Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი
"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის შვი­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე და ნა­თია გო­ბა­ძე სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­დნენ წას­ვლას და ხე­ლიც ამი­ტომ მო­ა­წე­რეს. ამის შე­სა­ხებ ლიკა და ქეთი ბაქ­რა­ძე­ებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­დეს.

ქეთი ბაქ­რა­ძე: ბოლო პე­რი­ოდ­ში რიგ­დე­ბოდ­ნენ, შორ­დე­ბოდ­ნენ. მა­მას რა­ღაც გეგ­მე­ბი ჰქონ­და. უნ­დო­და რუ­სე­თის ვიზა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლიც იმის გამო მო­ა­წე­რეს, რომ ერ­თად წა­სუ­ლიყ­ვნენ.

ლიკა ბაქ­რა­ძე: და­ვა­ზუს­ტებ, მა­მი­და­ჩე­მი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ელა­პა­რა­კა მა­მა­ჩე­მი, რომ ერ­თად უნ­დო­დათ მას და ნა­თი­ას წას­ვლა სა­ზღვარ­გა­რეთ.

ლიკა ბაქ­რა­ძემ გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას თაკო გამ­რე­კე­ლაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და მკვლე­ლო­ბის დღე გა­იხ­სე­ნა.

ასევე დაგაინტერესებთ
14:10 / 15-04-2018

"თაკოს მისვლამდე მკვლელი სახლში იმალებოდა, ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია..." - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

15:17 / 16-04-2018

პრეზიდენტის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე - "თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე..."

15:36 / 16-04-2018

მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

23:48 / 16-04-2018

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

12:34 / 18-04-2018

"ვსვამდით, როცა თქვა, თავს მოვიკლავო, ვკითხე, რატომ-მეთქი და მიპასუხა, გოგო მოვკალიო" -  თეიმურაზ ბაქრაძე

"მე და თა­კოს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ბო­ლოს მას მკვლე­ლო­ბის დღეს ვე­სა­უბ­რე და ჩემ­თან გა­მოს­ვლას აპი­რებ­და. სა­ღა­მოს სა­ა­თე­ბი იყო, მი­რე­კავს ჩემი და, რა ხდე­ბა ხო არ იცი, მა­მას პო­ლი­ცია ეძებ­სო. არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ბოლო პე­რი­ოდ­ში მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იშ­ვი­ა­თად მქონ­და, პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბის გამო. შემ­დეგ ახ­ლობ­ლის მე­სი­ჯი მო­მი­ვი­და, რომ თა­კო­ზე ასე ამ­ბო­ბე­ნო და ხომ არ იცი რა მოხ­დაო. რო­გო­რია ეს და­ი­ჯე­რო?! თან მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც ვი­გებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩე­მის გა­კე­თე­ბუ­ლია" - ამ­ბობს ლიკა ბაქ­რა­ძე.

იგი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მოკ­ლუ­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბას, რომ მან თა­ვად და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე, თუმ­ცა არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, არა­მედ ბაქ­რა­ძის შვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხზე. რო­გორც ლიკა ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, ნა­თია გო­ბა­ძემ იც­რუა.

"ეს სრუ­ლი სიც­რუ­ეა. ჯერ ერთი, მე მაგ დროს სო­ცი­ა­ლუ­რი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და და მე­ო­რეც, მა­მა­ჩე­მი სო­ცი­ა­ლურ­თან არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო. სხვა­თა შო­რის, ნა­თი­ას­თვის მე არ და­მი­რე­კია, რომ წა­მო­დი შე­წყა­ლე­ბა­ზეთ­ქო, პი­რი­ქით ნა­თი­ამ და­მი­რე­კა..." - აღ­ნიშ­ნა ლიკა ბაქ­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის მო­ტივს, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის შვი­ლებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ­სია არ აქვთ:

ქეთი ბაქ­რა­ძე: არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს. მას არ ვი­ცავ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს სას­ჯე­ლი, მაგ­რამ არ არის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ ასე წა­მო­უ­ა­როს და ეს გა­ა­კე­თოს... რა­ღაც დიდ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. ეგ რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა, ეგ ში­ნა­გა­ნად მოკ­ვდე­ბა. ვერ გა­და­ი­ტანს იმას, რომ თვი­თონ ეგ ჩა­ი­დი­ნა. მა­შინ არ იყო საღ გო­ნე­ბა­ზე ალ­ბათ, ნორ­მა­ლურ გო­ნე­ბა­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვერ ჩა­ი­დენ­და.

ლიკა ბაქ­რა­ძე: თაკო ვერ სუნ­თქავს, მე ვსუნ­თქავ, მაგ­რამ რა?! ჩვენ­ზე გად­მო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე რა­ტომ უნდა მე­ში­ნო­დეს იქ ჩას­ვლის. თა­კომ ბო­ლოს ის მომ­წე­რა, ცუ­დათ ვარ, გული მაქვს ცუ­დათ და ბავ­შვებს შენ გი­ტო­ვე­ბო. მე თა­კოს შვი­ლებ­საც ყო­ველ­თვის გვერ­დით და­ვუდ­გე­ბი, მაგ­რამ რო­გორ შევ­ხე­დო ამ ბავ­შვებს თვა­ლებ­ში? ჩვენ­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე დამ­ნა­შა­ვეა. შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის დან­გრე­ვა­ში ორი­ვე დამ­ნა­შა­ვეა. მა­მა­ჩემ­მაც უნდა მო­იკ­ლას თავი და ნა­თი­ა­მაც.

ნა­ხეთ ვი­დეო

13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შს სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე 14 აპ­რილს თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

00:00 / 00:00

"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე და ნათია გობაძე საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც ამიტომ მოაწერეს. ამის შესახებ ლიკა და ქეთი ბაქრაძეებმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადეს.

ქეთი ბაქრაძე: ბოლო პერიოდში რიგდებოდნენ, შორდებოდნენ. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა. უნდოდა რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. სავარაუდოდ, ხელიც იმის გამო მოაწერეს, რომ ერთად წასულიყვნენ.

ლიკა ბაქრაძე: დავაზუსტებ, მამიდაჩემი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მას ელაპარაკა მამაჩემი, რომ ერთად უნდოდათ მას და ნათიას წასვლა საზღვარგარეთ.

ლიკა ბაქრაძემ გადაცემაში საუბრისას თაკო გამრეკელაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და მკვლელობის დღე გაიხსენა.

"მე და თაკოს კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლოს მას მკვლელობის დღეს ვესაუბრე და ჩემთან გამოსვლას აპირებდა. საღამოს საათები იყო, მირეკავს ჩემი და, რა ხდება ხო არ იცი, მამას პოლიცია ეძებსო. არაფერი ვიცოდი. ბოლო პერიოდში მამასთან ურთიერთობა იშვიათად მქონდა, პირადი უთანხმოების გამო. შემდეგ ახლობლის მესიჯი მომივიდა, რომ თაკოზე ასე ამბობენო და ხომ არ იცი რა მოხდაო. როგორია ეს დაიჯერო?! თან მითუმეტეს, როდესაც ვიგებ, რომ ეს ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია" - ამბობს ლიკა ბაქრაძე.

იგი ასევე გამოეხმაურა მოკლულის დედის განცხადებას, რომ მან თავად დაწერა განცხადება შეწყალების საქმეზე, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ ბაქრაძის შვილის სოციალური დახმარების საკითხზე. როგორც ლიკა ბაქრაძე ამბობს, ნათია გობაძემ იცრუა.

"ეს სრული სიცრუეა. ჯერ ერთი, მე მაგ დროს სოციალური უკვე გაკეთებული მქონდა და მეორეც, მამაჩემი სოციალურთან არაფერ შუაში არ იყო. სხვათა შორის, ნათიასთვის მე არ დამირეკია, რომ წამოდი შეწყალებაზეთქო, პირიქით ნათიამ დამირეკა..." - აღნიშნა ლიკა ბაქრაძემ.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ვეფხია ბაქრაძის შვილებს ამასთან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ:

ქეთი ბაქრაძე: არანაირი ვერსია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გააკეთა ეს. მას არ ვიცავ, აუცილებლად უნდა მიიღოს სასჯელი, მაგრამ არ არის ისეთი ადამიანი, რომ ასე წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც დიდ ზომამდე მიიყვანეს. ეგ რომ მდგომარეობიდან გამოვა, ეგ შინაგანად მოკვდება. ვერ გადაიტანს იმას, რომ თვითონ ეგ ჩაიდინა. მაშინ არ იყო საღ გონებაზე ალბათ, ნორმალურ გონებაზე რომ ყოფილიყო, ვერ ჩაიდენდა.

ლიკა ბაქრაძე: თაკო ვერ სუნთქავს, მე ვსუნთქავ, მაგრამ რა?! ჩვენზე გადმოვიდა ეს ყველაფერი. მე რატომ უნდა მეშინოდეს იქ ჩასვლის. თაკომ ბოლოს ის მომწერა, ცუდათ ვარ, გული მაქვს ცუდათ და ბავშვებს შენ გიტოვებო. მე თაკოს შვილებსაც ყოველთვის გვერდით დავუდგები, მაგრამ როგორ შევხედო ამ ბავშვებს თვალებში? ჩვენზე არავინ ფიქრობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა. შვილების ცხოვრების დანგრევაში ორივე დამნაშავეა. მამაჩემმაც უნდა მოიკლას თავი და ნათიამაც.

ნახეთ ვიდეო

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შს სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს თელეთში დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს