პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე
"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

"აშშ მზად არის ახა­ლი იე­რი­შის­თვის, თუ სი­რია კვლავ გა­მო­ი­ყე­ნებს ქი­მი­ურ ია­რაღს... მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ასა­დის მფარ­ვე­ლებ­ზე, ირან­ზე და რუ­სეთ­ზე, ვლა­პა­რა­კობ­დით იმ სა­ზა­რელ ფაქ­ტზე, რა­საც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა ჰქვია. სა­უბ­რის დრო ამო­ი­წუ­რა და ჩვენ მოქ­მე­დე­ბა და­ვი­წყეთ, რათა არ დაგ­ვეშ­ვა მო­მა­ვალ­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა" – ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ე­რო­ში ამე­რი­კის მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნიკი ჰე­ი­ლიმ გა­ა­კე­თა.

რა რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან ამე­რი­კუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის დარ­ტყმას სი­რი­ა­ზე, ამის შე­სა­ხებ რუს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ. ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რუ­სე­თის წარ­მო­მად­გნ­ლის ალექ­სან­დრ ლუ­კა­შე­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტო­ნი, ლონ­დო­ნი და პა­რი­ზი სი­რი­ელ ტე­რო­რის­ტებს, რო­მელ­თაც ახლა მო­ღო­ნი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა, პირ­და­პირ ამა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მისი თქმით, ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

"ამე­რი­კა, ბრი­ტა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი, რომ­ლე­ბიც თავს ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, ცი­ნი­კუ­რად არ­ღვე­ვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, რომ­ლის დაც­ვას მათ გა­ე­როს ორ­გა­ნი­ზა­ცია და ჰელ­სინ­კის შეთ­ნახ­მე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებთ..." – წერს რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ბო­რის დოლ­გო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­დე­გებს შე­ის­წავ­ლის.

"ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კა, სი­რი­ა­ში კი­დევ 20-მდე ავა­ი­დარ­ტყმას გეგ­მავს, მათ შო­რის, იმ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე, რო­მე­ლიც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბას­თან კავ­შირ­შია. თუმ­ცა, ეს უკვე მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ გა­მარ­თლე­ბა არც ამას არ აქვს, ისე­ვე, რო­გორც 14 აპ­რი­ლის ქმე­დე­ბას... ასე­ვე არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი, რომ ლო­კა­ლუ­რი დარ­ტყმე­ბის გარ­და, მის მთა­ვარ ინ­ტე­რესს სი­რი­ი­ის ავი­ა­ბა­ზა წარ­მო­ად­გენს, სა­ი­და­ნაც აფ­რიდ­ნენ ან შე­საძ­ლოა აფ­რე­ნი­ლიყ­ვნენ ის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რო­მელ­მაც აღ­მო­სავ­ლეთ ღუტა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით და­ბომ­ბეს. კი­დევ ერთი, ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კას სურს და­ბომ­ბოს არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, არა­მედ, და­მას­კოს ის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბა იმ­ყო­ფე­ბა და სა­დაც რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ეს კი უკვე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ნა­ბი­ჯია, რო­მელ­საც რუ­სე­თი უპა­სუ­ხოდ ვერ და­ტო­ვებს და სე­რი­ო­ზულ კონფქლიტს გა­მო­იწ­ვევს. სხვა სა­კი­თხია, აწყობს თუ არა ეს ამე­რი­კას. იმე­დია, ამე­რი­კა­სა და და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბი და­ა­ნა­ხებს მათ, რომ ომი არ გვიჭრ­დე­ბა..." - მი­აჩ­ნია მას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­პა­სუ­ხო ქმდე­ბებს, მი­სი­ვე თქმით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, სი­რი­ი­სა და რუ­სე­თის მხრი­დან ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და "ასე­თი სა­ხის სამ­ხედ­რო ქმდე­ბე­ბის დროს, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რო­მე­ლი­მე მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაც და­ზი­ან­დეს, რად­გან იმ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას, რო­მელ­საც ამე­რი­კა იყე­ნებს, ცდო­მი­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს. ასე რომ, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რას და­უ­ჭი­რა მხა­რი თურ­ქეთ­მა, რო­მე­ლიც არაფ­რის­გან არ არის და­ზღვე­უ­ლი... რა­კე­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და რუ­სე­თის მე­თა­უ­რო­ბა ამა­ზე იზ­რუ­ნებ. იმე­დია ამე­რი­კულ მხა­რეს ამა­ზე ნა­ფიქ­რი აქვს, გო­ნი­ე­რე­ბა ეყო­ფა და ვი­თა­რე­ბას ასეთ გამ­წვა­ვე­ვამ­დე არ მი­იყ­ვანს" – წერს რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი.

კი­დევ ერთი სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სის, ვლა­დი­მირ ფი­ტი­ნის შე­ფა­სე­ბით, იმა­ზე, თუ რას უნდა ელო­დოს მსოფ­ლიო, ასე­თი პა­სუ­ხი აქვს:

"ყვე­ლა­ფერს უნდა ვე­ლო­დოთ... ტრამპმა უკვე მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რე­ბი­სა და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და ამის შემ­დეგ, რას მო­ი­მოქ­მე­დებს ის, მხო­ლოდ გა­მო­ცა­ნად რჩე­ბა. ის და­პირ­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას, რომ თუ არ შე­წყვეტს ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას, ის "კიმ ჩენ ინის პრობ­ლე­მებს" თა­ვად მი­ხე­დავს. არა­და, არც ისე დიდი ხნის წინ, ისი­ნიც თით­ქოს შე­თან­მხდნენ. თუმ­ცა, ტრამპს გუ­ნე­ბა ისე სწრა­ფად იც­ვლე­ბა, რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ამინ­დი - ხან მოღ­რუბ­ლუ­ლია, ხა­ნაც გა­მო­ი­და­რებს, ხან თოვს, ხა­ნაც წვიმს... გა­აჩ­ნია. ის არ არის სტა­ბი­ლუ­რი, ისე­ვე, რო­გორც მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია. ახლა იმე­დია, მას­თან სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რო­მელ­თაც შე­და­რე­ბით ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბა აქვთ და ურ­ჩე­ვენ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან კონფრონ­ტა­ცი­ას. იმე­დია, ის ერთხელ მა­ინც მო­იქ­ცე­ვა წინ­და­ხე­დუ­ლად და რი­ტო­რი­კას გვერ­დზე გა­დაგ­დებს და და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს" - წერს რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, კარ­გს არა­ვის მო­უ­ტანს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

"რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან? ყველაფერს..." - რუსი ექსპერტების პროგნოზები ამერიკის სავარაუდო ნაბიჯებსა და რუსეთის საპასუხო ქმედებებზე

"აშშ მზად არის ახალი იერიშისთვის, თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს... მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ასადის მფარველებზე, ირანზე და რუსეთზე, ვლაპარაკობდით იმ საზარელ ფაქტზე, რასაც ქიმიური იარაღის გამოყენება ჰქვია. საუბრის დრო ამოიწურა და ჩვენ მოქმედება დავიწყეთ, რათა არ დაგვეშვა მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება" – ეს განცხადება გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გააკეთა.

რა რეაგირება მოჰყვება რუსეთის მხრიდან ამერიკული კოალიციის დარტყმას სირიაზე, ამის შესახებ რუს სამხედრო ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს სხვადასხვანაირი მოსაზრებები აქვთ. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის რუსეთის წარმომადგნლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი სირიელ ტერორისტებს, რომელთაც ახლა მოღონიერება სჭირდება, პირდაპირ ამაში ეხმარებიან. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები მიუღებელი და გაუმართლებელია.

"ამერიკა, ბრიტანეთი და საფრანგეთი, რომლებიც თავს ცივილური სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ, ცინიკურად არღვევენ საერთაშორისო სამართალს, რომლის დაცვას მათ გაეროს ორგანიზაცია და ჰელსინკის შეთნახმება ავალდებულებთ..." – წერს რუსი მაღალჩინოსანი.

სამხედრო ექსპერტი ბორის დოლგოვი მიიჩნევს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური კომისია, რომელიც ავიადარტყმების შედეგებს შეისწავლის.

"ჩვენი ინფორმაციით, ამერიკა, სირიაში კიდევ 20-მდე ავაიდარტყმას გეგმავს, მათ შორის, იმ სამხედრო ბაზებზე, რომელიც ქიმიური იარაღის წარმოებასთან კავშირშია. თუმცა, ეს უკვე მეორე ვარიანტია, მაგრამ გამართლება არც ამას არ აქვს, ისევე, როგორც 14 აპრილის ქმედებას... ასევე არსებობს ცნობები, რომ ლოკალური დარტყმების გარდა, მის მთავარ ინტერესს სირიიის ავიაბაზა წარმოადგენს, საიდანაც აფრიდნენ ან შესაძლოა აფრენილიყვნენ ის თვითმფრინავები, რომელმაც აღმოსავლეთ ღუტა ქიმიური იარაღით დაბომბეს. კიდევ ერთი, ინფორმაციით, ამერიკას სურს დაბომბოს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ, დამასკოს ის რეგიონები, სადაც ასადის მმართველობა იმყოფება და სადაც რუსეთის წარმომადგენლობაა განლაგებული. ეს კი უკვე საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია, რომელსაც რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს და სერიოზულ კონფქლიტს გამოიწვევს. სხვა საკითხია, აწყობს თუ არა ეს ამერიკას. იმედია, ამერიკასა და დანარჩენ ქვეყნებში მიმდინარე აქციები დაანახებს მათ, რომ ომი არ გვიჭრდება..." - მიაჩნია მას.

რაც შეეხება საპასუხო ქმდებებს, მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს, სირიისა და რუსეთის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენება და "ასეთი სახის სამხედრო ქმდებების დროს, სულაც არ არის გამორიცხული, რომელიმე მეზობელი ქვეყანაც დაზიანდეს, რადგან იმ სარაკეტო სისტემას, რომელსაც ამერიკა იყენებს, ცდომილება ახასიათებს. ასე რომ, ჩვენთვის გაუგებარია, რას დაუჭირა მხარი თურქეთმა, რომელიც არაფრისგან არ არის დაზღვეული... რაკეტები ნებისმიერ შემთხვევაში განადგურებული იქნება და რუსეთის მეთაურობა ამაზე იზრუნებ. იმედია ამერიკულ მხარეს ამაზე ნაფიქრი აქვს, გონიერება ეყოფა და ვითარებას ასეთ გამწვავევამდე არ მიიყვანს" – წერს რუსი სამხედრო ექსპერტი.

კიდევ ერთი სამხედრო ანალიტიკოსის, ვლადიმირ ფიტინის შეფასებით, იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს მსოფლიო, ასეთი პასუხი აქვს:

"ყველაფერს უნდა ველოდოთ... ტრამპმა უკვე მოახდინა თავისი სამხედრო სტრუქტურებისა და ჩანაფიქრების დემონსტრირება და ამის შემდეგ, რას მოიმოქმედებს ის, მხოლოდ გამოცანად რჩება. ის დაპირდა ჩრდილოეთ კორეას, რომ თუ არ შეწყვეტს ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით მუშაობას, ის "კიმ ჩენ ინის პრობლემებს" თავად მიხედავს. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, ისინიც თითქოს შეთანმხდნენ. თუმცა, ტრამპს გუნება ისე სწრაფად იცვლება, როგორც ბრიტანეთის ამინდი - ხან მოღრუბლულია, ხანაც გამოიდარებს, ხან თოვს, ხანაც წვიმს... გააჩნია. ის არ არის სტაბილური, ისევე, როგორც მისი ადმინისტრაცია. ახლა იმედია, მასთან სამხედრო მრჩევლები მუშაობენ, რომელთაც შედარებით ფხიზელი გონება აქვთ და ურჩევენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონფრონტაციას. იმედია, ის ერთხელ მაინც მოიქცევა წინდახედულად და რიტორიკას გვერდზე გადაგდებს და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს" - წერს რუსი სამხედრო ექსპერტი, რომლის თქმითაც, სამხედრო დაპირისპირება, კარგს არავის მოუტანს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე