მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ
"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ

რამ­დე­ნი­მე დღეა, ერე­ვან­ში სომ­ხე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სერჟ სარ­გსი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის, მისი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე და­ნიშ­ვნის წი­ნა­აღ­მდე­გია. ამ­ჯე­რად, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს და დე­და­ქა­ლა­ქის აქ­ცი­ებს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი, ნი­კოლ პა­ში­ნი­ა­ნი უძღვე­ბა.

“უარ­ყა­ვი სერ­ჟი” - რამ­დე­ნი­მე ათა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი ამ სა­ხელ­წო­დე­ბით, თით­ქმის ერთი კვი­რაა სომ­ხე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს სიმ­შვი­დეს ურ­ღვევს. აქ­ცი­ებ­ზე სომ­ხეთ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს და სარ­გსი­ა­ნის “მა­ფი­ო­ზუ­რი გავ­ლე­ნე­ბის” მო­შო­რე­ბას ითხო­ვენ. პა­ში­ნი­ა­ნი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით იმუქ­რე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის ალ­ყის შე­მორ­ტყმა­საც გეგ­მავს, რათა პრე­მი­ე­რის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ჩა­ი­შა­ლოს.

Кавказский узел-ის კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მას ქვეყ­ნის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტან ლი­დე­რად მი­იჩ­ნე­ვენ, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­კარ­გა. ყა­რა­ბა­ღის ომს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გსი­ა­ნის წა­რუ­მა­ტე­ბელ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს, რად­გან ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პოსტზე ყოფ­ნი­სას, ბოლო წუ­თამ­დე გა­ურ­კვევ­ლად სპე­კუ­ლი­რებ­და.

პა­ში­ნი­ა­ნის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, 14 დღე უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ახლა კი­დევ 4 დღე და­ე­მა­ტა და გი­უმ­რი­სა და ერე­ვანს მო­ი­ცავს. “ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, არ და­ვუშ­ვათ სარ­გსი­ა­ნის ვი­თომ არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი” - აცხა­დებს აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. Кавказский узел-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვე­ლი და ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი ვინც გავ­ლე­ნი­ა­ნი სარ­გსი­ა­ნის­გან მფარ­ვე­ლო­ბას ელო­დე­ბი­ან, მას მარ­ტო არ ტო­ვე­ბენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, სერჟ სარ­გსი­ა­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად არ­ჩე­ვის “მო­ტი­ვი” სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გან­მარ­ტონ. თა­ვად ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი არც მის მო­მა­ვალ პო­ზი­ცი­ა­სა და არც საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

“მას დიპ­ლო­მა­ტია არ ეშ­ლე­ბა და შე­საძ­ლოა, შე­სა­ბა­მის მო­მენტს ელო­დე­ბო­დეს. ისე კი, 2014 წლის 10 აპ­რილს ღიად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ზე გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბო­და”- წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ცდი­ლობს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყოს აქ­ცი­ე­ბის მი­მართ, რად­გან ოპო­ზი­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის შეც­ვლის დიდი იმე­დი არ აქვთ. რად­გან მათ სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეს სარ­გსი­ა­ნის ფა­ვო­რიტ კან­დი­დატს საპ­რე­ზინ­დე­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს.

ოპო­ზი­ცია ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ცო­ცხლდა, თუ სარ­გსი­ან­მა ისევ სა­თი­თა­ოდ არ მო­აშ­თო ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ეს მას კარ­გად ეხერ­ხე­ბა, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და. საქ­მე ის არის, რომ ნი­კოლ პა­ში­ნი­ანს რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გეგ­მე­ბის გამო ოპო­ზი­ცი­ა­ში არა­ერ­თი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს და მას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­საც არ ჩქა­რო­ბენ... პა­ში­ნი­ა­ნი, გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არა, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბის უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს და მისი თქმით­ვე, “ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სტუ­დენ­ტო­ბა და ზო­გა­დად, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა დიდი ძა­ლაა...”

უდა­ვოა, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა დიდი ძა­ლაა, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სხვა­დას­ხვა დროს, სარ­გსი­ა­ნის კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის და­სას­რუ­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა სტუ­დენ­ტუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი იბ­რძოდ­ნენ, თუმ­ცა, შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის იმე­დი და მო­ლო­დი­ნი არ აქვს. მე­ტიც, თით­ქმის ყვე­ლას სჯე­რა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ პრე­მი­ე­რის პოსტს სწო­რედ სერჟ სარ­გსი­ა­ნი და­ი­კა­ვებს, ისე, რო­გორც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და...

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ჯგუფ “სას­ნა ცრე­რის” შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სა და პარ­ტი­ის წევ­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, რა­საც მა­შინ ერე­ვან­ში ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა, თით­ქმის ორი წელი გა­ვი­და... აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა, ისი­ნი ცი­ხე­ში არი­ან. “ამი­ტო­მაც, არ აქვთ იმე­დი, რომ სარ­გსი­ა­ნის სა­ცე­ცებს პა­ში­ნი­ა­ნი რო­გორ­ღაც და­უსხლტე­ბა, თუმ­ცა არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბას მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­უ­ვი­დეს და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბამ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქოს...” – წერს სომ­ხუ­რი მე­დია.

ფოტო: Armenian Weekly, სო­ფია მა­ნუ­კი­ა­ნი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ

"უარყავი სერჟი!" - მასშტაბური აქციები სომხეთში სარგსიანის წინააღმდეგ

რამდენიმე დღეა, ერევანში სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს - ადგილობრივი მოსახლეობა სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის, მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგია. ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებს და დედაქალაქის აქციებს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უძღვება.

“უარყავი სერჟი” - რამდენიმე ათასიანი აქციები ამ სახელწოდებით, თითქმის ერთი კვირაა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სიმშვიდეს ურღვევს. აქციებზე სომხეთში მნიშვნელოვან ცვლილებებს და სარგსიანის “მაფიოზური გავლენების” მოშორებას ითხოვენ. პაშინიანი რადიკალური ნაბიჯებით იმუქრება და საჭიროების შემთხვევაში დეპუტატებისთვის ალყის შემორტყმასაც გეგმავს, რათა პრემიერის არჩევის პროცესი ჩაიშალოს.

Кавказский узел-ის კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები მას ქვეყნისთვის ზიანის მომტან ლიდერად მიიჩნევენ, რომელმაც პრეზიდენტობის დროს, ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა. ყარაბაღის ომს ადგილობრივი მოსახლეობა სარგსიანის წარუმატებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი პოსტზე ყოფნისას, ბოლო წუთამდე გაურკვევლად სპეკულირებდა.

პაშინიანის მიერ ორგანიზებული აქციები, 14 დღე უწყვეტად მიმდინარეობდა, ახლა კიდევ 4 დღე დაემატა და გიუმრისა და ერევანს მოიცავს. “ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ სარგსიანის ვითომ არჩევის პროცესი” - აცხადებს აქციების ორგანიზატორი. Кавказский узел-ის ინფორმაციით, ძველი და ახალი მეგობრები, ისინი ვინც გავლენიანი სარგსიანისგან მფარველობას ელოდებიან, მას მარტო არ ტოვებენ და ყველანაირად ცდილობენ, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის “მოტივი” საფუძვლიანად განმარტონ. თავად ყოფილი პრეზიდენტი არც მის მომავალ პოზიციასა და არც საპროტესტო ტალღაზე კომენტარს არ აკეთებს.

“მას დიპლომატია არ ეშლება და შესაძლოა, შესაბამის მომენტს ელოდებოდეს. ისე კი, 2014 წლის 10 აპრილს ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ ექნებოდა”- წერს ადგილობრივი მედია.

სომხური მოსახლეობა გარკვეულწილად ცდილობს თავშეკავებული იყოს აქციების მიმართ, რადგან ოპოზიციის გაერთიანებისა და ვითარების შეცვლის დიდი იმედი არ აქვთ. რადგან მათ სასათბურე პირობები შეუქმნეს და აბსოლუტური უპირატესობა მიანიჭეს სარგსიანის ფავორიტ კანდიდატს საპრეზინდეტო არჩევნების დროს.

ოპოზიცია ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა, თუ სარგსიანმა ისევ სათითაოდ არ მოაშთო ყველანაირი წინააღმდეგობა. ეს მას კარგად ეხერხება, რასაც წლების განმავლობაში ამტკიცებდა. საქმე ის არის, რომ ნიკოლ პაშინიანს რადიკალური ქმედებებისა და გეგმების გამო ოპოზიციაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს და მასთან გაერთიანებასაც არ ჩქარობენ... პაშინიანი, გამოცდილი პოლიტიკოსების არა, მაგრამ ახალგაზრდების უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს და მისი თქმითვე, “ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტობა და ზოგადად, ახალგაზრდა თაობა დიდი ძალაა...”

უდავოა, რომ ახალგაზრდობა დიდი ძალაა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა დროს, სარგსიანის კორუფციული სისტემის დასასრულებლად სხვადასხვა სტუდენტური თუ პოლიტიკური გაერთიანებები იბრძოდნენ, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. შესაბამისად, ადგილობრივ მედიას დიდი ცვლილებების იმედი და მოლოდინი არ აქვს. მეტიც, თითქმის ყველას სჯერა, რომ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის შემდეგ პრემიერის პოსტს სწორედ სერჟ სარგსიანი დაიკავებს, ისე, როგორც დაგეგმილი ჰქონდა...

ცნობისთვის, პოლიციის განყოფილებაზე ჯგუფ “სასნა ცრერის” შეიარაღებული თავდასხმისა და პარტიის წევრის დაკავების შემდეგ, რასაც მაშინ ერევანში ძალიან დიდი წინააღმდეგობის ტალღა მოჰყვა, თითქმის ორი წელი გავიდა... აქციის მონაწილეები მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი ციხეში არიან. “ამიტომაც, არ აქვთ იმედი, რომ სარგსიანის საცეცებს პაშინიანი როგორღაც დაუსხლტება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ სომხურ მოსახლეობას მართლა ყველაფერი ყელში ამოუვიდეს და დაუმორჩილებლობამ ახალი ძალით იფეთქოს...” – წერს სომხური მედია.

ფოტო: Armenian Weekly, სოფია მანუკიანი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე