მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა
კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"18 აპ­რილს სა­ტურ­ნი გა­და­დის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის ფა­ზა­ში და კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბის თით­ქმის 5 თვი­ან პე­რი­ოდს გვიმ­ზა­დებს. ის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც წარ­სულ­ში გვერ­დი ავუ­ა­რეთ, რად­გან რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა გვე­ზა­რე­ბო­და, ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის ჩვენს თავ­ზე აღე­ბას შე­ვუ­შინ­დით, ახლა მთე­ლი სი­ცხა­დით დაგ­ვიდ­გე­ბი­ან წინ და და­კარ­გუ­ლი დრო­ის ანა­ზღა­უ­რე­ბას მოგვ­თხო­ვენ. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ 22-ში პლუ­ტო­ნიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და ისიც ძვე­ლი, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებს. ყვე­ლა რეტ­როგ­რა­დულ პლა­ნე­ტას თა­ვი­სი თა­მა­შის წე­სე­ბი აქვს. ამი­ტომ 5 სექ­ტემ­ბრამ­დე, ვიდ­რე სა­ტურ­ნი დი­რექ­ტუ­ლი არ გახ­დე­ბა, ნუ იჩ­ქა­რებთ ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლას, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა ახ­ლის და­წყე­ბა, თუ გსურთ, რომ ეს სამ­სა­ხუ­რი ხან­გრძლივ ვა­დებ­ზე იყოს გათ­ვლი­ლი. თუკი იცით, რომ თქვე­ნი ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია, ვთქვათ, ვი­ღა­ცის შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლის გამო გად­მო­გა­ბა­რეს მისი საქ­მე­ე­ბი, ან უბ­რა­ლოდ აქ ხართ, ვიდ­რე უფრო უკეთს რა­მეს იშო­ვი­დეთ, - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ შე­უდ­გეთ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ნა­კის­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი ძალ­ზე მა­ღა­ლია, სა­მუ­შაო კი მო­სა­წყე­ნი და დამ­ღლე­ლი, ცხა­დია ასეთ დროს თა­ვად­ვე მალე გა­გიქ­რე­ბათ იქ დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბის სურ­ვი­ლი.

არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია სწავ­ლის და­სა­წყე­ბა­დაც. აქაც, ანა­ლო­გი­უ­რად მალე გა­ირ­კვე­ვა, რომ შერ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია სუ­ლაც აღარ გა­ინ­ტე­რე­სებთ, და რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ის არ აღ­მოჩ­ნდა, რა­საც ელო­დით. ეს პე­რი­ო­დი ასე­ვე სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია ახლი ფირ­მის და­სა­არ­სებ­ლად და რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­სა­ტა­რებ­ლად, სჯობს რომ ეს დრო ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, მო­წეს­რი­გე­ბას და დას­რუ­ლე­ბას და­უთ­მოთ. არ ღირს არც ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ებ­ში ჩაბ­მაც. გა­და­დეთ 5 სექ­ტემ­ბრამ­დე ახა­ლი მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის შე­ძე­ნა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წი­ნე­ბას - ესეც შე­მოდ­გო­მამ­დე აჯო­ბებს რომ გა­და­ი­დოს, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, თუ თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ქვრი­ვი ან გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არაა, ან ასა­კით ძა­ლი­ან ბევ­რა­დაა თქვენ­ზე უმფრო­სი. სა­მა­გი­ე­როდ, ის რისი გა­კე­თე­ბაც ძალ­ზე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია - არის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლოა, სრუ­ლი ანა­ლი­ზი­სა და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სარ­კვე­ვად. ხოლო თუ თქვენ­თის ისე­დაც ცნო­ბი­ლია, რა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ- გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს დრო - მკურ­ნა­ლო­ბი­სათ­ვის

.ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი ეხე­ბათ მხო­ლოდ მათ, ვი­საც სა­ტურ­ნი დი­რექ­ტუ­ლი ჰყავს, მათ კი ვის პი­რად რუ­კა­შიც ეს პლა­ნე­ტა რეტ­როგ­რა­დუ­ლია, ახლა ეხ­სნე­ბათ გზე­ბი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ საქ­მე­ებ­ში სა­აქ­ტი­უ­როდ. რაც შე­ე­ხე­ბა პლუ­ტონს, მისი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა სექ­ტემ­ბრის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ ად­რეც გვი­სა­უბ­რია ას­ტრო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ა­ზე და გვით­ქვამს რომ მძი­მე პლა­ნე­ტე­ბის შე­მობ­რუ­ნე­ბა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებს იწ­ვევს ხოლ­მე. სა­ტურ­ნი­სა და პლუ­ტო­ნის მოძ­რა­ო­ბის სვლა­გე­ზის თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლი ცვლა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ამ­პლი­ტუ­დის მი­წისძვრის მი­ზე­ზი შე­იქ­მნეს. და­ვე­ლო­დოთ და ვნა­ხოთ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რად ბე­ბე­რი ქრო­ნო­სის უკუს­ვლი­თი გზა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა

კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდი იწყება - ასტროლოგიური მიმოხილვა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"18 აპრილს სატურნი გადადის რეტროგრადულობის ფაზაში და კარმული ვალების გასტუმრების თითქმის 5 თვიან პერიოდს გვიმზადებს. ის საქმეები, რომლებსაც წარსულში გვერდი ავუარეთ, რადგან რაღაცის გაკეთება გვეზარებოდა, ან პასუხისმგებლობების ჩვენს თავზე აღებას შევუშინდით, ახლა მთელი სიცხადით დაგვიდგებიან წინ და დაკარგული დროის ანაზღაურებას მოგვთხოვენ. ამას ემატება ისიც, რომ 22-ში პლუტონიც რეტროგრადული გახდება და ისიც ძველი, შეუსრულებელი საქმეების დასრულებისკენ მოგვიწოდებს. ყველა რეტროგრადულ პლანეტას თავისი თამაშის წესები აქვს. ამიტომ 5 სექტემბრამდე, ვიდრე სატურნი დირექტული არ გახდება, ნუ იჩქარებთ ძველი სამსახურიდან წამოსვლას, რადგან ამ პერიოდში რეკომენდებული არაა ახლის დაწყება, თუ გსურთ, რომ ეს სამსახური ხანგრძლივ ვადებზე იყოს გათვლილი. თუკი იცით, რომ თქვენი ახალი საქმიანობა მხოლოდ დროებითია, ვთქვათ, ვიღაცის შვებულებაში გასვლის გამო გადმოგაბარეს მისი საქმეები, ან უბრალოდ აქ ხართ, ვიდრე უფრო უკეთს რამეს იშოვიდეთ, - ასეთ შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ შეუდგეთ მოვალეობების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ ნაკისრი პასუხისმგებლობები ძალზე მაღალია, სამუშაო კი მოსაწყენი და დამღლელი, ცხადია ასეთ დროს თავადვე მალე გაგიქრებათ იქ დიდხანს გაჩერების სურვილი.

არახელსაყრელი პერიოდია სწავლის დასაწყებადაც. აქაც, ანალოგიურად მალე გაირკვევა, რომ შერჩეული პროფესია სულაც აღარ გაინტერესებთ, და რომ სინამდვილეში ეს ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდით. ეს პერიოდი ასევე სრულიად გამოუსადეგარია ახლი ფირმის დასაარსებლად და რეგისტრაციაში გასატარებლად, სჯობს რომ ეს დრო ძველი საქმეების მოგვარებას, მოწესრიგებას და დასრულებას დაუთმოთ. არ ღირს არც ბინათმშენებლობის საქმეებში ჩაბმაც. გადადეთ 5 სექტემბრამდე ახალი მიწის ნაკვეთების შეძენა და დოკუმენტების გაფორმება.

რაც შეეხება ქორწინებას - ესეც შემოდგომამდე აჯობებს რომ გადაიდოს, იმ გამონაკლისების გარდა, თუ თქვენი მეორე ნახევარი ქვრივი ან განქორწინებული ადამიანი არაა, ან ასაკით ძალიან ბევრადაა თქვენზე უმფროსი. სამაგიეროდ, ის რისი გაკეთებაც ძალზე რეკომენდებულია - არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რამდენადაც შესაძლოა, სრული ანალიზისა და კვლევის ჩატარება ორგანიზმის მდგომარეობის გასარკვევად. ხოლო თუ თქვენთის ისედაც ცნობილია, რა ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ- გამოიყენეთ ეს დრო - მკურნალობისათვის

.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაფრთხილებები ეხებათ მხოლოდ მათ, ვისაც სატურნი დირექტული ჰყავს, მათ კი ვის პირად რუკაშიც ეს პლანეტა რეტროგრადულია, ახლა ეხსნებათ გზები ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებში სააქტიუროდ. რაც შეეხება პლუტონს, მისი რეტროგრადულობა სექტემბრის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ასტრომეტეოროლოგიაზე და გვითქვამს რომ მძიმე პლანეტების შემობრუნება არცთუ იშვიათად ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს ხოლმე. სატურნისა და პლუტონის მოძრაობის სვლაგეზის თითქმის ერთდროული ცვლა, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ მაღალი ამპლიტუდის მიწისძვრის მიზეზი შეიქმნეს. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორი იქნება ამჯერად ბებერი ქრონოსის უკუსვლითი გზა".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ