სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"
მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს შე­წყა­ლე­ბა­ზე ერთხელ უარი ეთ­ქვა, ხოლო მე­ო­რე თხოვ­ნას თან ახ­ლდა ოჯა­ხის სურ­ვი­ლი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე.

"საქ­მეს ერ­თვო­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბა და იმ ფაქ­ტის აღ­წე­რა, რომ ის 4 შვი­ლის მამა იყო. თხოვ­ნას თან ერ­თვო­და ოჯა­ხის გა­მო­ხა­ტუ­ლი სურ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ დე­ტალ­ზე მეტ კონ­კრე­ტი­კას ვერ მო­გახ­სე­ნებთ“ - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ზე გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 25 წლის თაკო გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლის დედა. ნა­თია გო­ბა­ძის თქმით, ვე­ფხია ბაქ­რა­ძის ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მან თა­ვად და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, თუმ­ცა არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, არა­მედ ბაქ­რა­ძის შვი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხზე.

"ვე­ფხია რაც ცი­ხე­ში იყო, იმ პე­რი­ოდ­ში ორ­ჯერ ვი­ყა­ვი მას­თან. ორი­ვე­ჯერ მისი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით. ერთხელ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ლი­კას, თა­ვის შვილს სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას არ აძ­ლევ­დნენ და ჩემი გან­ცხა­დე­ბა იყო სა­ჭი­რო. მე დავ­თან­ხმდი და ვუ­თხა­რი, რომ ლი­კას გამო ამას გა­ვა­კე­თებ­დი. მე და ლიკა წა­ვე­დით ავ­ლა­ბარ­ში, ზუს­ტად არ მახ­სოვს რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო და დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა ორი სი­ტყვით, შე­ი­წყა­ლეთ ვე­ფხო, ლი­კა­მაც მო­ა­წე­რა ხელი. მერე გა­ირ­კვა, რომ უარი მო­ვი­და ჩვენს გან­ცხა­დე­ბა­ზე. რო­გორც ახლა ვი­გებ, ეგ ყო­ფი­ლა ის გან­ცხა­დე­ბა, რომ ის ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო. რომ მცოდ­ნო­და, ამას რა­ტომ დავ­წერ­დი? მე ვი­ფიქ­რე, რომ ლი­კას და­ვეხ­მა­რე­ბი მეთ­ქი" - აღ­ნიშ­ნა ნა­თია გო­ბა­ძემ.

VIDEO: რას ყვე­ბა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დედა

ამას­თან, რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­ბა­ძემ და ბაქ­რა­ძემ მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 30 მარტს მო­ა­წე­რეს ხელი. რო­გორც მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დედა ამ­ბობს, ბაქ­რა­ძემ ეს იძუ­ლე­ბით გა­ა­კე­თე­ბი­ნა, რად­გან უნ­დო­და ამით თავი და­ე­ზღვია:

"ეგ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ რა­ღაც პე­რი­ოდ­ში მე მა­გა­ზე შე­ვი­ტან­დი სარ­ჩელს პო­ლი­ცი­ა­ში და და­ი­ზღვია თავი იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბით. ჩემი შვი­ლე­ბის­გა­ნაც რომ ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ეთ­ქვა, რომ რას ქვია ჩვენ ცოლ-ქმა­რი ვართ... იძუ­ლე­ბით წა­მიყ­ვა­ნა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში. მივ­ყავ­დი სამ­სა­ხურ­ში და სხვა გზით რომ წა­ვი­და ვკი­თხე, სად მივ­დი­ვართ-მეთ­ქი? მი­თხრა, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მივ­დი­ვართ იუს­ტი­ცი­ა­ში ხელს მო­ა­წე­რო. ვუ­თხა­რი არ მინ­და შენ­თან ხე­ლის მო­წე­რა-მეთ­ქი. აბა რა გინ­და, ყელი გა­მოგჭრაო? უფრო იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და სა­მუ­შა­ოდ წას­ვლას, მე­უბ­ნე­ბო­და ერ­თად წა­ვი­დე­თო და ცოლ-ქმრის მოწ­მო­ბა გვჭირ­დე­ბაო.

არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, რად­გან უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და... მე მა­ი­სის ბო­ლოს მა­ინც ვა­პი­რებ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას და იქამ­დე ვაგ­რო­ვებ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რომ ეგ პო­ლი­ცი­ის­თვის ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ჩემი შვი­ლე­ბი მშვი­დად და­მე­ტო­ვე­ბი­ნა..." - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დედა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ნა­თია გო­ბა­ძე.

13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. მუხ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შს სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე 14 აპ­რილს თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი: "...თავი დაიზღვია იძულებითი ქორწინებით"

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე.

"საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა. ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში მან თავად დაწერა განცხადება, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ ბაქრაძის შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

"ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში, ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით, შეიწყალეთ ვეფხო, ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი" - აღნიშნა ნათია გობაძემ.

VIDEO: რას ყვება ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ქალის დედა

ამასთან, როგორც ირკვევა, გობაძემ და ბაქრაძემ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, 30 მარტს მოაწერეს ხელი. როგორც მოკლული გოგონას დედა ამბობს, ბაქრაძემ ეს იძულებით გააკეთებინა, რადგან უნდოდა ამით თავი დაეზღვია:

"ეგ დარწმუნებული იყო, რომ რაღაც პერიოდში მე მაგაზე შევიტანდი სარჩელს პოლიციაში და დაიზღვია თავი იძულებითი ქორწინებით. ჩემი შვილებისგანაც რომ ყოფილიყო რაიმე წინააღმდეგობა, ეთქვა, რომ რას ქვია ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ... იძულებით წამიყვანა იუსტიციის სახლში. მივყავდი სამსახურში და სხვა გზით რომ წავიდა ვკითხე, სად მივდივართ-მეთქი? მითხრა, არ მაინტერესებს, მივდივართ იუსტიციაში ხელს მოაწერო. ვუთხარი არ მინდა შენთან ხელის მოწერა-მეთქი. აბა რა გინდა, ყელი გამოგჭრაო? უფრო იმიტომ დავთანხმდი, რომ საზღვარგარეთ აპირებდა სამუშაოდ წასვლას, მეუბნებოდა ერთად წავიდეთო და ცოლ-ქმრის მოწმობა გვჭირდებაო.

არ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან უფრო აგრესიული ხდებოდა... მე მაისის ბოლოს მაინც ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას და იქამდე ვაგროვებდი მტკიცებულებებს, რომ ეგ პოლიციისთვის ჩამებარებინა და ჩემი შვილები მშვიდად დამეტოვებინა..." - ამბობს მოკლულის დედა და მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე ნათია გობაძე.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შს სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს თელეთში დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს