დეს. პო­ლი­ცი­ამ მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა

ვითარება სომხეთში - პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა

პოლიციამ სომხეთის პარლამენტის მიმდებარე ქუჩების დაცვა გააძლიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუწყება სააგენტო ТАСС ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მომიტინგეები, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, ბარიკადებად სკამებს, სანაგვე ბუნკერებს იყენებენ.

„ჩვენს ბრძოლას ქსელური ხასიათი აქვს. ჩვენ მოულოდნელად უნდა გავჩნდეთ ხან აქ, ხან - იქ, რათა პოლიციის ძალები გავფანტოთ, ვაიძულოთ, დაიღალონ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა მასობრივი შეკრების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილის ვალერი ოსიპიანის წერილი დემონსტრაციულად დახია.

შეგახსენებთ, რომ დღეს სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს.

მომიტინგეებმა, რომელთაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს, გუშინ პარლამენტის შენობისკენ მისვლა და მისი ბლოკირება სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, შეტაკებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე