საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი
ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

ევ­რო­კო­მი­სი­ას, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყავს - პო­ლი­ტი­კის ოფი­ცე­რი 28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ბევ­რს მუ­შა­ობს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ხში­რად იღ­ლე­ბა კი­დეც, თუმ­ცა არას­დროს ნებ­დე­ბა.

ევ­რო­კო­მი­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არც მოკ­ლე ყო­ფი­ლა და არც იოლი - ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბელ­გი­ა­ში, ევ­რო­პის კო­ლე­ჯში მე­ო­რე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს თუნ­დაც ერთი წლით და­ტო­ვე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და მა­ლე­ვე დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა...

ევ­რო­კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი თა­ვის ის­ტო­რი­ას თა­ვად უამ­ბობს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

"სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ბრი­უ­სელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­მეძ­ლო. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­წყე სტა­ჟი­რე­ბა, შემ­დეგ ევ­რო­დე­პუ­ტა­ტის ასის­ტენ­ტი გავ­ხდი, ახლა კი ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მე­ზობ­ლო­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­ში ვარ. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და პი­რა­დად მი­ნის­ტრი­დან მქონ­და მხარ­და­ჭე­რა, ბრი­უ­სელ­შიც ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და­მეხ­მა­რა, რი­სიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა თე­ო­ნა.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვილს რო­გორც ბალ­კა­ნე­თის, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ხში­რად უწევს.

„კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში. მაქვს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბის ევ­რო­კო­მი­სარ ჰა­ნის კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან და ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ საქ­მი­ა­ნო­ბას,“ - გან­მარ­ტავს ევ­რო­კო­მი­სი­ის ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

შე­კი­თხვა­ზე, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში მისი საქ­მი­ა­ნო­ბა რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, პა­სუ­ხობს, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, შიგ­ნი­დან ნა­ხოს თუ რე­ა­ლუ­რად რო­გორ მუ­შა­ობს ევ­რო­კავ­ში­რი, რო­გორ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და ამ გად­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნას რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დენს, მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქონა კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მო­რი­გი გა­ფარ­თო­ე­ბა სწო­რედ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებს შე­ე­ხე­ბა - „დიდი ალ­ბა­თო­ბით, სერ­ბე­თი და მონ­ტე­ნეგ­რო წევ­რი ქვეყ­ნე­ბი 2025 წლის­თვის გახ­დე­ბი­ან. მე კი ამ გა­მოც­დი­ლე­ბას შიგ­ნი­დან ვაკ­ვირ­დე­ბი, ამ ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­თან ვმუ­შა­ობ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი.

რამ­დე­ნად შევ­ძლებთ, ბალ­კა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ამას დრო გვა­ნა­ხებს. თა­ვად თე­ო­ნა კი ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მუ­შა­ობს, რად­გან რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტავს, ეს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ცდი­ლობს, ჩვენს ქვე­ყა­ნას სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ეხ­მა­როს.

„ვცდი­ლობ, გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო ბრი­უ­სელ­ში და­არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - „ევ­რო­პუ­ლი ალი­ან­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", რო­მე­ლიც ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ახ­დენს. ახ­ლა­ხანს და­ვი­წყეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი, "გზავ­ნი­ლი ბრი­უ­სე­ლი­დან", ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ციკ­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან, ნა­ტოს ოფი­ცი­ოზ­თან და წამ­ყვან ექ­სპერ­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თე­მის მაქ­სი­მა­ლუ­რად წინ წა­მო­წე­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე მათი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და ხედ­ვე­ბის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა. ასე­ვე, მი­ხა­რია რომ გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში,“ - აღ­ნიშ­ნავს თე­ო­ნა.

მისი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, და ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­თვის ძლი­ერ ბერ­კე­ტად უნდა იქ­ცეს. ამის­თვის კი კო­ორ­დი­ნა­ცია და რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

„გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­მა უნდა შევ­ძლოთ სა­ერ­თო ენერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მივ­მარ­თავთ. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ვინც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუნ­დეს, ვგუ­ლის­ხმობ, რომ უნდა შე­იქ­მნას პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც დაქ­საქ­სუ­ლი დი­ას­პო­რის სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შეძ­ლებს“ - გან­მარ­ტავს ის.

მომ­დევ­ნო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში დარ­ჩე­ნას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ას­პექ­ტე­ბის შეს­წავ­ლას გეგ­მავს. ასე­ვე სურს ლუ­ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­ას­რუ­ლოს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კვლე­ვით. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს, რაც შე­ის­წავ­ლა და რა­საც მო­მა­ვალ­ში ის­წავ­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი ქალი - გაიცანით, თეონა ლავრელაშვილი

ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს - პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.

ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი - ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში, ევროპის კოლეჯში მეორე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა. საქართველოს თუნდაც ერთი წლით დატოვება უჭირდა, თუმცა იმ პერიოდში ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და ქვეყნიდან წასვლა და მალევე დაბრუნება გადაწყვიტა...

ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი თავის ისტორიას თავად უამბობს AMBEBI.GE-ს მკითხველს:

"სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ" - გვეუბნება თეონა.

სამსახურიდან გამომდინარე, თეონა ლავრელაშვილს როგორც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა ხშირად უწევს.

„კოორდინაციას ვუწევ ჩვენი გენერალური დირექტორატის ურთიერთობებს დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის მიმართულებით. ასევე ვხელმძღვანელობ ევროკავშირის რამდენიმე ინსტრუმენტის განხორციელებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მაქვს ყოველკვირეული შეხვედრები გაფართოების ევროკომისარ ჰანის კაბინეტის წევრებთან და ერთობლივად ვგეგმავთ საქმიანობას,“ - განმარტავს ევროკომისიის ქართველი წარმომადგენელი.

შეკითხვაზე, ევროკომისიაში მისი საქმიანობა რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის, პასუხობს, რომ საშუალება ეძლევა, შიგნიდან ნახოს თუ რეალურად როგორ მუშაობს ევროკავშირი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ამ გადწყვეტილებებზე ზეგავლენას რა ფაქტორები ახდენს, მსგავსი ინფორმაციის ქონა კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის მორიგი გაფართოება სწორედ ბალკანეთის ქვეყნებს შეეხება - „დიდი ალბათობით, სერბეთი და მონტენეგრო წევრი ქვეყნები 2025 წლისთვის გახდებიან. მე კი ამ გამოცდილებას შიგნიდან ვაკვირდები, ამ ქვეყნების მთავრობებთან და სამოქალაქო სექტორთან ვმუშაობ,“ - აღნიშნავს ლავრელაშვილი.

რამდენად შევძლებთ, ბალკანეთის გამოცდილება საქართველოში წარმატებით გამოვიყენოთ, ამას დრო გვანახებს. თავად თეონა კი ევროკომისიაში უშუალოდ საქართველოს მიმართულებით არ მუშაობს, რადგან როგორც თავად განმარტავს, ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნებოდა, თუმცა ცდილობს, ჩვენს ქვეყანას სხვა მიმართულებით დაეხმაროს.

„ვცდილობ, განვითარებაში დავეხმარო ბრიუსელში დაარსებულ ორგანიზაციას - „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის", რომელიც ევროპის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების ადვოკატირებას ახდენს. ახლახანს დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, "გზავნილი ბრიუსელიდან", ინტერვიუების ციკლი, რომლის მიზანია ევროპარლამენტარებთან, ნატოს ოფიციოზთან და წამყვან ექსპერტებთან საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის მაქსიმალურად წინ წამოწევა და საქართველოზე მათი მოსაზრებებისა და ხედვების ქართველი საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე, მიხარია რომ გარკვეული წვლილი შევიტანე ევროკავშირში საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის დაარსების საქმეში,“ - აღნიშნავს თეონა.

მისი აზრით, წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ, და ზოგადად ქართული დიასპორა, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერ ბერკეტად უნდა იქცეს. ამისთვის კი კოორდინაცია და რესურსების მობილიზებაა საჭირო.

„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა შევძლოთ საერთო ენერგიის მობილიზება, რომელსაც სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართავთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს, საქართველოში უნდა დაბრუნდეს, ვგულისხმობ, რომ უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაქსაქსული დიასპორის საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს“ - განმარტავს ის.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში თეონა ლავრელაშვილი ბრიუსელში დარჩენას, პროფესიული გამოცდილების მიღებასა და ევროპული პოლიტიკის ასპექტების შესწავლას გეგმავს. ასევე სურს ლუვენის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაასრულოს. დაინტერესებულია პოლიტიკური პარტიების კვლევით. ამბობს, რომ ყველაფერს, რაც შეისწავლა და რასაც მომავალში ისწავლის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ