პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ვე­ფხია ბაქ­რა­ძის­თვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი თ.ბ.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპ­რილს, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ თე­ლეთ­ში, ხოლო თ.ბ. ქ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 13 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:30 სა­ათ­ზე, ვ.ბ-მ თა­ვის გერს თ.გ.-ს, მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, და­ნით, გულ­მკერ­დი­სა და ყე­ლის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად თ.გ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ პი­რა­დად უამ­ბო თ.ბ.-ს, რო­მელ­მაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნამ­დვი­ლად იცო­და ვ.ბ.-ს მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვ.ბ. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2015 წლის 18 მარ­ტის გა­ნა­ჩე­ნით არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი ნ.გ.-ს (მოკ­ლუ­ლი თ.გ.-ს დედა) ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111-117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი უც­ვლე­ლად იქნა და­ტო­ვე­ბუ­ლი ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2016 წლის 27 ოქ­ტომ­ბრის შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ვ.ბ. შე­წყა­ლე­ბუ­ლი იქნა. მას მო­სახ­დე­ლი სას­ჯე­ლის ვადა გა­უ­ნა­ხევ­რდა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან 2017 წლის 25 მა­ისს გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ვ.ბ-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111-109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის მე­ო­რე წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 - დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო თ.ბ.-ს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 376-ე მუხ­ლით (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხია ბაქრაძისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული თ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ბ. 2018 წლის 14 აპრილს, გარდაბნის რაიონის, სოფელ თელეთში, ხოლო თ.ბ. ქ. თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ვ.ბ-მ თავის გერს თ.გ.-ს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანით, გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვ.ბ.-მ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ პირადად უამბო თ.ბ.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა ვ.ბ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

აღსანიშნავია, რომ ვ.ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის განაჩენით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ნ.გ.-ს (მოკლული თ.გ.-ს დედა) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის შეწყალების აქტის საფუძველზე ვ.ბ. შეწყალებული იქნა. მას მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა, რის საფუძველზეც პენიტენციური დაწესებულებიდან 2017 წლის 25 მაისს გათავისუფლდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების განცხადებით, ვ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის განზრახ მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო თ.ბ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს