პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება
ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრინ­ცი­პი უქ­მდე­ბა - ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის პრო­ცეს­ში თან­ხის დამ­რგვა­ლე­ბის სის­ტე­მა შე­მო­დის. ამას­თან, უქ­მდე­ბა “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლებ­ლო­ბა­ზე.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი “სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბა თან­ხის დამ­რგვა­ლე­ბის პრინ­ცი­პის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დამ­რგვა­ლე­ბის პრინ­ცი­პი გუ­ლის­ხმობს თან­ხის დამ­რგვა­ლე­ბას მე­ტო­ბით ან ნაკ­ლე­ბო­ბით, უახ­ლო­ეს 5-ის ჯე­რად რი­ცხვამ­დე. დამ­რგვა­ლე­ბის მე­თო­დი და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის წესი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით გა­ი­წე­რე­ბა.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, პრაქ­ტი­კუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არ იღე­ბენ სა­ვაჭ­რო და მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მიერ ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის პრო­ცეს­ში “ხურ­დის“ სა­ხით დაბ­რუ­ნე­ბულ 1 და 2 თეთ­რი­ან მო­ნე­ტებს, ვი­ნა­ი­დან ვერ ხერ­ხდე­ბა მათ მიერ ამ მო­ნე­ტე­ბის შემ­დგო­მი გა­მო­ყე­ნე­ბა, ხოლო თვით სა­ვაჭ­რო და მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მხრი­დან კი შე­იმ­ჩნე­ვა 1 და 2 თეთ­რი­ა­ნი მო­ნე­ტე­ბის ნაც­ვლად ხურ­და ფუ­ლის დამ­რგვა­ლე­ბის (მე­ტო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის) ტენ­დენ­ცია.

“კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ზე­ზია რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ღა­ლია 1 და 2 თეთ­რი ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე გა­სა­წე­ვი ხარ­ჯი. კერ­ძოდ, სა­შუ­ა­ლოდ ეკო­ნო­მი­კის მო­მა­რა­გე­ბა წე­ლი­წად­ში ჯდე­ბა: 1 თეთ­რი - 260 000 ლარი; 2 თეთ­რი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთ­რის მო­ნე­ტის დამ­ზა­დე­ბის ხარ­ჯი შე­ად­გენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთ­რის მო­ნე­ტის - 0.033 ლარს. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გარ­და 1 და 2 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-მო­წო­დე­ბას­თან (და­ხა­რის­ხე­ბის, შე­ნახ­ვი­სა და ა.შ. ხარ­ჯე­ბი) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხარ­ჯი­სა, რაც მათ ნო­მი­ნა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა, 1 და 2 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტებს გა­აჩ­ნია და­ბა­ლი მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რი, მი­მოქ­ცე­ვა­ში და­ლექ­ვის მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი, დამ­ზა­დე­ბი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს უწევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და მი­მოქ­ცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ჯის გა­წე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ თან­ხის დამ­რგვა­ლე­ბის პრინ­ცი­პის მხო­ლოდ ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის დროს გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რედ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ვი­ნა­ი­დან 1 და 2 თეთ­რის ნო­მი­ნა­ლის მო­ნე­ტე­ბი მზად­დე­ბა და მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­იშ­ვე­ბა ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, მათი მი­მოქ­ცე­ვი­დან ამო­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის “ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრინ­ცი­პის “დამ­რგვა­ლე­ბის მე­თო­დით“ შეც­ვლა. რაც შე­ე­ხე­ბა, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­რგვა­ლე­ბის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი“, - ნათ­ქვა­მია პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ნაღ­დი ფორ­მით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ერთი თეთ­რის სი­ზუს­ტით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა 2019 წლის 1 იან­ვრამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის თა­რი­ღად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 2019 წლის 1 იან­ვა­რი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს უკვე წა­რუდ­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი “დამრგვალების მეთოდით“ იცვლება

ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება - ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ამასთან, უქმდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე.

შესაბამისი ცვლილებები “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე განხორციელდება. დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე. დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით გაიწერება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მიერ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში “ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან ვერ ხერხდება მათ მიერ ამ მონეტების შემდგომი გამოყენება, ხოლო თვით სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მხრიდან კი შეიმჩნევა 1 და 2 თეთრიანი მონეტების ნაცვლად ხურდა ფულის დამრგვალების (მეტობით დაბრუნების) ტენდენცია.

“კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. კერძოდ, საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი; 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი შეადგენს - 0.021 ლარს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა.შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უწევს აღნიშნული ნომინალის მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების აღნიშნული ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისათვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების “ერთი თეთრის სიზუსტით“ განხორციელების პრინციპის “დამრგვალების მეთოდით“ შეცვლა. რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება ერთი თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის თანახმად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების თარიღად განისაზღვრება 2019 წლის 1 იანვარი.

საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო