არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი დღეს პროკურატურაში მისვლას გეგმავს, - ამის შესახებ გივი ტატუნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. გივი ტატუნაშვილისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. ოჯახს ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები არ მიუღია.
„არაფერი ვიცი, ორშაბათს გავარკვევ“, - განაცხადა გივი ტატუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.