საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები
სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები

მალე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვიქ­ნე­ბით ამ მთა­ვა­რი მე­ვახ­შის, ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ბან­კო სექ­ტორ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ გა­ავ­რცე­ლა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის შე­სა­ხებ მის გან­ცხა­დე­ბებს კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ში მოქ­ცე­უ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რი 2012 წლის შემ­დეგ გამ­დიდ­რდა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სტა­ტის­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ 2012 წელს ბან­კე­ბის სა­ერ­თო აქ­ტი­ვე­ბი 12 მი­ლი­არ­დი ლარი იყო, ახლა კი 30 მი­ლი­არ­დზე მე­ტია. ბან­კე­ბის სუფ­თა მო­გე­ბა კი 136 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 900 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­ან ბან­კე­ბი. ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არის, ესე­ნი არი­ან მე­ვახ­შე­ე­ბი. ესე­ნი არი­ან კო­ლექ­ტი­უ­რი სო­ლო­მონ მე­ჯღა­ნუ­აშ­ვი­ლე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ეს სა­ხე­ლი და გვა­რი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს ქვე­ყა­ნას სა­ბან­კო ოლი­გარ­ქი­ის მეშ­ვე­ო­ბით. მან თა­ვი­სი ბან­კე­ბის ხე­ლის ბი­ჭე­ბი, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო ხე­ლის ბიჭი მის ბან­კში და ყვე­ლა სხვა ძი­რი­თად თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნა ხე­ლის ბი­ჭე­ბი, ძი­რი­თა­დად სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან წა­მო­სუ­ლე­ბი. ისი­ნი არ არი­ან ბან­კი­რე­ბი, ესე­ნი არი­ან კლა­სი­კუ­რი, ძვე­ლი ყა­ი­დის, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი გა­გე­ბით მე­ვახ­შე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სის­ხლს წო­ვენ პრაქ­ტი­კუ­ლად ქარ­თულ ოჯახს, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას, ან­გრე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვო­ბას, ატა­რე­ბენ ან­ტი­ქარ­თულ, ან­ტი­ე­როვ­ნულ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას. ხალ­ხი გაძ­ვალ­ტყავ­და, ხალ­ხი გა­ღა­რიბ­და, მათ შო­რის, ამ ბან­კე­ბის გამო. ბან­კე­ბის მო­გე­ბა გა­ი­ზარ­და ამ გა­ღა­ტა­კე­ბის ფონ­ზე 6-ჯერ და ეს რი­ცხვი ნიშ­ნავს იმას, რომ ბან­კებ­მა ხელთ იგ­დეს ოჯა­ხე­ბის ქო­ნე­ბა, ბიზ­ნე­სე­ბი და მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა, სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი და პრაქ­ტი­კუ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის ოჯა­ხის ქო­ნე­ბა. პო­ტენ­ცი­უ­რად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბან­კის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი სა­კუთ­რე­ბა. ამ მე­ვახ­შე­ე­ბის ხელ­ში გა­და­დის ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ახალ სა­ბან­კო კრე­დი­ტებ­ზე უნდა და­ი­წი­ოს სა­ბან­კო პრო­ცენ­ტმა.

„სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­და მისი სა­კუთ­რე­ბა, სა­ბან­კო სექ­ტო­რი გახ­და მისი სა­კუთ­რე­ბა, ბიზ­ნე­სის უმე­ტე­სო­ბა გახ­და მისი სა­კუთ­რე­ბა და მალე თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვიქ­ნე­ბით ამ მთა­ვა­რი მე­ვახ­შის, ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დამ­თავ­რდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევ­რი დრო. ჩვენ ეს უნდა და­ვამ­თავ­როთ წელს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ. სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა შე­იც­ვა­ლოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დამ­თავ­რდეს მა­ფი­ის, მათ შო­რის, ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ბან­კო მა­ფი­ის თა­რე­ში. პირ­ვე­ლი, რაც უნდა მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, ახალ სა­ბან­კო კრე­დი­ტებ­ზე უნდა და­ი­წი­ოს სა­ბან­კო პრო­ცენ­ტმა ბან­კე­ბის ზე­მო­გე­ბის ხარ­ჯზე, ხოლო ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მო­პა­რუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის წა­მო­ღე­ბის ხარ­ჯზე, ჩვენ გა­ვა­კე­თებ­თუ­სა­მარ­თლო ვა­ლე­ბის და კრე­დი­ტე­ბის სიას. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვა­ლე­ბის და ჩვენ და­ვა­წე­სებთ ორ­წლი­ან მო­რა­ტო­რი­უმს მათ გას­ტუმ­რე­ბა­ზე და ეს იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან წა­მო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები

სააკაშვილი - საქართველოში არ არიან ბანკები, ესენი არიან მევახშეები, კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები

მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის, ივანიშვილის კერძო საკუთრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბანკო სექტორზე საუბრისას განაცხადა. ვიდეომიმართვაში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ყოფილი პრეზიდენტი ქართული ბანკების შესახებ მის განცხადებებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელში მოქცეული საბანკო სექტორი 2012 წლის შემდეგ გამდიდრდა. სააკაშვილმა სტატისტიკაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2012 წელს ბანკების საერთო აქტივები 12 მილიარდი ლარი იყო, ახლა კი 30 მილიარდზე მეტია. ბანკების სუფთა მოგება კი 136 მილიონი ლარიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„საქართველოში არ არიან ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. მან თავისი ბანკების ხელის ბიჭები, როგორც პრემიერ-მინისტრი იყო ხელის ბიჭი მის ბანკში და ყველა სხვა ძირითად თანამდებობაზე დანიშნა ხელის ბიჭები, ძირითადად საბანკო სექტორიდან წამოსულები. ისინი არ არიან ბანკირები, ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით მევახშეები, რომლებიც სისხლს წოვენ პრაქტიკულად ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას, ანგრევენ საქართველოს სახელმწიფოებრივობას, ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ხალხი გაძვალტყავდა, ხალხი გაღარიბდა, მათ შორის, ამ ბანკების გამო. ბანკების მოგება გაიზარდა ამ გაღატაკების ფონზე 6-ჯერ და ეს რიცხვი ნიშნავს იმას, რომ ბანკებმა ხელთ იგდეს ოჯახების ქონება, ბიზნესები და მთლიანად სახელმწიფოს მართვა, სახელმწიფო აპარატი და პრაქტიკულად, თითოეული ქართველის ოჯახის ქონება. პოტენციურად, ეს არის ამ ორი თუ სამი ბანკის ერთპიროვნული საკუთრება. ამ მევახშეების ხელში გადადის ყველაფერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა.

„საქართველოს ხელისუფლება გახდა მისი საკუთრება, საბანკო სექტორი გახდა მისი საკუთრება, ბიზნესის უმეტესობა გახდა მისი საკუთრება და მალე თითოეული ჩვენგანი ვიქნებით ამ მთავარი მევახშის, ივანიშვილის კერძო საკუთრება. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ წელს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ. საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე, ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთუსამართლო ვალების და კრედიტების სიას. ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების და ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას სთხოვენ - აქცია საკრებულოსთან

"სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც, ძალიან თავისუფლად" - სალომე ზურაბიშვილი