სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა - ნახეთ ფოტოები
ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა - ნახეთ ფოტოები

ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სტა­დი­ონ­ზე ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა ფრედ 12:12 დას­რულ­და. შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, აფ­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტებ­მა მი­ი­ღეს. მატ­ჩი იმ სტა­დი­ონ­ზე ჩა­ტარ­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვებ­სა და აფ­რი­კელ სტუ­დენ­ტებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

"ყვე­ლამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ, ასე­ვე ფეხ­ბურ­თლებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ზო­გა­დად სპორ­ტი, ფეხ­ბურ­თი აერ­თი­ა­ნებს. რა თქმა უნდა, ის რაც მოხ­და ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არის ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა, ამით შეგ­ვიძ­ლია ვი­ა­მა­ყოთ. ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე­გობ­რო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა დღეს", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ. თა­ვის მხრივ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნამ გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­და.

"ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა და კა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ჩვენ ამას თა­ვი­დან­ვე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გი მას­პინ­ძლე­ბი ვი­ყოთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას. მე თა­ვად ვსწავ­ლობ­დი სამი წელი სხვა ქვე­ყა­ნა­ში და ვიცი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დე­საც კარ­გად გი­ღებს ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ცხოვ­რობ და სწავ­ლობ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენც ასე­თი­ვე გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბა უნდა და­ვახ­ვედ­როთ ჩვენს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კვი­რას, აფ­რი­კელ­მა სტუ­დენ­ტმა ბენ ზე­გემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ უცხო­ე­ლე­ბის ჯგუფ­მა მათ მე­ზო­ბელს ხელი ჰკრა და წა­აქ­ცია. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

ამის შე­დეგ თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­მარ­თუ­ლი­ყო. ასე­თი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით კა­ლა­ძემ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს მი­მარ­თა. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მატ­ჩი დღეს იმ სტა­დი­ონ­ზე და­გეგ­მა, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის სა­პა­სუ­ხო ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი ფრედ დას­რულ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა - ნახეთ ფოტოები

ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა - ნახეთ ფოტოები

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა. შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, აფრიკელმა სტუდენტებმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს. მატჩი იმ სტადიონზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივებსა და აფრიკელ სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა.

"ყველამ მიიღო მონაწილეობა, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე ფეხბურთლებმა და სტუდენტებმა. ძალიან მიხარია, რომ ზოგადად სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული ქვეყანა, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ. ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობრობამ გაიმარჯვა დღეს", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ გულთბილი მასპინძლობა გაუწიოს იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა.

"ეს ღონისძიება და კახის ინიციატივა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ამას თავიდანვე მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ძალიან მნიშვნელოვანია კარგი მასპინძლები ვიყოთ იმ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში იღებს განათლებას. მე თავად ვსწავლობდი სამი წელი სხვა ქვეყანაში და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც კარგად გიღებს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრობ და სწავლობ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ასეთივე გულთბილი მასპინძლობა უნდა დავახვედროთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოში იღებენ განათლებას", - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კვირას, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ადგილობრივები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამის შედეგ თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გამართულიყო. ასეთი შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მიმართა. ფეხბურთის ფედერაციამ მატჩი დღეს იმ სტადიონზე დაგეგმა, სადაც ინციდენტი მოხდა.

იხილეთ ვიდეო: ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხო ამხანაგური მატჩი ფრედ დასრულდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ