პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზები რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზური ენის გამოცდის დაშვებას ითხოვენ
აფხაზები რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზური ენის გამოცდის დაშვებას ითხოვენ

აფხა­ზეთ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცვლი­ლე­ბებს ითხო­ვენ. აფხა­ზე­თის ე.წ. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ად­გურ კა­კო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი­სას აფხა­ზუ­რი ენის გა­მოც­დას ცალ­კე არ ჩა­ა­ბა­რე­ბენ, რუ­სე­თის სას­წავ­ლებ­ლებ­ში გან­სა­ზღვრულ ლი­მი­ტში არ და­იშ­ვე­ბი­ან...

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო ასე­თი პრაქ­ტი­კა - ტარ­დე­ბო­და სამი გა­მოც­და და მათ შო­რის ერთ-ერთი აფხა­ზუ­რი ენა იყო. ამ სა­გან­ში აღე­ბუ­ლი ნი­შა­ნი სა­ერ­თო ქუ­ლა­ზე აი­სა­ხე­ბო­და. ახლა ასე­თი რამ აღარ არ­სე­ბობს, რად­გან ამ გა­მოც­დებს ატა­რებს და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს Россотрудничество (დსთ-ის საქ­მე­ე­ბის, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო). მათ­თან გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რათა აფხა­ზუ­რი ენის გა­მოც­დაც ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ შე­თან­ხმე­ბა ვერ შევ­ძე­ლით.

"მათი არ­გუ­მენ­ტი ასე­თია, რუ­სე­თის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აფხა­ზუ­რი ენა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ..." - აცხა­დებს კა­კო­ბა, რომ­ლის თქმი­თაც, ნე­ბის­მი­ერ­მა სტუ­დენ­ტმა, რო­მელ­საც თუნ­დაც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრე­ტენ­ზია აქვს, "სა­ხელ­მწი­ფო ენა" უნდა იცო­დეს.

აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ე.წ. ელ­ჩის სე­მენ გრი­გო­რე­ვის თქმით, "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის" შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, რუ­სეთ­მა აფხა­ზუ­რი ენის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის პი­რო­ბა დადო, "თუმ­ცა, მე ამ ორ პრო­ცესს, ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას, აფხა­ზი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ და­წე­სე­ბულ კვო­ტა­ში არ ავუ­რევ­დი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ა­წე­სა და წე­სებ­ზეც ის მუ­შა­ობს... ასე რომ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცალ­მხრი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კვო­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­კო­რექ­ტუ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ..." - აცხა­დებს გრე­გო­რე­ვი.

აფხა­ზე­თის "პრე­ზი­დენ­ტის" მრჩე­ვე­ლი კულ­ტუ­რა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ში, ვლა­დი­მირ ზან­თა­რა­ია პრობ­ლე­მას ასე აფა­სებს - "ჩვენ მათ ვუშ­ვებთ რუ­სე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში იმის­თვის, რომ კარგ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. ადა­მი­ა­ნი მი­დის დიპ­ლო­მა­ტი­ის შე­სას­წავ­ლად რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, რათა ის დაბ­რუნ­დეს აფხა­ზეთ­ში და თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა წარ­მო­ად­გი­ნოს სხვა ქვეყ­ნებ­თან. რო­გორ გა­ა­კე­თებს ამას, თუ თა­ვის ენა­ზე სა­უ­ბარს ვერ შეძ­ლებს?.." - აცხა­დებს ზან­თა­რა­ია, რომ­ლის თქმი­თაც, აფხა­ზურ სკო­ლებ­ში მშობ­ლი­უ­რი ენის გაძ­ლი­ე­რე­ბა უნდა და­ი­წყოს.

აფხა­ზუ­რი მე­დია 1957 წელს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც "დმიტ­რი გუ­ლი­ამ ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვს გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც აფხა­ზუ­რი ენის გა­დარ­ჩე­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და - ამის გა­რე­შე ჩვე­ნი პა­ტა­რა ერი გა­ნად­გურ­დე­ბა, რად­გან ახლა ჩვენს ენას ყუ­რა­დღე­ბა და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბაო".

ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აფხა­ზე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მათი თქმით, რუ­სე­თის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ლი­მი­ტის შევ­სე­ბა, რო­გორც წინა წლებ­ში, ახ­ლაც გავ­ლე­ნე­ბი­თა და ნაც­ნო­ბო­ბით მოხ­დე­ბა. "აფხა­ზუ­რი ენის ცოდ­ნა-არ­ცოდ­ნა მხო­ლოდ მი­ზე­ზია, რათა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი "ჩე­მი­ა­ნად" და "სხვი­სი­ა­ნად" დავ­ყოთ. თო­რემ აფხა­ზუ­რი უმაღ­ლე­სის დო­ნის­თვის, იმა­თაც კი არ იცი­ან, ვინც მის პე­და­გო­გო­ბას იბ­რა­ლებს..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ასე­ვე მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ რუ­სე­თის მიდ­გო­მას აფხა­ზუ­რი ენის მი­მართ. მათი თქმით, "Россотрудничествo მათ უწე­სებს კვო­ტას იმის­თვის, რომ აფხაზ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ, თუმ­ცა ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა რუ­სეთ­ში კი არა, აფხა­ზეთ­ში უნდა იმუ­შა­ონ და თუ მათ აფხა­ზუ­რი ენა არ ეცო­დი­ნე­ბათ, სამ­შობ­ლო­ში რა უნდა აკე­თონ?.. შე­სა­ბა­მი­სად თუ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით, ჯო­ბია ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ად­გი­ლობ­რივ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა..."

"ანუ რა გა­მო­დის, რუ­სე­თი გვე­უბ­ნე­ბა, მე გი­წე­სებთ თა­მა­შის წე­სებს, თუ გინ­დათ კი ბა­ტო­ნო, თუ არა­და, კარ­გად იყა­ვი­თო... ახლა ჩვენ უნდა გა­დავ­წყვი­ტოთ რა გვირ­ჩევ­ნია. საქ­მე ის არის, რომ ეს ჩვე­ნი მხრი­დან აკ­ვი­ა­ტე­ბას ჰგავს, თო­რემ ბო­ლოს არც მახ­სოვს აფხა­ზუ­რი სა­უ­ბა­რი რო­დის მო­ვის­მი­ნე... რუ­სუ­ლი თა­ვის­თა­ვად მი­ვი­ღეთ მშობ­ლი­უ­რად და ეს კარ­გად იცის რუ­სეთ­მაც..." - წერს სო­ხუ­მე­ლი კლა­რა აგუ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

აფხაზები რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზური ენის გამოცდის დაშვებას ითხოვენ

აფხაზები რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზური ენის გამოცდის დაშვებას ითხოვენ

აფხაზეთში აბიტურიენტების გამოცდების ჩაბარების სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებებს ითხოვენ. აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა ადგურ კაკობამ განაცხადა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც სკოლის დამამთავრებელი გამოცდებისას აფხაზური ენის გამოცდას ცალკე არ ჩააბარებენ, რუსეთის სასწავლებლებში განსაზღვრულ ლიმიტში არ დაიშვებიან...

"რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი პრაქტიკა - ტარდებოდა სამი გამოცდა და მათ შორის ერთ-ერთი აფხაზური ენა იყო. ამ საგანში აღებული ნიშანი საერთო ქულაზე აისახებოდა. ახლა ასეთი რამ აღარ არსებობს, რადგან ამ გამოცდებს ატარებს და ორგანიზებას უწევს Россотрудничество (დსთ-ის საქმეების, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფედერალური სააგენტო). მათთან გვქონდა მოლაპარაკება, რათა აფხაზური ენის გამოცდაც ჩატარდეს, მაგრამ შეთანხმება ვერ შევძელით.

"მათი არგუმენტი ასეთია, რუსეთის სასწავლებლებში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებს აფხაზური ენა არაფერში სჭირდებათ..." - აცხადებს კაკობა, რომლის თქმითაც, ნებისმიერმა სტუდენტმა, რომელსაც თუნდაც სხვა ქვეყანაში განათლების მიღების პრეტენზია აქვს, "სახელმწიფო ენა" უნდა იცოდეს.

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემენ გრიგორევის თქმით, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა აფხაზური ენის განვითარებისა და მხარდაჭერის პირობა დადო, "თუმცა, მე ამ ორ პროცესს, ენის განვითარებასა და გაძლიერებას, აფხაზი აბიტურიენტების რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებულ კვოტაში არ ავურევდი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად დააწესა და წესებზეც ის მუშაობს... ასე რომ, ამ სიტუაციაში იძულებული ვართ, განათლების სამინისტროს ცალმხრივი გადაწყვეტილება, კვოტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არაკორექტულად მივიჩნიოთ..." - აცხადებს გრეგორევი.

აფხაზეთის "პრეზიდენტის" მრჩეველი კულტურასა და განათლებაში, ვლადიმირ ზანთარაია პრობლემას ასე აფასებს - "ჩვენ მათ ვუშვებთ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იმისთვის, რომ კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ადამიანი მიდის დიპლომატიის შესასწავლად რუსეთისა და აფხაზეთის შეთანხმების ფარგლებში, რათა ის დაბრუნდეს აფხაზეთში და თავისი ქვეყანა წარმოადგინოს სხვა ქვეყნებთან. როგორ გააკეთებს ამას, თუ თავის ენაზე საუბარს ვერ შეძლებს?.." - აცხადებს ზანთარაია, რომლის თქმითაც, აფხაზურ სკოლებში მშობლიური ენის გაძლიერება უნდა დაიწყოს.

აფხაზური მედია 1957 წელს იხსენებს, როდესაც "დმიტრი გულიამ ნიკიტა ხრუშჩოვს გაუგზავნა წერილი, სადაც აფხაზური ენის გადარჩენაში დახმარებას სთხოვდა - ამის გარეშე ჩვენი პატარა ერი განადგურდება, რადგან ახლა ჩვენს ენას ყურადღება და დახმარება სჭირდებაო".

ფაქტს სოციალურ ქსელებში აფხაზების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების ლიმიტის შევსება, როგორც წინა წლებში, ახლაც გავლენებითა და ნაცნობობით მოხდება. "აფხაზური ენის ცოდნა-არცოდნა მხოლოდ მიზეზია, რათა აბიტურიენტები "ჩემიანად" და "სხვისიანად" დავყოთ. თორემ აფხაზური უმაღლესის დონისთვის, იმათაც კი არ იციან, ვინც მის პედაგოგობას იბრალებს..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

ადგილობრივები ასევე მწვავედ აკრიტიკებენ რუსეთის მიდგომას აფხაზური ენის მიმართ. მათი თქმით, "Россотрудничествo მათ უწესებს კვოტას იმისთვის, რომ აფხაზმა აბიტურიენტებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ, თუმცა ჩვენმა ახალგაზრდა სპეციალისტებმა რუსეთში კი არა, აფხაზეთში უნდა იმუშაონ და თუ მათ აფხაზური ენა არ ეცოდინებათ, სამშობლოში რა უნდა აკეთონ?.. შესაბამისად თუ არჩევანის წინაშე დავდგებით, ჯობია ჩვენმა ახალგაზრდებმა ადგილობრივ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება..."

"ანუ რა გამოდის, რუსეთი გვეუბნება, მე გიწესებთ თამაშის წესებს, თუ გინდათ კი ბატონო, თუ არადა, კარგად იყავითო... ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა გვირჩევნია. საქმე ის არის, რომ ეს ჩვენი მხრიდან აკვიატებას ჰგავს, თორემ ბოლოს არც მახსოვს აფხაზური საუბარი როდის მოვისმინე... რუსული თავისთავად მივიღეთ მშობლიურად და ეს კარგად იცის რუსეთმაც..." - წერს სოხუმელი კლარა აგუმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი