პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"
კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"

ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ #CHEF მარ­კე­ტე­რის ტრა­დი­ცი­ულ კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­ჯიბ­რე­ბას ამ­ჯე­რად რეს­ტო­რან­მა „ტე­რა­სამ“ უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს. კონ­კურ­სან­ტებ­მა ჟი­უ­რის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბურ­გე­რე­ბი წა­რად­გი­ნეს.

შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „დე­ლუქს დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“, „ბროტ­მე­ის­ტე­რის“, სას­ტუმ­რო „ბა­კუ­რი­ან რე­ზორ­ტის“, „სლო­ბო­და­სა“ და „ალტა ოქე­ის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­ი­ღეს.

კონ­კურ­სან­ტე­ბი და­კის­რე­ბულ და­ვა­ლე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კიდ­ნენ და ჟი­უ­რის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რეს.

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რეს­ტო­რან „ტე­რა­სას“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - რეს­ტო­რა­ტო­რი ილია ბირ­თვე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ქეთი ადე­იშ­ვი­ლი და ჟურ­ნალ „ბო­მონ­დის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თეა აგ­ლა­ძე იყ­ვნენ. მათ სა­უ­კე­თე­სო კერ­ძი სამი კრი­ტე­რი­უ­მის შე­ჯა­მე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნეს: კრე­ა­ტი­უ­ლი სა­ხე­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი ვი­ზუ­ა­ლი და გემ­რი­ე­ლი ბურ­გე­რი.

სა­უ­კე­თე­სო ბურ­გე­რის მომ­ზა­დე­ბა და თვის შეფ მარ­კე­ტე­რის ტი­ტუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა კომ­პა­ნია „დე­ლუქს დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ლო­მე კენ­ჭოშ­ვი­ლი­მა შეძ­ლო.

„რა კერ­ძი უნდა მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა, სამი დღით ადრე ვი­ცო­დით. წინა დღით სახ­ლში მო­ვამ­ზა­დე და ოჯა­ხის წევ­რებს გა­ვა­სინ­ჯე. მათ­გან კი შე­ნიშ­ვნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან მინ­დო­და, კარ­გი გა­მომ­სვლო­და და ჟი­უ­რის მო­წო­ნე­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ვე­ცა­დე და რო­გორც ჩანს, გა­მო­მი­ვი­და კი­დეც. მი­ხა­რია, რომ გა­ვი­მარ­ჯვე და ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებ“, - გვი­თხრა სა­ლო­მე კენ­ჭოშ­ვილ­მა.

შე­ჯიბ­რე­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს „ლა­ბელ მე­დი­ქალ­მა“ სო­ლა­რი­უ­მის 50-წუ­თი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტით და­ა­სა­ჩუქ­რა, ასე­ვე გა­დას­ცა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვადსხვა პრო­ცე­დუ­რა­ზე ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რი. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე და­სა­ჩუქრდა „პა­ლიტ­რა L-ის“ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულს, მას შო­კო­ლა­დის ოქ­როს წიგ­ნი „პა­ლიტ­რა L-ის­გან“, 100 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი რეს­ტო­რან „ტე­რა­სას­გან“, „სლო­ბო­დას“ პრო­დუქ­ცი­ის ნაკ­რე­ბი და მთა­ვა­რი - #CHEF მარ­კე­ტე­რის წო­დე­ბა გა­და­ე­ცა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას #CHEF მარ­კე­ტე­რის ფი­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ი­ღებს.

ფოტო: გვან­ცა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"

კულინარიული შეჯიბრი კომპანიებს შორის - #CHEF მარკეტერი "გემრიელიასგან"

ჟურნალ „გემრიელიას“ მიერ ორგანიზებულ #CHEF მარკეტერის ტრადიციულ კულინარიულ შეჯიბრებას ამჯერად რესტორანმა „ტერასამ“ უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. კონკურსანტებმა ჟიურის წინაშე საკუთარი რეცეპტით მომზადებული ბურგერები წარადგინეს.

შეჯიბრებაში მონაწილეობა „დელუქს დეველოპმენტის“, „ბროტმეისტერის“, სასტუმრო „ბაკურიან რეზორტის“, „სლობოდასა“ და „ალტა ოქეის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

კონკურსანტები დაკისრებულ დავალებას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და ჟიურის დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს.

ჟიურის შემადგენლობაში რესტორან „ტერასას“ წარმომადგენელი - რესტორატორი ილია ბირთველიშვილი, ჟურნალ „გემრიელიას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ადეიშვილი და ჟურნალ „ბომონდის“ მთავარი რედაქტორი თეა აგლაძე იყვნენ. მათ საუკეთესო კერძი სამი კრიტერიუმის შეჯამებით გამოავლინეს: კრეატიული სახელი, მომხიბვლელი ვიზუალი და გემრიელი ბურგერი.

საუკეთესო ბურგერის მომზადება და თვის შეფ მარკეტერის ტიტულის დამსახურება კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა სალომე კენჭოშვილიმა შეძლო.

„რა კერძი უნდა მოგვემზადებინა, სამი დღით ადრე ვიცოდით. წინა დღით სახლში მოვამზადე და ოჯახის წევრებს გავასინჯე. მათგან კი შენიშვნები და რეკომენდაციები მივიღე. ძალიან მინდოდა, კარგი გამომსვლოდა და ჟიურის მოწონება დაემსახურებინა. ძალიან ვეცადე და როგორც ჩანს, გამომივიდა კიდეც. მიხარია, რომ გავიმარჯვე და ფინალში მონაწილეობას მივიღებ“, - გვითხრა სალომე კენჭოშვილმა.

შეჯიბრების ყველა მონაწილეს „ლაბელ მედიქალმა“ სოლარიუმის 50-წუთიანი აბონემენტით დაასაჩუქრა, ასევე გადასცა მთელი წლის განმავლობაში სხვადსხვა პროცედურაზე ფასდაკლების ვაუჩერი. ყველა მონაწილე დასაჩუქრდა „პალიტრა L-ის“ კულინარიული წიგნებით.

რაც შეეხება გამარჯვებულს, მას შოკოლადის ოქროს წიგნი „პალიტრა L-ისგან“, 100 ლარიანი ვაუჩერი რესტორან „ტერასასგან“, „სლობოდას“ პროდუქციის ნაკრები და მთავარი - #CHEF მარკეტერის წოდება გადაეცა. გამარჯვებული მონაწილეობას #CHEF მარკეტერის ფინალურ შეჯიბრებაში მიიღებს.

ფოტო: გვანცა მაღლაკელიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს