პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება
ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ვრცელ­დე­ბა ვირუ­სუ­ლი გზავ­ნი­ლი - და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დეო და ტექ­სტი, სა­დაც, „ფე­ის­ბუ­ქის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­თომ­და მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა 18 მე­გო­ბარს გა­უგ­ზავ­ნონ.

„გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ მარკ ზაქ­ბერ­გი, „ფე­ის­ბუ­ქის“ დი­რექ­ტო­რი. რო­გორც ჩანს, ეს გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი იყო ნამ­დვი­ლი, რომ ფბ გახ­დე­ბო­და ფა­სი­ა­ნი. თუ ამას გა­უგ­ზავ­ნი 18 სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს, შენი აი­ქო­ნი იქ­ნე­ბა ლურ­ჯი და უფა­სო იქ­ნე­ბა შენ­თვის. თუ არ გჯე­რა ჩემი, ხვალ სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა ფბ და მის გახ­სნას დას­ჭირ­დე­ბა ფული.

თუ ამ მე­სიჯს არ გა­უგ­ზავ­ნი ხალ­ხს, შენი ექა­უნ­თი იქ­ნე­ბა არა­აქ­ტი­უ­რი. შენი სმარ­ტფო­უ­ნი გა­ნახ­ლდე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იც­ვლის დი­ზა­ინს და ჩა­თის ფერს.

ძვირ­ფა­სო ფბ-ს იუ­ზე­რე­ბო ჩვენ ვა­აფ­დე­ი­თებთ ფბს 23:00-დან 05:00-მდე დღეს. თუ ამას არ გაგ­ზავ­ნი, ჩა­იშ­ლე­ბა შენი აფ­დე­ი­თი და არ გექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­წე­რო ვინ­მეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ტექ­სტში.

ნა­ხეთ ვი­დეო : მარკ ცუ­კერ­ბერ­გი "ფე­ის­ბუქ­ზე" შე­ტყო­ბი­ნე­ბის 18 მე­გობ­რის­თვის გა­დაგ­ზავ­ნას არ გთხოვთ, ვი­დეო ყალ­ბია

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ტექ­სტი სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თა­ვია, ვი­დეო კი - ასე­ვე სრუ­ლი­ად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ვირუ­სუ­ლად აზი­ა­რე­ბენ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ყალ­ბი გზავ­ნი­ლე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­სულ წელ­საც ვრცელ­დე­ბო­და.

კომ­პა­ნია „ფე­ის­ბუქს“ ფა­სი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია.

ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება

ცუკერბერგი შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, "ფეისბუქზე" გზავნილები ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეების მანძილზე ვრცელდება ვირუსული გზავნილი - დამონტაჟებული ვიდეო და ტექსტი, სადაც, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი ვითომდა მოუწოდებს მომხმარებლებს, შეტყობინება 18 მეგობარს გაუგზავნონ.

„გამარჯობა, მე ვარ მარკ ზაქბერგი, „ფეისბუქის“ დირექტორი. როგორც ჩანს, ეს გაფრთხილებები იყო ნამდვილი, რომ ფბ გახდებოდა ფასიანი. თუ ამას გაუგზავნი 18 სხვადასხვა ადამიანს, შენი აიქონი იქნება ლურჯი და უფასო იქნება შენთვის. თუ არ გჯერა ჩემი, ხვალ საღამოს ექვს საათზე დაიხურება ფბ და მის გახსნას დასჭირდება ფული.

თუ ამ მესიჯს არ გაუგზავნი ხალხს, შენი ექაუნთი იქნება არააქტიური. შენი სმარტფოუნი განახლდება 24 საათის განმავლობაში, შეიცვლის დიზაინს და ჩათის ფერს.

ძვირფასო ფბ-ს იუზერებო ჩვენ ვააფდეითებთ ფბს 23:00-დან 05:00-მდე დღეს. თუ ამას არ გაგზავნი, ჩაიშლება შენი აფდეითი და არ გექნება შესაძლებლობა, მიწერო ვინმეს,“ - აღნიშნულია ტექსტში.

ნახეთ ვიდეო : მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქზე" შეტყობინების 18 მეგობრისთვის გადაგზავნას არ გთხოვთ, ვიდეო ყალბია

იმის მიუხედავად, რომ ტექსტი სრულიად გაუმართავია, ვიდეო კი - ასევე სრულიად არაპროფესიონალურად დამონტაჟებული, ქართველი მომხმარებლები შეტყობინებებს ვირუსულად აზიარებენ.

როგორც აღმოჩნდა, ყალბი გზავნილები ინგლისურ ენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გასულ წელსაც ვრცელდებოდა.

კომპანია „ფეისბუქს“ ფასიანი მომსახურების შესახებ განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს