ავტორი:

"თაკოს მისვლამდე მკვლელი სახლში იმალებოდა, ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია..." - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

"თაკოს მისვლამდე მკვლელი სახლში იმალებოდა, ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია..." - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ბებიამ და დეიდამ Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, თაკო გამრეკელაშვილის მისვლამდე, ვეფხია ბაქარძე სახლში იმალებოდა და დანაშაულის ჩასადენად შესაბამის მომენტს ელოდებოდა. ოჯახი ამის დასტურად, კონკრეტულ დეტალებს იხსენებს.

"თაკოს მოსვლამდე მივიდა მკვლელი სახლში და იქ იმალებოდა. აგრესიული ყოფილა. ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია და ბენზინი მიუსხია, ბავშვებსაც ბენზინის სუნი ასდიოდათ" - განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ ლია იმერლიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის ოჯახი ასევე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ვეფხია ბაქრაძე ერთი წლის წინ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. მათ გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან კონკრეტული კითხვები აქვთ.

"როგორ შეიძლება ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ადამიანი შეიწყალო, რომელიც ყოველთვის სისასტიკით გამოირჩეოდა"?! - აღნიშნა გარდაცლილის ბებიამ მერი გობაძემ.

"არ შეიძლება იწყალებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და ადამიანებს კლავენ. არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეწყალებული ადამიანი დანაშაულს დანაშაულზე ჩადის. ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს" - ამბობს გარდაცვლილის დეიდა ლია იმერლიშვილი.

ნახეთ ვიდეო

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ბარნოვის #77-ში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 108-ე მხულით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, უკვე დააკავეს.

როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაქრაძეს ძალადობრივი დანაშაულისთვის აკავებენ. შსს-ს ინფორმაციით, იგი 2015 წელს დამნაშავედ ცნეს მოკლულის დედის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს