მერაია ქერის ყოფილი მენეჯერი ირწმუნება, რომ მომღერალი მასზე სექსუალურ ზეწოლას ახორციელებდა, ინფორმაციას Radar Online ავრცელებს.
სტელა სტოპლერის თქმით, ქერი ბიპოლარული აშლილობების სამკურნალოდ, რომელიც 2001 წელს დაუდგინეს, საჭირო მედიკამენტებს არ იღებს.
ყოფილი მენეჯერი აცხადებს, რომ მომღერალმა მას რამდენიმე მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, რადგან სამწლიანი კონტრაქტი მოულოდნელად შეუწყვიტა. სტოპლერი იმედოვნებს, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა და 48 წლის ვარსკვლავს კიდევ ერთ შანსს აძლევს, პრობლემები თავად გადაჭრან.
მერაია ქერი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.